არქივი

ჰარი პოტერი 4 ტომის მიმოხილვა

6486ca6ab73a

ჰარი პოტერი (ინგლ. Harry Potter) ჯ. კ.როულინგის მიერ დაწერილი 7-ნაწილიანი ფანტასტიკური ჟანრის წიგნების სერიაა. იგი ჰარი პოტერის, ახალგაზრდა ჯადოქრის თავგადასავლებს ასახავს და ძირითადად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. წიგნი მთელ მსოფლიოშია ცნობილი და უამრავ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულადაც. დიდი პოპულარობით სარგებლობს წიგნის ეკრანიზაციაც.

ამბავი
11 წლის ჰარი პოტერი უცნაური თვისებების მქონე ბიჭია. ერთ დღეს მასთან მოდის ჰაგრიდი და ეუბნება, რომ იგი ჯადოქარია. ამის შემდეგ ჰარი მიდის საჯადოქრო სკოლა ჰოგვორტსში და იქ ბევრ მეგობარს შეიძენს. წიგნის ყველა ნაწილში ჰარი პოტერი ებრძვის ბოროტ ჯადოქარ ვოლდემორს, რომელიც 10 წლის წინ ჰარი პოტერის მოკვლის მცდელობისას თვითონ დაიღუპა. თუმცა მისი სული ისევ ცოცხალია და სხეულში ჩასახლებას ლამობს.

წიგნები

89704a2df6de
ავტორი ჯოან როულინგი
ილუსტრატორები თომას ტეილორი (ბრიტანეთი)
მერი გრანპრე (აშშ)
ჟანრი ფენტეზი
გამომცემლები Bloomsbury (ინგლისი)
Scholastic (აშშ)
Raincoast (კანადა)
გამოიცა 30 ივნისი 1997 (ბრიტანეთი)
1 სექტემბერი 1998 (აშშ)
ქართული გამოცემა 2002
მთარგმნელი მანანა ანთაძე
ნომერი 1
ქრონოლოგია 31 ოქტომბერი 1981
22 ივნისი 1991 – 5 ივნისი, 1992
გვერდი 223 (ბრიტანეთი)
309 (აშშ)
ISBN 0747532699
შემდეგი ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი

ჩანასახი
1990 წელს წიგნის ავტორი, ჯოან როულინგი, თავის მეგობართან ერთად საცხოვრებლად გადადიოდა მანჩესტერში. მისივე თქმით, ახალი ბინის ერთკვირიანი ძიების შემდეგ იგი ბრუნდებოდა ლონდონში და სწორედ მატარებელში მოიგონა პოტერის ისტორია. იმავე საღამოს ჯოანმა დაიწყო ფილოსოფიური ქვის წერა და, მიუხედავად იმისა, რომ პირველ გვერდებს ჩამოყალიბებული ხასიათი არ ჰქონდა, შემდეგმა მოვლენებმა, კერძოდ კი როულინგის დედის გარდაცვალებამ თავისი გავლენა იქონია ჰარის ბედზეც. 1996 წლისათვის წიგნი დასრულებული იყო და გამოცემული იქნა 1997 წელს.

წინაისტორია
1981 წლის 1 ნოემბერი. პროფესორი ალბუს დამბლდორი და პროფესორი მინერვა მაკგონაგელი ერთმანეთს ხვდებიან ნომერ 4 სახლთან, ლიტლ უინგინგში, სურეის საგრაფოში. ისინი საუბრობენ ჯადოსნურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე. ვოლდემორტი, ყველა დროის ყველაზე ძლიერი და ბოროტი ჯადოქარი, დამარცხებულია. მაგრამ მან ასევე შეიწერა ლილი და ჯეიმს პოტერები. მათი შვილი, ჰარი, გადარჩა, მაგრამ ვოლდემორტისგან სამასხოვროდ შუბლზედარჩა ელვის მსგავსი ნაიარევი. დამბლდორი თვლის, რომ ჰარი უნდა გაიზარდოს ჯადოსნური სამყაროსგან შორს, რადგანაც მას უწერია ბევრი ადამიანის ბედის გადაწყვეტა. დამბლდორის მეგობარი, ჰოგვორტსელი ნახევარგოლიათი ჰაგრიდი მათთან მოიყვანს პოტერების ბავშვს. ჰარი მოხვდება ნათესავებთან – დეიდა პეტუნიასთან და მის ქმართან, ვერნონთან. მათ საკუთარი შვილიც ჰყავთ – განებივრებული დადლი.

დურსლის ოჯახს არ უყვარს მაგია და ყველანაირად უმალავს ჰარის, რომ მას მაგიური შესაძლებლობები გააჩნია. ისინი ცუდად ექცევიან ჰარის, განსაკუთრებით – დადლი, რომელიც სულ დასცინის მას.

11-ე დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ჰარისთან ჩნდებიან ბუები, რომლებსაც მასთან წერილები მოაქვთ. ვერნონი ანადგურებს ყველა წერილს, მაგრამ ისინი კვლავ იყრებიან. საბოლოოდ, ჰარის გადამალავენ პატარა კუნძულზე, მაგრამ ღამით იქ ჩნდება ჰაგრიდი, რომელიც უყვება ჰარის სიმართლეს მის წარმომავლობაზე და იმაზე,რომ მისი მშობლები მოკლა ვოლდემორტმა, რომლისაც დღემდე ყველას ეშინია (მიუხედავად მისი სიკვდილისა).ჰაგრიდს ჰარი თან მიჰყავს ჰოგვორტსის სკოლაში.

ჰაგრიდი და ჰარი მიემართებიან გრინგოტსის ბანკში, სადაც აღებული ამ უკანასკნელის მშობლების მიერ დატოვებული ფულის ნაწილი გამოიყენება სწავლისათვის საჭირო ნივთების შესაძენად. ბანკში ასევე ინახება ფილოსოფიური ქვა. მოგვიანებით მოქმედებაში ჩნდება პირველად დრაკო მალფოი, რომელიც მაგლებთან (არაჯადოქრებთან) უხეშად იქცევა. ჰაგრიდი უხსნის ჰარის, რომ ჰოგვორტსში ჩასვლისას სტუდენტების გადაანაწილებენ ოთხ სხვადასხვა ფაკულტეტზე – გრიფინდორში, რეივენქლოში, ჰაფლეპაფში ან სლიზერინში. ჰაგრიდის თქმით, გრიფინდორი საუკეთესო ფაკულტეტია, სლიზერინი კი – ყველაზე ცუდი.

ჰარი ყიდულობს ჯადოსნურ ჯოხს. ოლივანდერი, მაღაზიის მფლობელი ამჩნევს, რომ ვოლდემორტი და ჰარი ერთმანეთს ჰგვანან – მათ ჯადოსნურ ჯოხებში ერთსა და იმავე ფენიქსის კუდის ბუმბულებია გამოყენებული. ჰარი ბრუნდება დურსლის ოჯახში და სულ მალე მიდის კინგს კროსის სადგურის ბაქანზე (აქ უნდა აღინიშნოს, რომ მას მისტიური ნომერი აქვს – 9 ¾), რომელიც მას ჰოგვორტსში წაიყვანს.

გზად იგი გაიცნობს რონ უიზლისა და მის ოჯახს. რონი დაინტერესებულია მისი ნაიარევით. ასევე მათ შეუერთდება ჰერმიონ გრეინჯერი, გოგონა მაგლების ოჯახიდან. მატარებელში მყოფი დრაკო მალფოი დასცინის მაგლებს და საქმე თითქმის ჩხუბამდე მიდის. მაგრამ რონის ვირთხა კბენს მალფოის მეგობარს და იგი გადაიფიქრებს ამ ჩხუბში ჩართვას. ამ დროიდან დრაკო ჰარის, რონისა და ჰერმიონის მტერი ხდება.

ჰოგვორტსი
ჰოგვორტსში მისულებს სხვადასხვა ფაკულტეტზე გადაანაწილებს გამანაწილებელი ქუდი. რონი, ჰარი და ჰერმიონი, სხვა ბავშვებთან ერთად ხვდებიან გრიფინდორში, ხოლო დანარჩენი ბავშვები – ჰაფლეპაფში, სლიზერინში და რეივენქლოში.

