გასართობისაკითხავიუცნაური

ფრანგული ფუფუნება

გამარჯობა, დღეს მე მოგიყვებით საფრანგეთის შესახებ  და იმედია მოგეწონებათ.

დაახლოებით 350 წლის წინ ევროპის ყველაზე ძლევამოსილი მმართველი, საფრანგეთის მეფე ლუი XIV ხუთი წლისა ავიდა ტახტზე და 72 წელიწადს იმეფა. იგი საარაკოდ მდიდრულად და ფუფუნებით ცხოვრობდა. ლუი  XIV-მ პარიზის მახლობლად, ვერსალში დიდებული სასახლე ააგო, რომელიც ფასდაუდებელი ავეჯით, ტილოებითა და ქანდაკებებით მორთო. მეფის ოჯახთან ერთად სასახლეში მეფის მრჩევლები, მრავალი ფრანგი დიდებულები და 1500-ზე მეტი მსახური ცხოვრობდა. ვერსალის სასახლე 47 წლის განმავლობაში შენდებოდა. სასახლეში 700 ოთახი და 67 კიბეა. სასახლის წინ ბევრი შადრებანი იყო და მათზე ბევრი წყალი იხარჯებოდა, ამიტომ თით ჯერზე მხოლოდ 3 საათით რთავდნენ.ვერსალის სასახლის ერთ კედელს 17 უზარმაზარი, თაღოვანი სარკე ფარავს.

                                        

 

ფრანგული მოდა

XVII საუკუნის დასაწყისში ვერსალელ დიდებულებს ევროპაში ყველაზე მოდურად ეცვათ. მათი სამოსი უზენაესი აბრეშუმისა იყო- მშვენიერი ნაქარგით, ძვირფასი ქვებით, მაქმანებითა და ლენტებით მორთული.კაცის ტანისამოსი- მაქმანის ყელსახვევი, აბრეშუმის შარვალი და წინდები. ქალბატონის მორთულობა- გრძელი აბრეშუმის კაბა ნაქარგებითა და ლენტებით ზოგჯერ ქვედაკაბა ისეთი განიერი იყო, რომ ქალი კარში გვერდულად გადიოდა. ასევე აღსანიშნავია დიდებულთა “თმები”, პარიკები.ქალებს თითქმის 1 მეტრი სიმაღლის ვარცხინილობა ჰქონდათ.მამაკაცები ადამიანის თმის, ცხენის ძუისა თუ თხის ბეწვისაგან დამზადებულ პარიკებს ატარებდნენ.

                                 

მდიდრები და ღარიბები 

1789 წელს საფრანგეთში რევოლუცია მოხდა. ღარიბები მდიდრებს აუჯანყდნენ, მეფე-დედოფალი და ათასობით დიდებული დახოცეს და ქვეყნის მართვას თავდ შეუდგნენ.

loading...

acaco27

HELLO I LOVE UCNAURI.COM

მსგავსი ამბები

Close
Close