გასართობისაკითხავისასარგებლო

ტიუდორების ინგლისი

გამარჯობა დღეს მე მოგიყვებით ტიურდთა შესახებ რომლებიც უძლიერესად მართავდნენ ინგლისს. ტიურდთა სამეფო გვარის წარმომადგენლები ას წელზე მეტხანს მართავდნენ ინგლისს. მათ ხელში ქვეყანა გამდიდრდა და გაძლიერდა.

ჰენრი VIII 

ჰენრი VIII  17 წლის გამეფდა. იგი ექვსჯერ დაქორწინდა, მაგრამ მხოლოდ სამი შვილი ჰყავდა.მეფემ თავისი ექვსი ცოლიდან ორი თავის მოკვეთით დასაჯა. მიზეზი კი მხოლოდ უნაყოფობა და ღალატი იყო. ჰენრის უთანხმოება მოუვიდა პაპთან (კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან) და საკუთარი, ინგლისის ეკლესია დააარსა. ტიურდთა ხანაში ბევრ მოგზაურს ამერიკიდან ჩამოჰქონდა ახალი საკვები, სწორედ იმ დროს შემოვიდა ევროპაში კარტოფილი. ზოგი ინგლისელი მეზღვაური მეკობრეობასაც ეწეოდა და ამერიკის სანაპიროებთან ესპანურ ხომალდებს ძარცვავდა.

                                    

ელისაბედ I

უკანასკნელი ტიურდთა დედოფალი, ელისაბედი 45 წელი მართავდა ინგლისს.მისი მეფობისას ინგლისმა მოიგერია ესპანური ხომალდების ესკადრია, ე.წ. “უძლეველი არმადა”.დედოფალ ელიზაბეთს ძალიან უყვარდა ჩაცმა-დახურვა, ამიტომ მის გარდერობს 260 აბრეშუმის, ძვირფასი კაბა ამშვენებდა.

 

                                                 

კულტურული ცხოვრება

ელისაბედის მეფობის დროს ხალხს ძალიან უყვარდა თეატრში სიარული.ლონდონში თეატრ -“გლობუსში”უამრავი ხალხი ესწრებოდა სპექტაკლებს. იმ დროის ყველაზე ცნობილი პიესები უილიამ შექსპირმა დაწერა.თეატრი რკალისებურად არის აშენებული რომლის შუაგულში სცენაზე მსახიობები გამოდიოდნენ.ღარიბები სცენის გარშემო ფეხზე იდგნენ და ისე ესწრებოდნენ, მდიდრები კი მაყურებლის ადგილას, სცენის გარშემო სხდებოდნენ .სპექტაკლის მსვლელობისას სახურავზე მუდამ დროშა იყო აღმართული.სახურავი კი ჩალისგან იყო გადაფარული.”გლობუსი” მდინარე თემზის ნაპირზე ააგეს 1599 წელს. მოგვიანებითმისი ჩალის სახურავი ხანძარმა იმსხვერპლა და 1644 წელს შენობა დაანგრიეს.1970 წელს ამერიკელმა კინომსახიობმა და რეჟისორმა სემ უანამეიქერმა წამოაყენა იდეა ტრადიციული მასალებით ”გლობუსის” ზუსტი ასლის აგების შესახებ.ახალი შენობა 1997 წელს გაიხსნა , როგორც შექსპირის თეატრი ”გლობუსი” და მალე პოპულარული გახდა თეატრის მოყვარულთა შორის . ”გლობუსი” 1600 მაყურებელს იტევს , მათ შორის 700 უშუალოდ სცენის გარშემო ფეხზე დგას – ზუსტად ისე , როგორც შექსპირის დროს იყო.

                    

acaco27

HELLO I LOVE UCNAURI.COM

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close