ერთ-ერთი პირველი ლექცია, რომელზეც ბავშვები ხვდებიან, არის პროფესორ სევერუს სნეიპისა. ამ ლექციიდან მოყოლებული სნეიპს ჰარისთან ცუდი დამოკიდებულება აქვს და გამუდმებით აკლებს ქულებს, რაც გრიფინდორის საერთო ქულებზეც აისახება – ეს კი, ჯამში გრიფინდორს ცუდ სახეს უქმნის.

ამასობაში ცნობილი ხდება, რომ უცნობმა პირმა გრინგოტსის ბანკიდან მოიპარა რაღაც ნივთი. ჰარის მოგვიანებით უჩნდება ეჭვი, რომ ეს არის ფილოსოფიური ქვაა.

მალფოი ამასობაში ყველანაირად ცდილობს ჰარის ნერვებზე ითამაშოს. ერთხელ ღამით იგი მას დუელს დაუნიშნავს, მაგრამ თავად არ მოდის. ფილჩისგან, სკოლის დარაჯისგან დერეფნებში დამალვის დროს ბავშვები მოხვდებიან აკრძალულ საიდუმლო ოთახში, რომელშიც სამთავიან გიგანტურ ძაღლ ფლაფის სძინავს. ძაღლი აშკარად რაღაცაზე ზის და დარაჯობს.

ჰელოუინის დღესასწაულის დროს ჰოგვორტსში იპარება ტროლი. იგი შედის ტუალეტში, სადაც ჰერმიონია, მაგრამ რონი და ჰარი გადაარჩენენ ჰერმიონს და ტროლს ნოკაუტში აგდებენ. პროფესორი მაკგონაგელი განრისხებულია, მაგრამ ბიჭების სიმამაცის გამო გრიფინდორს ქულებს უმატებს.

ეჭვი
ქუიდიჩის პირველი მატჩის დროს ჰარის მფრინავი ცოცხი უცნაურად იქცევა. ჰერმიონი დარწმუნებულია, რომ ამაში ხელი ურევია სევერუს სნეიპს, რომელიც იქვე, მატჩზე იმყოფება. ჰერმიონი ჩუმად მიდის სნეიპთან და ცეცხლს უკიდებს მას. თამაში მოგებულია გრიფინდორის სასარგებლოდ.

შობაზე ჰარი უცნობისგან მიიღებს მამამისის ნაქონ უჩინმაჩინის მოსასხამს და აღმოაჩენს სილივრუს სარკეს, რომელშიც თავის მშობლებს დაინახავს. ამავე პერიოდში იგი დაინტერესდება ნიკოლას ფლამელის პიროვნებით, რომელიც ცნობილია, როგორც ფილოსოფიური ქვის შექმნელი.

ჰარი დაინახავს, თუ როგორც ესაუბრება სნეიპი პროფესორ ქუირელს (ბნელი ძალებისგან დაცვის მასწავლებელს) ფლაფისათვის თავის არიდებაზე, რაც მას დააფიქრებს და დაარწმუნებს, რომ სნეიპს სურს ფლაფის ქვეშ დამალული ფილოსოფიური ქვის მოპარვა, რათა გადასცეს იგი ვოლდემორტს.

რონი, ჰარი და ჰერმიონი აღმოაჩენენ, რომ ჰაგრიდი მალავს დრაკონის კვერცხს. გამოჩეკილი დრაკონი, ნორბერტი, მალე იზრდება და მისი დამალვა ხდება შეუძლებელი. ჰარის და ჰერმიონს იგი მიჰყავთ სკოლაში და ღამით აგზავნიან სხვა დრაკონებთან. მაგრამ, რადგანაც ღამის საათებში სკოლის დერეფნებში სიარული აკრძალულია, ბავშვებს სასჯელის სახით დაევალებათ ჰაგრიდთან ერთად ტყეში ყოფნა. ამ ღამით ჰარი დაინახავს მარტორქა ცხენს, რომელიც დაჭრილია, ხოლო მის სისხლს სვამს უცნობი ფიგურა. კენტავრებისგან იგი შეიტყობს, რომ ეს ვოლდემორტია.

ფილოსოფიური ქვის ძიებაში
ჰაგრიდი უხსნის ბავშვებს, როგორ ჩაუარონ ფლაფის და ისინი მიდიან დამბლდორთან, რათა თავად აუხსნან, რაც იციან. მაგრამ დამბლდორი მოხსნილია თავისი თანამდებობიდან. ბავშვები ცდილობენ ქვის გადარჩენას. ფილოსოფიური ქვის საცავში ჰარი აღმოაჩენს ქუირელს და არა სნეიპს. ქუირელი აიძულებს ჰარის, ჩაიხედოს სილივრუს სარკეში, რათა მან უთხრას, სად დევს ქვა. მაგრამ ქვა ჰარის ჯიბეში თავად ჩაუვარდება. ქუირელის კეფაზე ჩნდება ვოლდემორის სახე. იგი ცდილობს ჰარიზე იერიშის მიტანას, მაგრამ უცებ როდესაც ქუირელი ჰარის ეხებამ გასაოცარი რამ ხდება – ყველას და გასაკვირად ქვირელის გაუსაძლისი ტკივილი ეუფლება, მაგრამ ჰარისაც არ აქვს უკეთესად საქმე – რადგან ნაიარევი გაუსაძლისად სტკივა და ბოლო წამს, როდესაც ჰარი გონებას კარგავს, დამბლდორი მასთან მირბის და ჰარის იხსნის.

დასასრული
დამბლდორი უხსნის ჰარის, რომ დედამისი დაიღუპა შვილის დაცვის დროს. მისი სიყვარულის გამო ჰარი დაცულია ვოლდემორტის მომაკვდინებელი ძალისგან. ასევე ცნობილი ხდება, რომ ფილოსოფიური ქვა განადგურებული იქნა, რათა ვოლდემორტს იგი მომავალში არ აღმოეჩინა. ჰარის სურს მეტის ცოდნა, განსაკუთრებით, თუ რატომ სურდა ვოლდემორტს მისი მოკვლა. მაგრამ დამბლდორი ჰპირდება ამის შესახებ საუბარს მხოლოდ იმ დროისათვის, როდესაც ჰარი გაიზრდება.

სასწავლო წლის ბოლოს ჰარის გმირად აღიარებენ, დამბლდორი კი უმატებს ქულებს ჰარის, რონს, ჰერმიონსა და ნევილს. შესაბამისად, გრიფინდორი დამსახურებულად მიიღებს ჰოგვორტსის თასს, რაც სლიზერინის ექვსწლიან გამარჯვებებს ბოლოს მოუღებს.

წარმატება და გავლენა
გამოცემიდან ხუთი თვის შემდეგ წიგნმა მიიღო პირველი პრიზი, ”ნესტლეს” დაწესებული. შემდგომ, თებერვალში მან მიიღო ბრიტანული წიგნების პრემია, წლის საბავშვო წიგნის კატეგორიაში და მოგვიანებით, საბავშვო წიგნის დამოუკიდებელი პრემია.

წიგნის წარმატება დღემზე გრძელდება. გავლენა ბოლო წლების კულტურაზე აშკარაა. აღსანიშნავია, რომ ისეთი წიგნებით, როგორიც არის ”ჰარი პოტერი” და ”ბეჭდების მბრძანებელი” და მათი ეკრანიზაციებით დაინტერესებამ რეჟისორებს უბიძგა ფენტეზის ჟანრის სხვა წიგნების ეკრანიზაციისკენ.

წიგნი მეორე:საიდუმლო ოთახი
cc15d580f9cd
ავტორი ჯოან როულინგი
ილუსტრატორები კლიფ რაიტი (ბრიტანეთი)
მერი გრანპრე (აშშ)
ჟანრი ფენტეზი
გამომცემლები Bloomsbury (ინგლისი)
Scholastic (აშშ)
Raincoast (კანადა)
გამოიცა 2 ივლისი, 1998 (ბრიტანეთი)
2 ივნისი, 1999 (აშშ)
ქართული გამოცემა 2004
მთარგმნელი დავით გაბუნია
ნომერი 2
ქრონოლოგია 13 ივნისი 1943
31 ივლისი 1992 – 29 მაისი, 1993
გვერდი 251 (ბრიტანეთი)
341 (აშშ)
ISBN 0747538492
წინა ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
შემდეგი ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე

ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი (ინგლ. Harry Potter and the Chamber of Secrets) — არის მეორე წიგნი ჰარი პოტერის რომანების სერიაში, რომლის ავტორიც არის ჯოან როულინგი.

