გასართობისაკითხავისასარგებლო

საფეხბურთო კლუბები (8 ნაწილი)


დინამო მოსკოვი – რუსული საფეხბურთო კლუბი ქალაქ მოსკოვიდან. მოსკოვის დინამო შეიქმნა 1923 წლის 18 აპრილს. კლუბის პრეზიდენტია  იური ისაევი მწვრთნელია სერგეი სილკინი ხოლო კაპიტანია ანდრეი ვორონინი. დინამო მოსკოვი თამაშობს რუსეთის პრემიერ ლიგაში სადაც 2012-2013 წლების სეზონში 7 ადგილი დაიკავა. მიუხედავად 7 ადგილისა ის საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს რუსეთის პრემიერლიგაში.

სელტიკი – შოტლანდიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ გლაზგოდან რომელიც დაარსდა 1888 წელს. სელტიკის პრეზიდენტია იან ბანქიერი ხოლო მწვრთნელია რონი დაილა კლუბი ასპარეზობს შოტლანდიის პრემიერ ლიგაში სადაც 2013-2014 წლების სეზონში პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა აღსანიშნავია ისიც რომ სელტიკი არის საკმაოდ ტიტულოვანი კლუბი მას 1967 წელს მოპოვებული აქვს უეფას ჩემპიონთა თასი ხოლო ის ასევე იყო 1970 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალისტი.

დინამო ზაგრები – ხორვატიული საფეხბურთო კლუბი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან. კლუბი დაარსდა 1945 წელს ტიტულების რაოდენობით, დამოუკიდებლობის პერიოდიდან ითვლება ხორვატიის საუკეთესო კლუბად. დინამო ზაგრები ასპარეზობს ხორვატიის პირველ ლიგაში სადაც მან 2013-2014 წლების სეზონში 1 ადგილი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დინამო ზაგრების პრეზიდენტია მირკო ბარიშიჩი მწვრთნელია ზორან მამიჩი ხოლო კაპიტანია იოსიპ შიმუნიჩი აღსანიშნავია რომ ეს სამი ადამიანი სამივე ხორვატიელი და ხორვატიის მოქალაქეა. დინამო ზაგრები საკმაოდ ტიტულოვანი და კარგი კლუბია.

ევერტონი – ინგლისური საფეხბურთო კლუბი რომელიც არის ქალაქ ლივერპულიდან. ევერტონი დაარსდა 1878 წელს. ევერტონი ასპარეზობს ინგლისის უმაღლეს პრემიერ ლიგაში სადაც 2014-2015 წლების სეზონში 5 ადგილი დაიკავა რაც საკმაოდ წარმატებული და კარგი მაჩვენებელია. ევერტონის პრეზიდენტია ბილ კენრაიტი მწვრთნელია რობერტო მარტინესი ხოლო კაპიტანია  ფილ ნევილი. ევერტონი საკმაოდ ტიტულოვანი და წარმატებული კლუბია და მას სხვა ტიტულებთან ერთად ასევე მოპოვებული აქვს თასების მფლობელთა თასი 1985 წელს. კლუბისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს მერსისაიდული დერბი თანაქალაქელ ლივერპულთან.

loading...
თეგები
Close
Close