გამოგონებასაკითხავისამხედრო

10 სამხედრო ტექნოლოგია, რომლებსაც იყენებენ თანამედროვე ავტომობილებში


10 სამხედრო ტექნოლოგია, რომლებსაც იყენებენ თანამედროვე ავტომობილებში.

Heads Up დისპლეი

სამხედროებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც ჩნდება პილოტების თვალწინ და აწვდის პილოტებს ყველა საჭირო ინფორმაციას. ამჟამად ეს გამოგონება ინერგება მანქანათმშენებლობაშიც – კომპანიები ქმნიან ტექნოლოგიებს, რომლებსაც გამოაქვთ ყველა საჭირო ინფორმაცია საქარე მინაზე.

ძრავის სინთეტიკური ზეთი

სინთეტიკური ზეთი გამოგონებული იქნა ერთდროულად ნაცისტურ გერმანიაში და ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ. სინთეტიკური იწვევდა იმას, რომ თვითმფრინავის ძრავები უფრო საიმედოდ მუშაობდნენ. დღეს ეს ზეთი გამოიყენება თითქმის ყველა თანამედროვე ავტომობილში.

ლამინირებული მინა

პირველად ლამინირებული მინის გამოყენება დაიწყეს არა ავტომობილებში, არამედ პიველი მსოფლიო ომის დროს გაზის საწინააღმდეგო ნიღბებში.

სტანდარტული სატვირთო კონტეინერები

თანამედროვე სტანდარტული სატვირთო კონტეინერები, რომლებსაც დღეს იყენებენ ტვირთების გადასატანად შეიქმნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო საჭიროებებისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს.

კარბონი

მცირე მასის და წარმოუდგენელი გამძლეობის გამო კარბონი სულ უფრო ხშირად გამოიყენება თანამედროვე მანქანებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებებში. სინამდვილეში კარბონი შეიქმნა 1960 წელს კომპანია Royal Aircraft-ის მიერ, რომელიც დაარსა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

გზატკეცილი

თანამედროვე საავტომობილო გზები სათავეს იღებენ რომაული გზებისგან, რომლებიც შეიქმნა იმისათვის, რომ დაეკავშირებინა რომაული იმპერია, მაგრამ მასიურად გზების მშენებლობა დაიწყო მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს. აშშ-ს პრეზიდენტს ეიზენჰაუერს მოეწონა გერმანიის ავტობანები და დაინახა მათში ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალი, კარგი გზებით შეიძლება სამხედრო ბაზების დაკავშირება ერთ ქსელში.

ავტონომიური ავტომობილები

ცოტამ თუ იცის, რომ იმ ავტომობილების მიღმა, რომლებიც თვითონ ადგენენ გზებზე თავიანთვე მარშრუტს, დგას კომპანია DARPA (Defense Advanced Research Projects Agency), რომელიც ქმნიდა მსგავს ტექნოლოგია ამერიკული სამხედრო მრეწველობისთვის.

GPS

თანამგზავრული ნავიგაცია, რომელიც დღეს არის პრაქტიკულად ყველა ავტომობილში, ნავში, ტელეფონში და ა.შ. სინამდვილეში არის ცივი ომის დროინდელი შეიარაღებების რბოლის პროდუქტი.

რადარი

რადარი გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სახის ტრანსპორტში. რადარების საშუალებით ავტოკომპანიებმა შეძლეს გაეზარდათ ავტომობილების უსაფრთხოება. ეს ტექნოლოგია შეიქმნა ბევრ ქვეყანაში სამხედრო მიზნებისთვის.

რეაქტიული ძრავი

რეაქტიული ძრავი შეიქმნა არამხოლოდ სამხედრო თვითმფრინავებისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს, არამედ ომის შემდეგ 1949 წელს ჰაერში გაფრინდა პირველი საქალაქო რეაქტიული თვითმფრინავი და ადამიანებმა მიიღეს შესაძლებლობა ემოგზაურათ ორჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ომამდე.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close