ამ წიგნში ჰარი კვლავ ებრძვის ბოროტ ძალებს. ამჯერად მისი მტერი იმდენად ძლიერია, რომ გამარჯვების იმედი თითქმის არ არის. ჰოგვორტსის სკოლაში საშინელი ამბები ხდება – ვიღაც ან რაღაც თავს ესხმის სკოლის მოსწავლეებს. არის ეჭვი, რომ ეს არის იდუმალი ურჩხული, რომელიც იმალება საიდუმლო ოთახში. ჰარი და მისი მეგობრები ამოხსნიან ამ გამოცანას და ჰარი პირისპირ ხვდება ვოლდემორტს.

მეორე რომანის მოქმედება იწყება ჰარის 12-ე დაბადების დღეს, 1992 წლის 31 ივლისს. რაც ზაფხული დაიწყო, ჰარის რონისგან თუ ჰერმიონისგან არც ერთი წერილი არ მიუღია. არც დაბადების დღეს ულოცავს ვინმე, რასაც დადლი დასცინის. ძია ვერნონს არც კი ახსოვს ეს დღე. იგი მოსთხოვს ჰარის, იჯდეს თავის ოთახში და არსად გავიდეს, რადგან მას უნდა ეწვიოს რამდენიმე ბიზნეს-პარტნიორი, რომლებთანაც ვერნონმა მნიშვნელოვანი კონტრაქტი უნდა დადოს.

მაგრამ უეცრად ჩნდება ელფი დობი, რომელიც ჰარის ჰოგვორტსში საშიშროების შესახებ აფრთხილებს. ის ცდილობს, გადააფიქრებინოს ბიჭუნას ჰოგვორტსში დაბრუნება და, რა მიიღებს უარს, ვერნონს მთელ შეხვედრას ჩაუშლის, სტუმრებზე ტორტის ჩამოგდებით. ჰარი დასჯილია და ჩაკეტილია საკუჭნაოში. სამი დღის შემდეგ მას მამის კუთვნილი მფრინავი ფორდით აკითხავენ ფრედი, ჯორჯი და რონ უიზლები. ჰარი გადარჩენილია და მათ სახლში მიემგზავრება. გზად ისინი მოუთხრობენ, რომ დობი ალბათ მალფოების ელფია, რომლებმაც აიძულეს ის, მისულიყო ჰარისთან და მოეტყუებინა. დრაკო მალფოის მამა, ლუციუსი, ოდესღაც ვოლდემორის დამხმარე იყო, მაგრამ ბნელი მაგის დამარცხების შემდეგ ირწმუნებოდა, რომ მის ბოროტ ქმედებებთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

არდადეგების დარჩენილ დღეებს ჰარი ატარებს უიზლების ოჯახთან, რომელიც მას ეპყრობა, როგორც საკუთარ შვილს. რონის მამა, არტურ უიზლი ჰარის მეგობარი ხდება. იგი მაგლების (არაჯადოქრების წარმომადგენლების) გამოგონებებით ინტერესდება. აღმოჩნდება, რომ ჰოგვორტსში ამ წელს სწავლას იწყებს უიზლების უმცროსი და, ჯინი, რომელიც ჰარის ყოველ დანახვაზე შეცბუნებულია.

ჰარი და უიზლების ოჯახი მფრინავი საფანტის დახმარებით მიემგზავრებიან მრუდე ქუშაზე. მაგრამ ბუხარში ქუშის სახელწოდების არასწორად წარმოთქმის გამო, ჰარი მრუმე ქუჩაზე ამოჰყოფს თავს, ამაზრზენ მაღაზიაში გორბინი და ბერკესი. იქ ჰარი კარადიდან უთვალთვალებს მაღაზიაში შემოსულ დრაკოსა და მის მამას. ლუციუსი ქაღალდის უცნაურ ნაგლეჯს ყიდულობს. მაღაზიიდან გამოსულ ჰარის გადაარჩენს ჰაგრიდი. მისი დახმარებით ჰარი კვლავ პოულობს უიზლებს, ასევე ჰერმიონსა და მის მშობლებს. უიზლი დიდი ინტერესით ესაუბრება ჰერმიონის დედას და მამას, რომლებიც ნამდვილი მაგლები არიან.

ერთი საათის შემდეგ წიგნის მაღაზიაში მისული ჰარი და მისი მეგობრები აღმოაჩენენ ლუციუსსა და დრაკოს. აღმოჩნდება, რომ ლუციუსს ეზიზღება არტური სიღარიბისა და მაგლებთან მეგობრობის გამო. თავდაპირველად იწყება ჩხუბი ჰარისა და დრაკოს, შემდეგ კი – არტურსა და ლუციუსს შორის. ლუციუსი ამ ჩხუბის დროს დასცინის ჰერმიონის მშობლებს, რომლებსაც, მისი თქმით, არ შეუძლიათ კარგი სახელმძღვანელოს ყიდვა, დაფლეთილის მაგივრად.

კინგს კროსის სადგურზე მისული ყველა მგზავრი ადვილად შეაღწევს ნაცნობ პლატფორმაზე 9¾, გარდა ჰარის და რონისა. ისინი იძულებულები არიან, მოიპარონ რონის მამის მანქანა. ჰოგვორტსთან დაშვებისას მოხდება ავარია და მანქანას იჭერს მტარვალი ტირიფი. ამასთან, ტყდება რონის ჯადოსნური ჯოხი, ხოლო ნახევრადდამტვრეული მანქანა გარბის ტყეში. ჰარი და რონი სასტიკ საყვედურს მიიღებენ პროფესორების სნეიპისა და მაკგონაგელის მხრიდან, იმის გამო, რომ მათი მანქანა შეამჩნიეს მაგლებმა. სნეიპი მოითხოვს ჰარის სკოლიდან გარიცხვას, მაგრამ მაკგონაგელი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება.

ბნელი ძალებისგან დაცვის ახალი მასწავლებელი, პროფესორი გილდეროი ლოკჰარტი არის სიმპატიური მამაკაცი ოქროს კულულებით, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იმარჯვებს ყველაზე ლამაზი ღიმილის კონკურსში, მაგრამ იგი ძალიან პატივმოყვარე და თავისი საგნის არამცოდნე პიროვნებაა. იგი არა ერთი წიგნის ავტორია, სადაც დეტალებში აღწერს თავის ე.წ. ‘გმირობებს’. გაკვეთილებზე ლოკჰარტი უკითხავს სტუდენტებს საკუთარი წიგნების ნაწყვეტებს ან მათში აღწერილ სცენებს დგამს. თავის თავს თავად განასახიერებს, ხოლო სხვა როლებზე ჰარის ირჩევს. ჰარისა და რონს არ მოსწონთ გილდეროი, მაგრამ ჰერმიონი მისდამი სიმპათიით არის განწყობილი.

ჰარის პიროვნებით კიდევ ერთი ადამიანი, პირველკურსელი კოლინ კრივი არის დაინტერესებული. იგი ყველგან ფოტოაპარატით დადის და ჰარის ფოტოსურათებს უღებს. მაგრამ, გარდა ამისა, ჰარიზე შეყვარებულია ჯინი უიზლი.

დროთა განმავლობაში ჰარის ესმის ხმა, რომელიც მკვლელობაზე ესაუბრება. არავის, მის გარდა ეს ხმა არ ესმის. ჰერმიონი თვლის, რომ უმჯობესია ამაზე არავინ იცოდეს, რადგან მაგიურ სამყაროში იმის მოსმენა, რაც სხვებს არ ესმის ცუდი ნიშანია.

