არქივი

მოგზაურობა უცნაურ ბლოგთან ერთად (4 ნაწილი)

52557c980f8e
ლისაბონი – პორტუგალიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი პორტგალიაში. ქალაქის მოსახლეობა 2006 წელს  შეადგენდა 567 867 ადამიანს ხოლო მთელს აგლომერაციაში ცხოვრობდა დაახლოებით 2 700 000 ადამიანი. ლისაბონი არც თუ ისე დიდი ქალაქია მაგრამ იგი 53 რაიონისგან შედგება. ლისაბონი პორტუგალიის ტურისტულ ეკონომიკური ცენტრია ასევე იქ განვითარებულია ფეხბურთი და ლისაბონს ჰყავს კლუბი ლისაბონის ბენფიკა რომელიც აქტიურად გამოდის როგორც პორტუგალიურ ლიგაში ასევე ევროპულ და უეფას გამართულ ტურნირებში.


5ddadf201d8d
მადრიდი – ესპანეთის დედაქალაქი და ესპანეთის უდიდესი ქალაქი. იმავე სახელის მქონე ავტონომიური ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვეყნის უმსხვილესი ეკონომიკური კულტურული და პოლიტიკური ცენტრი. მადრიდში უმეტესად ესპანურად ლაპარაკობენ. მადრიდში მდებარეობს როგორც ძველი კულტურული შენობები და სასახელეები ასევე ახალი ევროპული სავაჭრო ცენტრები და შენობები ამიტომაც მადრიდი დიდ მეგაპოლისად და ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილად დიდი ხანია გადაიქცა. 2005 წლის მონაცემებით მადრიდი მოსახლეობა 3,228,359 კაცი იყო მაგრამ ეს ციფრი დღითიდღე იზრდება როგორც ადგილობრივი მკვიდრთა ხარჯზე ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასახლებული ხალხის ხარჯზე მადრიდში. მადრიდი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და მთავარი ცენტრია ესპანეთში. ასევე ქალაქს ჰყავს ცნობილი კლუბი მადრიდის რეალი რომელიც საკმაოდ წარმატებულია მაგრამ ჩემთვის დიდ სიმპატიას ეს კლუბი მაინც არ იწვევს.
16d79c8a959f
ლას-ვეგასი – ცნობილი აზარტული ქალაქი რომელიც 1911 წელს დაარსდა და მდებარეობს ნევადის შტატში ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქალაქს ხშირად გართობის ცენტრსაც უწოდებენ რადგან იქ მრავლადაა კაზინოები ტოტალიზატორები და სხვა გასართობი საშუალებები და ადგილები. ლასვეგასში ასევე არის ბევრი კარგად მოპირკეთებული სასტუმრო რის გამოც ლასვეგასს ძალიანა ბევრი ადამიანი სტუმრობს მაგრამ უმეტესად იმიტომ რომ იქ ხშირად იმართება ტურნირები პოკერში სხვადასხვა ბანქოს თამაშებსა თუ გასართობ ცენტრებში. 2010 წლის მონაცემებით ქალაქში 583,756 კაცი ცხოვრობს.
00f2d33f8df2
დონეცკი – უკრაინული ქალაქი რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ უკრაინაში. ქალაქი დონეცკი დაარსდა 1869 წელს უელსელი ბიზნესმენის, ჯონ იუზის მიერ. მან რეგიონში ფოლადის ქარხანა და რამდენიმე ქვანახშირის საბადო დააფუძნა. ამ დროისათვის ქალაქს იუზოვკა ეწოდებოდა. ამ ბიზმესმენმა ასევე დიდად განავითარა ფოლადის წარმოება რაც საბჭოთა კავშირის ეკონომიკას ამარაგებდა. ქალაქს 1924 წელს სტალინო ეწოდა შემდეგ კი 1932 დონეცკი. დონეცკს ყავს ძალიან კარგი საფეხბურთო კლუბი დონეცკის შახატარი რომელზედაც მე ჩემს პოსტების სერიაში საფეხბურთო კლუბები ვისაუბრე შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ სტატიას ასევე დონეცკის შახტარის შესახებ.

Back to top button