საკითხავისასარგებლო

საინტერესო და უცნაური ფაქტები #30

1)გალაკტიონ ტაბიძემ ერთ–ერთი უგრძესი ქართული სიტყვა “გადაინდუსტრიალებულთაგანისებურია” მოიგონა და ამ სიტყვაზე ერთკუპლეტიანი ლექსი დაწერა.

2) „მიჭმიე“ ქართულ ენაში ერთადერთი ოთხპირიანი (შენ, მე, მას, ის) ზმნაა

3) თბილისის ერთ-ერთ ქუჩას აზერბაიჯანის დედაქალაქის სახელი ჰქვია, ხოლო ბაქოში თბილისის სახელობის პროსპექტი არსებობს.

4) უკრაინის ქალაქი სლავუტიჩი ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ თავიდან ააშენეს.

5) ნობელის მშვიდობის პრემია აშშ–ის სამ პრეზიდენტს მიენიჭა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში: 1908 წელს თეოდორ რუზველტს, 1919 წელს ვუდრო უილსონს, 2009 წელს კი ბარაკ ობამას.

6) პირველი სტატია ავადმყოფობაზე, რომელსაც შემდეგში შიდსი დაერქვა, გამოჩნდა ნიუ-იორკის გეი-გაზეთში “New York Native”, რომელიც უკვე აღარ გამოდის

7) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-ში დაამუშავეს უსიამოვნო სუნის გამავრცელებელი იარაღი “ვინ მე?”, რომლის მიზანი გერმანელი ოფიცრების შერცხვენა იყო.

8) ადოლფ ჰიტლერი თვითაღიარებული ვეგეტარიანელი იყო — საგანგებოდ აგებულ ვრცელ სათბურში მისთვის მოჰყავდათ ახალი ხილი და ბოსტნეული მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში.

9) ბამბის ნაყინი პირველად საზოგადოებისთვის გაიყიდა 1904 წლის სენტ-ლუისის მსოფლიო ექსპოზიციაზე.

10) ჩვილ ბავშვებს კბილები წყვილ-წყვილად ამოსდით.   :aaa: :aaa:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close