ხმა ჰარისა და ჰერმიონს მიიყვანს ადგილზე, რომელიც სავსეა წყლით. იქ ბავშვები აღმოაჩენენ ფილჩის კატა მისის ნორისს, რომელიც თითქოს მკვდარია. ხოლო კედელზე სისხლიანი წარწერაა საიდუმლო ოთახი ღიაა! გეშინოდეთ, მემკვიდრის მტრებო!. აღმოჩნდება, რომ კატა არ არის მოკლული, იგი მხოლოდ გაშეშებულია. მისი გამოცოცხლებისათვის საჭიროა მანდრაგორის გაზრდა და სპეციალური სასმელის დამზადება.

გაკვეთილზე ჰერმიონი პროფესორ ბინსს ეკითხება, თუ რა არის საიდუმლო ოთახი. მცირე ყოყმანის შემდეგ პროფესორი მოუთხრობს, რომ სალაზარ სლიზერინი, სლიზერინის ფაკულტეტის დამაარსებელი, ყოველთვის თვლიდა, რომ სკოლაში მხოლოდ სუფთა სისხლის მაგებმა უნდა ისწავლონ, მაგრამ სხვა მაგებმა მას არ დაუჭირეს მხარი. საბოლოოდ, სალაზარი წავიდა, მაგრამ, ლეგენდის თანახმად, დატოვა ჰოგვორტსში ოთახი, რომელიც ერთ დღეს უნდა გახსნილიყო და ნახევარსისხლიანები/მაგლებად დაბადებულები უნდა გაენადგურებინათ. ლეგენდის თანახმად ასევე ცნობილია, რომ ამ ოთახში ზის ურჩხული, რომელსაც მხოლოდ სლიზერინის მემკვიდრე თუ დაიმორჩილებს. პროფესორის თქმით, ეს ოთახი უკვე იყო გახსნილი, 50 წლის წინათ და მაშინ მოკლული იქნა ჰოგვორტსის მოსწავლე გოგონა.

ჰარი, რონი და ჰერმიონი ეჭვობენ, რომ ოთახი მალფოებმა გააღეს. ამის დასადგენად მათ უნდა დაამზადონ იერის შესაცვლელი წამალი, რომელმაც ისინი მალფოის მეგობრებად, კრებად და გოილად უნდა გადააქციოს. ჰერმიონი, ლოკჰარტის ნებართვით იღებს ბიბლიოთეკაში წიგნს, სადაც საუბარია მძლავრ წამლებზე. შემდგომში სპეციალური ინგრედიენტების მოსაპოვებლად ბავშვები შეიპარებიან სნეიპის კაბინეტში.

გრიფინდორისა და სლიზერინის თამაშის დროს ბლაჯერი მხოლოდ ჰარის ურტყამს. ჰარი ეცემა და მოიტეხავს ხელს, მაგრამ სნიჩს მეორე ხელით იჭერს. ღამეს იგი ჰოგვორტსის საავადმყოფო განყოფილებაში გაატარებს. მაშინ მას კიდევ ერთხელ აკითხავს დობი და სთხოვს, დატოვოს ჰოგვორტსი, რადგან აქ საშიშია. დობი აღიარებს, რომ სწორედ მან ჩამოაგდო ჰარი ცოცხიდან, იმ იმედით, რომ ტრავმის გამო ჰარის გაუშვებენ სკოლიდან. იგი ასევე აღიარებს, რომ თავად დაბლოკა 9¾ პლატფორმის შესასვლელი, რათა ჰარი არ მოხვედრილიყო ჰოგვორტში. დობიმ იცის, ვინ გააღო საიდუმლო ოთახი, მაგრამ ამას ჰარის ვერ ეუბნება. ჰარი გაბრაზებულია და აინტერესებს, რატომ ცდილობდა დობი მის მოკვლას, მაგრამ დობი წუწუნებს და უთოთი დამწვარ ხელებს უჩვენებს. დობი გარბის, პალატაში კი ფოტოაპარატიანი კოლინ კრივი მოჰყავთ, რომელიც გაშეშებულია.

ლოკჰარტი გადაწყვეტს, შექმნას დუელების კლუბი. სნეიპი მას დახმარებას აღუთქვამს. კლუბის გახსნა იწყება ლოკჰარტისა და სნეიპის საჩვენებელი დუელით. სიგნალზე სნეიპი ლოკჰარტს ეკსპელიარმუსის შელოცვით განაიარაღებს, რაზეც დუელი მთავრდება. ლოკჰარტი აცხადებს, რომ სპეციალურად არ უწევდა წინააღმდეგობას თავის მეტოქეს. ამის შემდეგ იწყება მოსწავლეთა დუელები და ჰარის უპირისპირებენ დრაკო მალფოის, ხოლო ჰერმიონს – სლიზერინელ მილისენტა ბალსტროუდს. დუელები დასასრულს უახლობდება, მაგრამ სნეიპი გადაწყვეტს, ჰარისა და დრაკოს შორის კიდევ ერთი დუელი გამართოს და, სანამ ის იწყება, დრაკოს რაღაც შელოცვას ჩასჩურჩულებს. დრაკო, ჯადოსნური ჯოხის დახმარებით აჩენს გველს. იგი ცდილობს, დაესხას შეშინებულ ჰაფელპაფელ ჯასტინ ფინჩ-ფლეტიჩს, მაგრამ ჰარი უბრძანებს, მოსცილდეს. გველი ნებდება და ყველა ხვდება, რომ ჰარის შეუძლია გველების ენაზე საუბარი – ეს კი მეტად იშვიათი მოვლენაა. ასეთი შესაძლებლობები მხოლოდ სალაზარ სლიზერინსა და ვოლდემორტს თუ ჰქონდათ. ითვლება, რომ ეს შავი მაგის ნიშანია, ხოლო კეთილი ჯადოქრები არასოდეს ფლობდნენ გველის ენას.

სკოლის მოსწავლეები, მათ შორის, თავად გრიფინდორელებიც უკვე ფიქრობენ, რომ ჰარი სლიზერინის მემკვიდრეა. მისი ეშინიათ და ზიზღით უყურებენ. მრავალი სტუდენტი დარწმუნებულია, რომ ჰარიმ არ გადაარჩინა ჯასტინი (ამას თავად ჯასტინიც ფიქრობს). შესაძლებელია, ჰარიმ სპეციალურად მიუშვა მასზე გველი, ჯასტინის მშობლები ხომ მაგლები არიან. სხვა სტუდენტები ფიქრობენ, რომ ჰარის დურსლებიც მხოლოდ იმიტომ ეზიზღება, რომ ისინი მაგლები არიან. კოლინ კრივი გაშეშდა მხოლოდ იმიტომ, რომ გადაიღო ჰარი ტალახში, კვიდიჩის სტადიონზე, კატა კი – რადგან ჰარის არ უყვარს ფილჩი. ბნელი მბრძანებელი თითქოს ცდილობს ჰარის განადგურებას, მაგრამ ვერ ამარცხებს, მას, რადგან ჰარი – უმძლავრესი შავი მაგია.

ამასობაში ჰაგრიდი ჩივის, რომ ვიღაც კლავს მის მამლებს.

პალატაში ასევე მოჰყავთ გაშეშებული ჯასტინი და თითქმის უთავო ნიკი. დამბლდორი ეუბნება ჰარის, რომ სწამს მისი უდანაშაულობის. იგი ეკითხება, სურს თუ არა რამის მოყოლა, მაგრამ ჰარი არ ბედავს. იგი ხედავს ალბუს დამბლდორის ფენიქსს სახელად ფოუქსი, რომელიც იწვის, შემდეგ კი ფერფლიდან ცოცხლდება. დამბლდორი მოუთხრობს, რომ ფენიქსებს შეუძლია დიდი ტვირთის ზიდვა, მათი ცრემლები სასწაულმოქმედია და საერთოდ, ისინი ადამიანის ყველაზე კარგი მეგობრები არიან.

საშობაო არდადეგების დაწყებისთანავე წამალი მზად არის. კრებისა და გოილის დაძინების შემდეგ, ჰარი და რონი, წამალში შერეული მათი თმების დახმარებით მალფოის მეგობრებად იქცევიან. ჰერმიონასაც სურს გადაქცევა და აპირებს სლიზერინელი მილისენტას თმას გამოყენებას, მაგრამ შემთხვევით გამოიყენებს საკუთარი კატის ბეწვს და ადამიან-კატად იქცევა. ამის შემდეგ იგი დიდ ხანს მკურნალობს. ჰარი და რონი ესტუმრებიან დრაკოს და ცდილობენ, დაადგინონ, ვინ გააღო საიდუმლო ოთახის კარი, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მალფოიმ არაფერი იცის.

