არქივი

სად იმყოფება სული ?

a2eb9b06050b
სული ყველაზე სუფთა რამ არის, რაც ადამიანს გააჩნია. სულს დიდი მოფრთხილება უნდა რადგან შეიძლება წაბილწოს ადამიანმა….სული ბოლომდე შეუცნობელია,სული ყველაზე პატარა და მგრძნობიარე რამ არის რითაც ადამიანი განიცდის სიხარულს სიყვარულის სევდას და წუხილს გულთან ერთად!

მაგრამ სული გაცილებით ღრმაა. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სული ტოვებს სხეულს და სხვა სამყაროში გადადის,სული თავისუფლდება სხეულიდან.

მეცნიერები ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ ადამიანი რამდენიმე გრამით იკლებს და ამას ხსნიან სწორედ იმით, რომ სხეულს ტოვებს სული და ის რამდენიმე გრამს იწონის. მაქსიმალური რაც ჯერ აწონეს ეს იყო 15 გრამი….. ალბათ სულის წონა ადამიანის ცოდვების მიხედვით განისაზღვრება! რაც უფრო პატარაა, მით ნაკლებია ცოდვა….

სამშვინველი არის ადამიანის ის სფერო, რომელიც შედგება გრძნობებისაგან. ამ სფეროში მიდი-მოდიან გრძნობები და ამ სფეროს მეშვეობით განიცდის ადამიანი. ეს სფერო თვალით უხილავია, თუმცა შეგიძლია ის განიცადო, როგორც სულის ნაწილი (თითქოს სულს გარშემო აკრავდეს)…

სულს რაც შეეხება, ალბათ უკეთესია ითქვას, რომ იგი სხეულთან არის დაკავშირებული და არა ის, რომ იგი სხეულშია. სხეულს რაც ეკუთვნის ის მატერიაა, სული კი მატერია არაა. ადამიანის სული, სანამ სხეულთანაა დაკავშირებული, არც მიწაზეა და არც ზეცაში, სადღაც მაგათ შორისაა.

სულის ძალა უფრო საინტერესოა და მისი ქმედების უნარები, რამდენად შეუძლია მას სხეულის ფლობა, არა მარტო სხეულის დამძიმება, არამედ ამსუბუქებაც. არიან ადამიანები, რომლებიც ფლობენ გრავიტაციის დაძლევის უნარს, გააჩნია სულის სრულყოფას და მის უნარებს.

მაინც და რატო მაინცდამაინც სხეულის შიგნით? იქნებ გარედან აკრავს სული. ანუ აურა=სული. აურა ადამიანს მხოლოდ გარედან არ აკრავს, ის განჭოლავს ადამიანის სხეულს მთლიანად, უბრალოდ აურა უფრო დიდია ვიდრე ადამიანის სხეული და გარე მოცულობაშიც წარმოჩინდება. ის არ ფიქსირდება მატერიალურად (აურას ფოტოები ბლეფია)…

ადამიანის აურა სამი სხვადასხვა ტიპის სხივებისგან შესდგება, რომლებიც განჭოლავენ ადამიანს. ადამიანის სულიც აირეკლება აურაში, ის ყველაზე უფრო ფაქიზ და ამაღლებულ ნათებით გამოირჩევა. რთული მისახვედრებელია ის განსხვავებები სხივთა, რომლებიც იერარქიულად არიან სხვანი ანუ სხვადასხვა დონის თუ ხარისხისაა, შედარებისთვის მყარი თხევადი და გაზობრივი მატერიის მდგომარეობების განსხვავება რომ წარმოვიდგინოთ სიფაქიზის თუ გაუხშოების მიხედვით.

გაფრთხილება: გთხოვთ თავი შეიკავოთ უაზრო კომენტარებით!

მსგავსი ამბები

Back to top button