ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

პოპულარული ვიდეოპორტალები

Liveleak – ცხელი ამბების და ვიდეოების პორტალია სადაც შეგიძლიათ იხილოთ პოპულალური ვიდეოები და ასევე ის ვიდეოები რომლებიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ანუ ცხელი ვიდეოები მოვლენების ეპიცენტრიდან. საიტის კატეგორიებია სიახლეები და პოლიტიკა ასევე საზოგადოება და მოვლენების და ცხელი ამბების ეპიცენტრი ამ შემთხვევაში უკრაინა და სირია სადა მიმდინარეობს ომი ამ ქვეყნებიდან შეგიძლიათ იხილოთ საიტზე განთავსებული ვიდეოები და გაიგოთ ამბები ყველაზე ადვილად და სწრაფად. საიტზე ასევე არის ახალი ვიდეოების განყოფილება და ვიდეოარხები ანუ Channels სადაც სხვადასხვა ხალხს აქვს თავისი ვიდეოარხი გახსნილი. საიტზე არის ფორუმი სადაც შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი პასუხები სხვადასხვა თემებზე.

Rutube – ვიდეოპორტალი რომელიც დაარსდა 2006 წელს რუსეთში შესაბამისად იგი რუსულ ენაზე ფუნქციონირებს მაგრამ საიტზე ბევრი საინტერესო ვიდეო დევს სხვადასხვა კატეგორიებიდან ასევე საიტზე შესაძლებელაი ცნობილი რუსული სატელევიზიო გადაცემების და ტელევიზიების პირდაპირ ერთერში ყურება. Rutube-ზე შესაძლებელია ვნახოთ იუმორისტული ვიდეოები და მოვუსმინოთ მუსიკას ასევე ვუყუროთ ფილმებს. საიტზე შესაძლებელია სპორტული ვიდეოების ყურებაც რომელიც ძალიან პოპულალურია და ასევე არის მუდმივად განახლებადი.

Youtube – ამ ვიდეოპორტალს რომელმაც საქვეყნოდ გაითქვა სახელი მე მგონი აღწერა აღარ სჭირდება რადგან მასზე ყველამ იცის და თითქმის ყველა იყენებს რადგან იგი საკმაოდ მოსახერხებელი და დახვეწილია საიტზე არის სპეციალური კატეგორიები რომლებიც მოერგება თქვენს გემოვნებას ასევე Youtube-ზე იტვირთება ცნობილი გადაცემების და ტელეშოუების ვიდეოები როგორც უცხოური ასევე ქართული მოკლედ რომ ვთქვათ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი მოძებნოთ Youtube-ზე რადგან ის ყველაზე რეიტინგული ვიდეოპორტალი და ერთ-ერთი პოპულალური საიტია მსოფლიოში.

Adjaranet – ქართული ვიდეოპორტალი სადაც შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოებს ასევე პირდაპირ ეთერში ადევნოთ თვალყური ტელევიზიას უყუროთ ფილმებს და სერიალებს. საიტზე შესაძლებელია იხილოთ მრავალი უცხოური შოუ და ტელეგადაცემა ასევე ახალი ამბები სხვადასხვა ქართული ინტეტნეტ საიტებიდან. Adjaranet არის X ფაქტორის პარტნიორი ასე რომ შეგიძლიათ ასევე ნახოთ და იხილოთ X ფაქტორის ქართველი კონკურსანტების ვიდეოები. საიტზე არის სპორტის განყოფილება სადაც გადაგიყვანთ Adjarasport-ზე სადაც იდება სპორტული ვიდეოები და სიახლეები ასე რომ ჯამში მშვენიერი ქართული ვიდეოპორტალია.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close