მირტლის ტუალეტში ჰარი პოულობს უცნაურ წიგნს ცარიელი ფურცლებით, რომელიც ვინმე ტომ რედლს ეკუთვნის. აღმოჩნდება, რომ ფურცლებზე კითხვის წერისას იწერება პასუხი. ჰარი გაარკვევს, რომ მას ვინმე ტომ მარვოლო რედლი ესაუბრება, რომელიც ჰოგვორტსში 50 წლის წინ სწავლობდა. ტომი სთავაზობს, თავად იხილოს ყველაფერი და ჰარი გადაინაცვლებს 50 წლით უკან. ის ხედავს გოგონას გვამს, რომელსაც საიდუმლო ოთახის ურჩხული კლავს. ჰარი ხედავს რედლს, სლიზერინის მამასახლისს და სკოლის მაშინდელ დირექტორს, არმან დიპეტ და პროფესორ დამბლდორსაც, რომელიც იმ დროს ტრანსფიგურაციის მასწავლებელი იყო. რედლი ესაუბრება რუბეუს ჰაგრიდს და ჰარი ხვდება, რომ უკანასკნელად ოთახის კარი ჰაგრიდმა გააღო, ხოლო ურჩხული დიდი ობობაა. მაგრამ ჰარის არ სჯერავს ამის. რამდენიმე დღის შემდეგ ტომის დღიური მისი ოთახიდან ქრება. მოგვიანებით ნაპოვნია გაშეშებული ჰერმიონი.

დამბლდორი მოხსნილია ჰოგვორტსის დირექტორის თანამდებობიდან, ხოლო ჰაგრიდს აზკაბანში სვამენ. მისი მითითებით, ჰარი და რონი დაეძებენ ობობებს. საიდუმლო ტყეში შესულები ისინი აღმოაჩენენ არაგოგს, გიგანტურ ობობას, რომელსაც თავის დროზე ჰაგრიდი ზრდიდა, მაგრამ ის უხსნის ბიჭებს, რომ სლიზერინის ურჩხული არ არის და ჰაგრიდს ოთახის კარი არასოდეს გაუღია და ნამდვილი ურჩხული სკოლაში იმალება. მისი მეგობარი ობობები აშინებენ რონსა და ჰარის, რომლებსაც რონის მამის ‘ფორდი’ იხსნის. ჰარი და რონი შეიტყობენ, რომ 50 წლის წინ მოკლული იქნა მტირალა მირტლი, ჰოგვორტსის მოჩვენება.

ჰერმიონის ხელში ბიჭები აღმოაჩენენ ჩანაწერს, რომელშიც აღწერილია გიგანტური გველი-ბასილისკო. მას ერთი შეხედვით შეუძლია ადამიანის მოკვლა და მეგობრები ხვდებიან, რომ სწორედ ბასილისკომ გააშეშა ჰოგვორტსელები. ისინი არ მოკვდნენ, რადგან არ უყურებდნენ მას თვალებში. ჰერმიონის მინიშნებით, საჭიროა ამ მტრის მილებში ძიება.

გოგონების ტუალეტის გვერდით ჩნდება წარწერა, რომ საიდუმლო ოთახში სკოლის მოსწავლეა, რომელიც იქ სამუდამოდ დარჩება. სკოლა დახურვის პირას არის. ჰარი და რონი ლოკჰარტს სთხოვენ დახმარებას. იგი აღიარებს, რომ გაქცევა სურს და რომ საკუთარ წიგნებში მხოლოდ სხვა ადამიანების გმირობებს ისაკუთრებდა. იგი ცდილობს, წაუშალოს რონსა და ჰარის მეხსიერებიდან ის ინფორმაცია, რომელიც იმ წამს მიაწოდა, მაგრამ ჰარი მას ექსპელიარმუსის შელოცვით განაიარაღებს.

ჰარი და რონი მიდიან მირტლთან, რომელიც იხსენებს, რომ სიკვდილის წინ ესმოდა საუბარი უცნაურ ენაზე და ხედავდა ორ ყვითელ თვალს. იგი ბიჭებს უთითებს იმ ადგილზე, საიდანაც თვალები ჩანდა და ჰარი აღმოაჩენს დახატულ გველს. მოულოდნელად ჰარი გველების ენაზე წარმოთქვამს გაიღე და იხსნება ქვევით მიმავალი გვირაბი.

ლოკჰარტი, რომელიც მიჰყვება ბიჭებს, უეცრად რონს ართმევს მის ჯადოსნურ ჯოხს, მაგრამ შელოცვას სხვა შედეგი მოაქვს (რადგან რონის ჯოხი გადატყდა წლის დასაწყისში) – იგი ფეთქდება. აფეთქების შედეგად ცვივა ქვები და ჰარი რონისგან გაყოფილია. ჰარი განაგრობს გზას და ხვდება რედლს და უგონოდ მყოფ ჯინი უიზლის. ტომი იღებს ჰარის ჯოხს და უხსნის ჰარის, რომ თავად არის სლიზერინის მემკვიდრე, რომელმაც ასევე მოკლა მირტლი და ყველა მოატყუა ჰაგრიდის თაობაზე. აღმოჩნდება, რომ ჯინიმ მოიპარა მისი დღიური ჰარისგან და შეტყუებული იქნა ოთახში. რაც მთავარია – სწორედ ტომ რედლი ვოლდემორი, სასტიკი ჯადოქარი.

მაგრამ უეცრად ჩნდება ფენიქსი, რომელსაც მოაქვს გამანაწილებელი ქუდი. რედლი იძახებს ბასილისკოს. ფენიქსი ებრძვის მას და ორივე თვალს ამოთხრის. ქუდში კი ხმალია დამალული, რომლითაც ჰარი გველს კლავს. ბასილისკო მის კბენას ასწრებს და ჭრილობა სასიკვდილოა. მაგრამ ფენიქსის ცრემლებით ჭრილობა ხორცდება. ბასილისკოს ეშვით ჰარი განგმირავს დღიურს, შეშინებული რედლი კი ქრება.

მას შემდეგ რაც ყველა უკან ბრუნდება, დამბლდორი უხსნის ჰარის, რომ ის გველის ენას ფლობს, რადგან მას ვოლდემორი ფლობდა. ასევე საოცარია, რომ ჰარიმ ამოიღო ხმალი – ეს გოდრიკ გრიფინდორის, გრიფინდორის დამაარსებლის ხმალია, რომლის ქუდიდან ამოღება მხოლოდ ნამდვილ გრიფინდორელს შეეძლო.

ჰაგრიდი ბრუნდება აზკაბანიდან. ჰარი და დამბლდორი თვლიან, რომ ჯინის ლუციუს მალფოიმ გადასცა ტომის დღიური, რაც კეთდებოდა მისი მამის, არტურ უიზლის რეპუტაციის შესალახად.

ლუციუსი არ უარყოფს ამას, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამას ვერავინ დაამტკიცებს. ჰარი მას გადასცემს ტომის დღიურს, რომელიც გახვეულია წინდაში. ლუციუსი იღებს დღიურს და აგდებს წინდას, რომელსაც იღებს მისი მსახური, ელფი დობი. კანონით, თუ პატრონი ელფს უგდებს ადამიანის ჩაცმულობის რომელიმე ნაწილს, ელფი თავისუფლდება მისი ბატონობისგან. ლუციუსი ხვდება, რომ ჰარიმ მოატყუა, მაგრამ დობი მას კიბიდან აგდებს და წასვლას უბრძანებს.

ბასილისკოსგან დაზარალებულებს განკურნავენ მანდრაგორის ფესვისგან დამზადებული წამლებით. სპეციალურად მომხდარი მოვლენების გამო გამოცდები გაუქმებულია. ჰარი და რონი გრიფინდორს 400 ქულას მოუტანენ. ლუციუს მალფოი გარიცხულია სამეთვალყურეო საბჭოდან, ხოლო გილდეროი ლოკჰარტი გადაგზავნილია წმინდა მუნგოს სახელობის მაგიური დაავადებების ჰოსპიტალში.

