გასართობისასარგებლოსურათები

ძველი საბერძნეთი

ანტიკურ ხანაში საბერძნეთი დღევანდელივით ერთიანი ქვეყანა როდი იყო. იმ დროს ყოველ ქალაქს თავისი მმართველი ჰყავდა.მათ შორის უდიდესი იყო განათლებითა და თეატრით გამთქმული ქალაქი ათენი.

დიდი შენობები

საბერძნეთის ყოველ ქალაქში ამა თუ იმ ღმერთისა და ქალღმერთის ქვის უზარმაზარ ტაძარს უგებდნენ. ბერძნულ ტაძრებს, როგორც წესი, სამკუთხა სახურავი ჰქონდა, რომელიც მაღალ სვეტებს ეყრდნობოდა.კედლები და სვეტები მარმარილოს ქვისგანაა ნაგები. ბერძნები მშენებლობაში სამნაირ სვეტს იყენებდნენ, ესენია: დორიული სვტი, იონური სვეტი, კორინთული სვეტი.

პირველი თეატრი

მსოფლიოში პირველი დრამები ძველმა ბერძნებმა დაწერეს. მათ სწამდათ, რომ პიესის თამაშით ღმერთებს აამებდნენ.პიესებს დღესასწაულებზე დგამდნენ.ეს დღესასწაულები რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. საუკეთესო დრამას აჯილდოვებდნენ.სცენაზე-ღმერთების როლის შემსრულებლები ჰაერში თოკის საშუალებით დაფრინავდნენ.არსებობდა ჯგუფი ქორო, მისი წევრები სიმღერითა და ცეკვით გადმოსცემდნენ სცენაზე არსებულ განწყობას.მათ სპეციალური, ყველასაგან გამორჩეული კოსტუმები ეცვათ.

 

ოლიმპიური თამაშები

ბერძნებს უყვარდათ სპორტი და მთელ ქვეყანაში აწყობდნენ შეჯიბრებებს. ყველაზე განთქმული ოლიმპიური თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა.

                

acaco27

HELLO I LOVE UCNAURI.COM

მსგავსი ამბები

Close
Close