არქივი

საინტერესო საიტები (მეთორმეტე ნაწილი)

0dfc04d5f9b1

Soccerway – ძალზედ საინტერესო საფეხბურთო საიტი სადაც შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატის ცხრილი და ასევე ლაივ თამაშები ანუ იმ მომენტში რომელ ქვეყანაში რა თამაში მიმდინარეობს რომელ გუნდებს შორის ასევე რომელს აქვს უფრო მეტი ყვითელი ან არის თუ არა წითელი ბარათი მატჩში დაფიქსირებული. ამასთანავე შეგიძლიათ ნახოთ მატჩის დროში როგორი იყო ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი რომელმა გუნდმა უფრო მეტი გოლი ან საგოლე დარტყმა განახორციელა. რამდენი ზუსტი ან არაზუსტი პასი გააკეთა რომელმა გუნდმა რამდენჯერ დაარტყა კარში და მრავალი სხვა ინფორმაცია ასე რომ შედით Soccerway-ზე და შეიტყვეთ ყველაფერი ფეხბურთის გზის შესახებ როგორც თვითონ ამ საიტს ეწოდება Soccer-ფეხბურთი Way-გზა.
e3e2cdaebb17
AmindiGe – საკმაოდ პოპულალური ქართული საიტი თავის სფეროში. AmindiGe-ზე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია საქართველოსა და უცხოეთის ქალაქების ამინდის შესახებ დღისით თუ ღამით. ასევე ნახოთ ლაივ კამერები ჯანმრთელობის სიახლეები მოუსმინოთ რადიოს ნახოთ თვითმფრინავით ფრენების განრიგი ასევე მრავალი სასარგებლო ინფორმაცია და ამა თუ იმ პროდუქტის ფასდაკლების კუპონები. Amindi-ზე ამინიდის პროგნოზის გაგება შესაძლებელია როგორც საათების მიხედვით ასევე მომავალი 5 დღის განმავლობაში რა ამინდი იქნება და სიახლე უკვე შეგვიძლია ვნახოთ შემდეგი 25 დღის ამინდის პროგნოზი ხოლო საათების მიხედვით 24 საათის ამინდის პროგნოზი.  Amindi-ზე შეგვიძლია ვნახოთ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქის ამინდის პროგნოზი და ასევე უცხოეთის 15 ქალაქის ამინდის პროგნოზი.
9b4c222904ac
JustDelete.me ჩვენ უამრავ საიტე ვართ დარეგისტრირებულები მათ შორის ბევრი ყველასათვის ნაცნობია,თუმცა უმეტესობას საერთოდ არ ვიყენებთ. ამ საიტზე ძალიან კომფორტულად არის წარმოჩენილი ინ ინფორმაცია რომელიც დაგვეხმარება წავშალოთ ჩვენი კვალი საიტებიდან, დამეთანხმებით ასეთი ღილაკები ხშირად ძალიან რთული საპოვნელია. ასე რომ ჩაინიშნეთ ეს საიტი ძალიან სასარგებლო და მარტივი სახელმძღვანელოა
8c4ee458c4c2
ყოველთვის დგას იმის პრობლემა თუ რა წავიკითხოთ, ვინ იცის რამდენი წიგნი წაგვიკითხავს და ბოლოში გასულები ვხვდებით რომ დრო უაზროთ დაგვიკარგავს. goodreads წარმოადგენს სოციალურ ქსელს რომელიც 30 მილიონზე მეტ ადამიანს აერთანებს. იდეა საკმაოდ მარტივია. რეგისტრაციის შემდგომ გექმნებათ ვირტუალური წიგნების თარო სადაც აფიქსირებთ თუ რა წიგნები გაქვთ წაკითხული,რას კითხულობთ და რის წაკითხვას აპირებთ. სურვილის შემთხევაში აკეთებთ შეფასებებსა და ჩანიშვნებს, შეგიძლიათ გააკეთოთ სიებიც, მაგალითად “ყველაზე რომანტიული წინგები”. საიტი შეიქმნა 2007 წელს და ჯამში 900 მილიონ წიგნზე ინახავს ინფორმაციას, ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება. არაჩვეულებრივი რესურსია წიგნის მოყვარულთათვის, ცოტა მიკვირს კიდეც 30 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი რატომ არ ყავს, მაგრამ მიუხედავად ამისა ქსელი ძალიან კარგად მუშაობს. ისიამოვნეთ

 

ინფორმაციის ნაწილი : gverdebi.com

იხილეთ ასევე
Close
Back to top button