6362ce6ed5b3
წიგნი მესამე:აზკაბანის ტყვე
ავტორი ჯოან როულინგი
ილუსტრატორები კლიფ რაიტი (ბრიტანეთი)
მერი გრანპრე (აშშ)
ჟანრი ფენტეზი
გამომცემლები Bloomsbury (ინგლისი)
Scholastic (აშშ)
Raincoast (კანადა)
გამოიცა 8 ივლისი 1999 (ბრიტანეთი)
8 სექტემბერი 1999 (აშშ)
ქართული გამოცემა 2004
მთარგმნელი დავით გაბუნია
ნომერი 3
ქრონოლოგია 31 ივლისი 1993- 12 ივნისი 1994
გვერდი 317 (ბრიტანეთი)
435 (აშშ)
ISBN 0747542155
წინა ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
შემდეგი ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი

მესამე წიგნის მოქმედება იწყება 1993 წელს, ჰოგვორტსის დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ. დაბადების დღეზე ჰარის საჩუქრად უგზავნიან ბევრ საინტერესო სიურპრიზს, მათ შორის, მონსტრების წიგნს, რომელიც ცოცხალია და იკბინება.

დურსლებთან სტუმრობს დეიდა მარჯი, ძია ვერნონის და. ვერნონი ჰპირდება ჰარის რომ თუ ის არ მოიქცევა წესიერად, გაგზავნილი იქნება წმინდა ბრუტუსის სახელობის სკოლაში. მაგრამ ბრენდის დალევის შემდეგ დამთვრალი მარჯი ძალიან აბრაზებს ჰარის თავისი გამონათქვამებით მის მშობლებზე და ჰარი, ძალაუნებურად, წინააღმდეგობის გაწევის დროს შეულოცავს. სასწაულებრივი შელოცვისგან მარჯი იბერება ისე, რომ აფრინდება ჭერამდე. განაწყენებული ჰარი იღებს თავის ნივთებს და მიდის სახლიდან.

სიბნელეში ის დიდ შავ ძაღლს ხედავს და შემთხვევით იძახებს ჯადოსნურ ავტობუსს სახელწოდებით ‘ღამის რაინდი’. მისი კონდუქტორია სტენ შანპაიკი. იგი უხსნის ჰარის, რომ ავტობუსს ჯადოქრების მიყვანა შეუძლია ყველგან, სადაც მათ ეს დასჭირდებათ. ჰარი გადაწყვიტავს მრუდე ქუჩაზე წავიდეს. გზად იგი შეიტყობს, რომ აზკაბანის ციხიდან გაქცეული სირიუს ბლექი არის საშიში ბნელი მაგი, რომელიც ვოლდემორის მიმდევარია და პატიმრობა მისჯილი ჰქონდა 13 ადამიანის მოკვლის გამო.

‘გახვრეტილ კარდალაში’ ჰარი ხვდება კორნელიუს ფაჯს, მაგიის მინისტრს. ფაჯი უკვე ელოდება მას და ჰარის ეშინია, რომ მაგლების თანდასწრებით მაგიის გამოყენებისათვის იგი დასჯილი იქნება, მაგრამ გაკვირვებულია, როდესაც ფაჯი უპასუხებს ‘დეიდების გაბერვის გამო აზკაბანში ხალხს არ ვსვავთ’. სკოლის დაწყებამდე ჰარი რჩება ‘კარდალაში’ და ქირაობს ოთახს, პარალელურად კი სკოლისათვის ემზადება და სხვადასხვა საჭირო ნივთს ყიდულობს.

ჰარის ხვდებიან ჰერმიონა და რონი. ჰერმიონის კატა კნიზლი პირველივე წამებიდან უარყოფითად განეწყო რონის ვირთხის, სკებერსის მიმართ.

ჰოგვორტსში დაბრუნების გზად, მატარებლის ‘ჰოგვორტს ექსპრესი’ კუპეში, სადაც ბავშვების გარდა უცნობი მამაკაცი ზის, ჩნდება დემენტორი. გონს მოსული ჰარი მგზავრისგან, რომელიც აღმოჩნდება პროფესორი ლუპინი, შეიტყობს, რომ დემენტორები არიან აზკაბანის მცველები.

სასწავლო წლის დაწყებისას ცნობილი ხდება, რომ ლუპინი ამ წელს იქნება ბნელი ძალებისგან დაცვის ლექტორი, ხოლო დემენტორები დაიცავენ ჰოგვორტსს, რადგან არის სირიუს ბლეკის გამოჩენის საშიშროება.

ჰაგრიდის პირველი გაკვეთილი ჩაშლილია – იგი უხსნის ბავშვებს, როგორ უნდა მოიქცნენ ჰიპოგრიფთან, მაგრამ დრაკო მალფოი არსებას უხეშად მიმართავს და დაჭრილია ხელში მისი ნისკარტით. მაგრამ სინამდვილეში მალფოის თითქმის არაფერი დამართნია. ამასთან ის ურჩევს ჰარის, ბლეკს გაუსწორდეს, შური იძიოს.

ლუპინის გაკვეთილზე წარდგენილია არსება ბოგარტი – რომელიც ყოველთვის იქცევა რომელიმე ნივთად, ადამიანად ან ცხოველად, რომლისაც ეშინია მასზე შემხედვარეს. მაგრამ ლუპინი ჰარის ბოგარტის ნახვის საშუალებას არ აძლევს, რადგან ეშინია, რომ ის ვოლდემორად გადაიქცევა. იმავე საღამოს აღმოჩნდება, რომ გრიფინდორის ოთახის კარი, რომელზეც ფუმფუშა ქალბატონია გამოსახული, ვიღაცამ დაგლიჯა. ყველა გაოცებულია და ეჭვი აქვს, რომ ბლეკმა მაინც შეაღწია სკოლაში, მიუხედავად იქ დემენტორების ყოფნისა. ქალბატონის ადგილს იკავებს სერ კედოგანი, შეშლილი რაინდი.

ფრედი და ჯორჯ უიზლები ჰარის ჩუქნიან ონავრების რუკას, რომელზეც ზუსტად ჩანს, თუ სად იმყოფება ჰოგვორტსის ესა თუ ის მაცხოვრებელი/მოსწავლე ამა თუ იმ წამს.

ჰარი აკვირდება, რომ სნეიპს ლუპინთან ხშირად დააქვს რაღაც სასმელი. ერთ დღეს კი ლუპინი სადღაც ქრება და ერთ დღეს გაკვეთილს ბავშვებს უტარებს პროფესორი სნეიპი. გრინდორის-ჰაფელპაფის მატჩი წყდება, როდესაც ჰარი ეცემა ცოცხიდან. უარესიც ხდება – ჰარის ცოცხი ‘ნიმბუსი 2000’ ეცემა მტარვალი ტირიფის ტოტებზე და სამუდამოდ არის განადგურებული. ადგილი აქვს ბევრ უსიამოვნებას, მაგრამ ჰარი მომავალს იმედით უყურებს, იმის გათვალისწინებით, რომ ლუპინი ჰპირდება, ასწავლოს დემენტორებისგან დაცვა. ჰარი ასევე ბევრ საინტერესო სიახლეს არკვევს ბლეკის შესახებ. უჩინმაჩინის მოსასხამით იგი იპარება ჰოგსმიდში და ისმენს, რომ ბლეკი იყო ჯეიმს პოტერის, მისი მამის საუკეთესო მეგობარი და რომ ბლეკმა მოკლა პიტერ პეტიგრიუ, პოტერების კიდევ ერთი მეგობარი. ამასობაში უსიამოვნებებში ეხვევა ჰაგრიდიც – მისი ჰიპოგრიფის საქმე უნდა განიხილოს სასამართლომ.

