გამარჯობა მე დღეს ძალიან მტკინვეულ თემაზე უნდა მოგიყვეთ ეს თემა მეორე მსოფლიო ომია. ალბათ თუ კი კითხავთ ბებო-პაპას აუცილებლად მოგიყვებათ მეორე მსოფლიო ომის შესახებ.მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს, როცა გერმანია პოლონეთს დაესხა თავს. მოგვიანებით იაპონიამ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუტია. გერმანიისა და იაპონიის წინააღმდეგ ბევრი ქვეყანა გაერთიანდა.
ინგლისის დაბომბვა
ომის დაწყებიდან რამოდენიმე თვეში გერმანიამ თითქმის მთელი დასავლეთი ევროპა დაიპყრო. გერმანელმა ჯარისკაცებმა ინგლისის ქალაქები დაბომბეს, მრავალი შენობა დაანგრიეს და ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.ბრიტანეთში დიდი ქალაქებიდან ბავშვებს სფლებში ხიზნავდნენ, რათა ისინი დაბომბვისაგან დაეფარათ. ომის დროს საკვები ჭირდა ამიტომ გაჩნდა ინგლისური პლაკატი სახელწოდებით dig for victory ამით ის ყველას მიწათმოქმედებისაკენ მოუწოდებდა.
პერლ ჰარბორი
1941 წელს იაპონიის თვითმფრინავებმა პერლ ჰარბორის ყურეში მდგარ ამერიკის საბრძოლო ხომალდებს შეუტიეს.ამის შემდეგ ომში ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაება და ბრძოლა შორეულ აღმოსავლეთსა და წყნარ ოკეანეშიც გაჩაღდა.
ჰოლოკოსტი
გერმანელ ბელადს, ადოლფ ჰიტლერს საშინლად სძულდა ებრაელი ხალხი.ომის დროს მან ექვსი მილიონი ებრაელი დაახოცვინა. ამ დაუნდობელ ხოცვა-ჟლეტას ჰოლოკოსტი ჰქვია.
ომის დასასრული
გერმანიასა და იაპონიას ომის მოსაგებად არც არმია ჰყოფნიდა და არც იარაღი. გერმანელები იძულებელნი გახდნენ, 1945 წლის მაისში ბრძლა შეეწყვიტათ.რუსმა ჯარისკაცებმა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში თავისი ქვეყნის დროშა აღმართეს. აგვისტოში ამერიკელებმა ორი ატომური ბომბი ჩამოაგდეს იაპონიაში.იაპონელები დანებდნენ.II მსოფლიო ომმა 50 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.