საშობაოდ ჰარის ახალ ცოცხს ჩუქნიან, ‘ელვას’. ქვიდიჩის მორიგი მატჩის დროს კვლავ ჩნდებიან დემენტორები, მაგრამ ჰარი უკვე კარგად იცავს თავს მათგან, ლუპინის მიერ ნასწავლი ხერხით. მას ასევე უჩნდება სიმპატიები ჩოუ ჩენგის, რეივენქლოს გუნდის მონაწილისადმი.

ჰოგსმიდიდან ერთ-ერთი დაბრუნებისას ჰარის იბარებს სნეიპი, რადგან ეჭვი აქვს, რომ პოტერი ჩუმ-ჩუმად იპარება სოფელში. (იმ წელს ჰარიმ არ მიიღო ნებართვა ჰოგსმიდში გასვლაზე, რომელიც დაწესდა ბლეკის გამოჩენის გამო). პროფესორი აღმოაჩენს თაღლითების რუკას, მაგრამ ვერ მიხვდება, რა არის ეს. უფრო მეტიც – რუკაზე იწერება ლანძღვები მისი მისამართით, რომელთა ავტორებიც არიან მთვარეულა, გრძელკუდა, მაწანწალა და ქორბუდა.

ჰაგრიდის ჰიპოგრიფს გამოუტანეს განაჩენი – ის სიკვდილით უნდა იქნას დასჯილი.

სასწავლო წლის ბოლოს პროფესორი ტრელანი წინასწარმეტყველებს, რომ ვოლდემორს დაუბრუნდება თავისი მსახური, ჰარის თანდასწრებით. ჰაგრიდთან სტუმრობისას რონის ვირთხა სკაბერზი კბენს თავის პატრონს და გარბის. მისი დევნისას ბავშვები აღმოჩნდებიან მტარვალ ტირიფთან. იქ აღმოჩნდება დიდი შავი ძაღლიც, რომელიც ხის ფესვების ქვეშ მდებარე გასასვლელის დახმარებით ბავშვებს ჰოგსმიდის ბოლოს მდებარე ქოთქოთა ქოხთან მიიყვანს. აღმოჩნდება, რომ ძაღლი თავად სირიუს ბლექია, რომელიც ამავე დროს არარეგისტრირებული ანიმაგია (შეუძლია ძაღლად გადაქცევა). ასევე ჩნდება ლუპინიც (მან ბავშვებს ონავრების რუკის დახმარებით მიაგნო), რომელიც ბლეკს ესალმება, როგორც ძველ ნაცნობს. ლუპინი და ბლექი უხსნიან ჰარის, რომ რუკა შექმნა რამდენიმე მეგობარმა – მთვარეულმა (ლუპინმა), ბლექმა (მაწანწალამ), პიტერ პეტიგრიუმ (გრძელკუდამ) და ჯეიმს პოტერმა, ჰარის მამამ (ქორბუდამ). პეტიგრიუმ განასახიერა საკუთარი სიკვდილი და, ბლექის სახით მოკლა 12 ადამიანი. მანვე უღალატა ლილი და ჯეიმს პოტერებს. გამოძიებმა შემთხვევის ადგილზე მხოლოდ პიტერის თითი იპოვა. ქოხში ასევე ჩნდება სნეიპიც.

უეცრად ვირთხას აქცევენ ადამიანად და აღმოჩნდება, რომ სწორედ ის არის პიტერი (ერთ ხელზე ოთხი თითით). ლუპინი და ბლექი აპირებენ მის მოკვლას, მაგრამ ჰარის კეთილი გული უკარნახებს, რომ დაუშვებელია, მისი მამის საუკეთესო მეგობრები მკვლელებად იქცნენ.

გვირაბის დახმარებით, ყველა უკან ბრუნდება, მაგრამ სავსე მთვარის ამოსვლისას ლუპინი, რომელსაც ავიწყდება ლუპინის სასმელის დალევა, იქცევა მაქციად. პეტიგრიუ იყენებს ამ სიტუაციას და გარბის. სხვების დაცვისას ბლექი ასევე იქცევა ძაღლად. ლუპინი მას ძირს დაცემს და ქრება. ბლექს თავს ესხმიან დემენტორები. ჰარი ცდილობს დაიცვას ის ‘პატრონუსის’ შელოცვით, მაგრამ ძალა არ ჰყოფნის. ამავე დროს ის ხედავს, რომ მეორე მხრიდან ჩნდება კიდევ ერთი პატრონუსი, ირმის ფორმით, რომელიც აშინებს დემენტორებს. ჰარი დარწმუნებულია, რომ ეს მისი მამის სულია. მაგრამ ბლექი აყვანილია და ექვემდებარება ‘დემენტორის კოცნას’ – დასჯას, რომელიც დააწესა მინისტრმა ფაჯმა.

ჰოსპიტალში ჰერმიონა ჰარის თავის საიდუმლოს უმხელს – პროფესორმა მაკგონაგელმა მას ანდო დროში მოგზაურობის სპეციალური პატარა მოწყობილობა, რომელიც მას საშუალებას აძლევდა, ერთდროულად რამდენიმე გაკვეთილს დასწრებოდა. დამბლდორს სწამს, რომ ბლექი უდანაშაულოა და მისივე რჩევით ჰარი და ჰერმიონი ბრუნდებიან სამი საათით უკან და საკუთარ თავს ხედავენ. ბავშვები ათავისუფლებენ ჰიპოგრიფს, ბრუნდებიან მტარვალ ტირიფთან. ჰარი თვალს ადევნებს დემენტორების გამოჩენას და ხვდება, რომ პატრონუსის შემქმნელი თავად არის. ის განდევნის დემენტორებს, ათავისუფლებს სირიუსს, რომელიც ემშვიდობება და ჰიპოგრიფით მიფრინავს.

სამინისტროს არ სჯერავს სირიუსის უდანაშაულობის. სამაგიეროდ, ჰარი შეიტყობს მთელ სიმართლეს მის შესახებ. ის მისი მშობლების ყველაზე დიდი მეგობარი იყო, რომელიც ამავე დროს, ჰარის ნათლიაც არის. ჰარი იწყებს მასთან მიმოწერას. აღმოჩნდება, რომ სწორედ სირიუსმა უსაჩუქრა ახალი ცოცხი. ლუპინი ტოვებს მასწავლებლის თანამდებობას. მესამე სასწავლო წელი დასრულებულია. სირიუსის წერილს თან ერთვის ჰოგსმიდის მონახულების ნებართვაც. რონს კი სირიუსი უსაჩუქრებს პატარა ბუს, პიგვიჯენს.

1add15532553
წიგნი მეოთხე:ცეცხლოვანი თასი

ავტორი ჯოან როულინგი
ილუსტრატორები ჯაილზ გრინფილდი (ბრიტანეთი)
მერი გრანპრე (აშშ)
ჟანრი ფენტეზი
გამომცემლები Bloomsbury (ინგლისი)
Scholastic (აშშ)
Raincoast (კანადა)
გამოიცა 8 ივლისი 2000
ქართული გამოცემა 2005
მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი
ნომერი 4
ქრონოლოგია 1942
4 აგვისტო 1994–25 ივნისი, 1995
გვერდი 636 (ბრიტანეთი)
734 (აშშ)
ISBN 074754624X
წინა ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე
შემდეგი ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი

წიგნი იწყება ფრენკ ბრაისის ამბით, რომელიც შეესწრება ვოლდემორის დაბრუნებას, ერთ-ერთ ძველ სახლში თავის მახლობლად. ფრენკს კლავენ. იმავე ზაფხულს ჰარი, ჰერმიონი და რონის ოჯახი ერთად მიემგზავრებიან ქუიდიჩის თასზე. იქ ვოლდემორის მსახურები, სიკვდილის მხვრელები აწიოკებენ ჩამოსულ სტუმრებს და ცაში ტოვებენ თავად ვოლდემორის სპეციალურ ნიშანს.

ჰოგვორტსში ალბუს დამბლდორი აცხადებს, რომ ამ სასწავლო წელს ადგილი ექნება სამი ჯადოქრის შეჯიბრს, რომელიც რამდენიმე სკოლის შორის შედგება. მალე ჰოგვორტს სტუმრად ეწვევიან ორი სკოლის, ბობატონისა და დურმსტრანგის წარმომადგენლები. ცეცხლოვანი თასი, რომლის დანიშნულებაც მონაწილის შერჩევაა, ირჩევს ვიქტორ კრამს (დურმსტრანგი), ფლერ დელაკურს (ბობატონი) და სედრიკ დიგორის (ჰოგვორტსი). მაგრამ, უცნაურ გარემოებაში, იგი მეოთხე კანდიდატად ასახელებს ჰარი პოტერსაც, რაც კიდევ უფრო უცნაურია, რადგან ჰარი ჯერ არ არის სრულწლოვანი და არც ჩაუგდია თავისი სახელი.

სკოლაში ასევე ჩნდება ბნელი ძალებისგან თავდაცვის ახალი მასწავლებელი, ალესტორ მრისხანეთვალა მუდი, ყოფილი ავრორი და დამბლდორის მეგობარი. თავის გაკვეთილზე იგი რამდენიმე სპეციალურ შელოცვის დემონსტრირებას ახდენს, რომელთა შორის ასევე არის ‘ავადა კედავრა’, რომლითაც ვოლდემორმა ჰარის მშობლები მოკლა.

შეჯიბრის პირველ ეტაპზე ჰარიმ უნდა მოიპოვოს ოქროს გვერცხი, რომელსაც დარაჯობს დრაკონი. რუბეუს ჰაგრიდი წინა დღით მას საიდუმლო ვითარებაში უჩვენებს დრაკონს, რათა ჰარის უკვე ჰქონდეს წარმოდგენა მომავალ ამოცანაზე. მეორე დღეს ის წარმატებით ასრულებს ამოცანას.

მეორე შეჯიბრის წინ ჰარის ელფი სახელად დობი აწვდის სპეციალურ მცენარეს, რათა მან შესძლოს წყალქვეშ სუნთქვა. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ რონი, ჰერმიონთან, ჩო ჩენგთან და ფლერის პატარა დასთან ერთად, დაბმულია წყალქვეშ. შეჯიბრის ყველა მონაწილე ინაწილებს მათ, მაგრამ ფლერი ვერ ასწრებს ამოყვინთვას. ასევე ირკვევა, რომ ბავშვებს ნებისმიერ შემთხვევაში გადაარჩენდნენ, ჰარი კი ამ ტურში მხოლოდ მეორე ადგილზე გადის.

ამასობაში უცნაური ამბები მოსდის ბარტი კრაუჩს, მაგიის სამინისტროს მაღალჩინოსანს. მას, ჭკუადაკარგულს აღმოაჩენენ კრამი და ჰარი, მაგრამ მაშინ, როდესაც ჰარი თან მოიყვანს დამბლდორს, კრამი უგონოდ გდია, ხოლო კრაუჩი გამქრალია. მოგვიანებით ჰარი იხედება დამბლდორის პირად, თასის მსგავს ნივთში, რომელშიც ადამიანთა მოგონებები ინახება. იქიდან ჰარი შეიტყობს ბარტი კრაუჩის წარსულზე, ესწრება რა თავად კრაუჩის შვილის სასამართლო პროცესზე, სადაც ამ უკანასკნელს მამამისი ფრენკ და ელის ლონგბოტომების გონების შეშლაში ბრალდებით აზკბანის ტყვეში აგზავნის.

უკანასკნელი შეჯიბრი უნდა გაიმართოს ხელოვნურად მოწყობილი ლაბირინთში. ამ შეჯიბრისას ჰარიც და სედრიკიც ერთდროულად აღწევენ თასამდე, რომელიც მიზანს წარმოადგენს. როგორც კი ორივე მას ეხება, აღმოჩნდება, რომ თასი პორტალია. ჰარი სედრიკთან ერთად თავს ამოყოფს სრულიად სხვა ადგილზე – მცირე ჰენგლტონის სასაფლაოზე, სადაც თავს იყრიან ვოლდემორი, პეტიგრიუ და სიკვდილის მხვრელები. პეტიგრიუ კლავს სედრიკს, ხოლო ჰარისგან იღებს მცირე რაოდენობის სისხლს, რათა სპეციალური რიტუალის დროს ვოლდემორს ახალი სხეული გაუჩნდეს. გაცოცხლებული ვოლდემორი ცდილობს ჰარის მოკვლას, მაგრამ ჰარი მას ეწინააღმდეგება თავისი ჯადოსნური ჯოხით. ბრძოლის დროს ასევე ჩნდებიან ვოლდემორის მიერ მოკლული უკანასკნელ ადამიანთა სულები. ისინი აკავებენ შავ მბრძანებელს, ამასობაში კი ჰარი, სედრიკის გვამთან ერთად ბრუნდება ლაბირინთიდან.

უკან დაბრუნებულ ჰარის იჭერს მუდი, რომელსაც ის მიჰყავს თავის კაბინეტში. მუდი გამოუტყდება, რომ თავად არის ვოლდემორის მსახური და ცდილობს ჰარის მოკვლავს. მას აჩერებენ დამბლდორი, სნეიპი და მაკგონაგელი. აღმოჩნდება, რომ მუდი სინამდვილეში არის ბარტი კრაუჩ უმცროსი, რომელიც გაიქცა აზკაბანიდან და უკუღმართ სასმელს იყენებდა, რათა სხვა ადამიანად გადაქცეულიყო. ჰოგვორტსში ასევე მოდის კორნელიუს ფაჯიც, მაგიის მთავარი მინისტრი. მას თან ახლავს დემენტორიც, რომელიც კრაუჩის შვილს სჯის ‘დემენტორის კოცნით’ (წოვს მის სულს). ფაჯს არ სჯერავს დამბლდორის და ჰარის მონათხრობის, თითქოს ვოლდემორი დაბრუნდა.

ჰარის ასახელებენ წლის ჩემპიონად და აჯილდოვებენ 1000 გალეონით. ამ თანხას ის, შინ გამგზავრების წინ გადასცემს ფრედ და ჯორჯ უიზლებს, რათა მათ სახუმარო ნივთების საკუთარი მაღაზია გახსნან.

ქვესიუჟეტი: რიტა სკიტერი
წიგნში ასევე ფიგურირებს რიტა სკიტერი – თანამედროვე სამყაროს ჭორების მოყვარული/გამომგონებელი ჟურნალისტის პერსონიფიცირება. თავდაპირველად ის ჩნდება ჰოგვორტსში და აგროვებს ინფორმაციას სტუდენტებზე, განსაკუთრებულ ყურადღებას კი აქცევს ჰარის. შემდგომ, გაზეთ ‘დილის მისანში’ ის ყველა მიღებულ ინფორმაციას დამახინჯებულად წარადგენს. ამავე დროს მან უწყის ისეთ ამბებზე, რომლებსაც ჰარი, რონი და ჰერმიონი ხოლმე საიდუმლოდ ინახავენ და ჰარი მიიჩნევს, რომ მას ალბათ უჩინმაჩინის მოსასხამი აქვს. მაგრამ ჰერმიონი ამას გამორიცხავს, რადგან მუდი უჩინმაჩინის მოსასხამის ქვეშ მყოფს ყოველთვის ხედავს. საბოლოოდ ჰერმიონი ხვდება, რომ სკიტერი არარეგისტრირებული ანიმაგია, რომელსაც შეუძლია ხოჭოდ გადაქცევა. ის იჭერს სკიტერს ქილაში და არ უშვებს მას, სანამ ჰოგვორტსის მატარებელი არ მიაღწევს ლონდონამდე (წიგნის დასასრულს).

წინასწარი მინიშნებები
* რონი ნაწყენია ჰარიზე, რადგან თვლის, რომ მან თავად ჩააგდო თავისი სახელი თასში და იტყუება ამის შესახებ. წიგნში რონი ასევე იჩენს განსხვავებულ ყურადღებას ჰერმიონის მიმართ, რაც უკანასკნელ ნაწილში, ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები მთავრდება მათი პირველი კოცნით.
* ფლერ დე ლა კური დაინტერესებულია ბილ უიზლით. წიგნის მეექვსე ნაწილში ის დანიშნულია ბილზე, ხოლო მეშვიდე წიგნში ბილი და ფლერი ქორწინდებიან.

სხვა დროს სხვა წიგნებზეც დავდეფ:)

წყარო: wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button