გართობაკულტურა

საფეხბურთო კლუბები (3 ნაწილი)

6948c2907814
აიაქსი – ნიდერლანდის პროფესიონალური საფეხბურთო კლუბია ქალაქ ამსტერდამიდან. აქიაქსი დაარსდა 1900 წლის 18 მარტს ჰან დადეს, ფლორის სტემპელის და კარელ რესერისმიერ. გუნდი ფეიენოორდთან და პსვ-სთან ერთად შედის ქვეყნის უძლიერეს სამეულში, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში დომინირებენ ეროვნულ ჩემპიონატში. 2011-2013 წლებში აიაქსმა ზედიზედ სამჯერ მოიგო ერედივიზია. აიაქსი არის ერთ-ერთი იმ სამი გუნდიდან რომელთაც მოპოვებული აქვთ ე.წ. საფეხბურთო „დიდი მუზარადი“ — ჩემპიონთა ლიგა ან თასი, უეფას თასი და თასების თასი. აიაქსის სტადიონია ამსტერდამ არენა და იქ ეტევა 52,960 მაყურებელი. გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელია ფრენკ დე ბური. აქიასმა 2011-2012 წლის ერედივიზიაში ანუ ნიდერლანდების და როგორც მას უწოდებენ ჰოლანდიის ჩემპიონატში 1 ადგილი და ჩემპიონის წოდება მოიპოვა.


4d075c0ccc09
გალათასარაი – თურქული საფეხბურთო კლუბი ქალაქ სტამბოლიდან, თამაშობს თურქეთის ჩემპიონატში. დაარსებულია 1905 წელს. გალათასარაი საშინაო შეხვედრებს მართავს „თურქ ტელეკომ არენაზე“, რომელიც 55 662 მაყურებელს იტევს. „გალათასარაი“ ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული კლუბია, კლუბი არის თურქეთის ჩემპიონი 19-ჯერ, 14-ჯერ არის თურქეთის თასის მფლობელი, 12-ჯერ თურქეთის სუპერთასის მფლობელი, კლუბი ასევე მფლობელია, უეფას თასის და უეფას სუპერთასის. გალათასარაი ორი გუნდიდან ერთ-ერთია, რომელმაც უეფას თასი მოიგო და ტურნირის განმავლობაში არ დამარცხებულა და პირველი გუნდია, რომელმაც მოიგო ტურნირი მას შემდეგ, რაც მესამე ადგილი დაიკავა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. გალათასარაის ასევე ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი სახლში გამარჯვებების ყველაზე დიდ სერიაში. 2001 წლის 13 მაისიდან 2002 წლის 8 დეკემბრამდე მოიგო ზედიზედ 24 შეხვედრა საკუთარ მოედანზე. 2001 წლის იანვარში „გალათასარაი“ მსოფლიო საუკეთესო კლუბების სათავეში იდგა. გალათასარაის სტადიონია თურქ ტელეკომ არენა სადაც ეტევა 55 662 მაყურებელი. გალათასარაის ამჟამინდელი პრეზიდენტია უნალ აისალი მწვრთნელია  ჩეზარე პრანდელი ხოლო კაპიტანია საბრი სარიოღლუ. გალათასარაიმ თურქეთის სუპერლიგაში 2013-2014 წლებში 1 ადგილი და ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
44cf390010f1
იუვენტუსი – იტალიური საფეხბურთო კლუბი ტურინიდან. დაარსებულია 1897 წელს, ტურინის ლიცეუმის სტუდენტთა ჯგუფის მიერ, როგორც სპორტული კლუბი იუვენტუსი. ისტორიის უდიდესი ნაწილი იუვეს გატარებული აქვს იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში (1929 წლიდან სერია A), გამონაკლისი იყო მხოლოდ 2006-07 სეზონი. იუვენტუსს გულშემატკივართა ყველაზე დიდი არმია ჰყავს იტალიაში. Demos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით იტალიაში 32.5% იუვეს ქომაგობს, 14% ინტერს, 13.6% მილანს. იტალიის 20 ოლქიდან 12-ში იუვე პირველ ადგილზეა, დანარჩენი 8 დან 7-ში მეორეზე, ხოლო ლიგურიაში მესამეა ჯენოასა და სამპდორიას შემდეგ. საერთაშორისო დონეზე რაც შეეხება, გერმანული გამოცემა Sport+Markt-ის მიერ 2005 წლის მონაცემებით იუვეს ევროპაში 43 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს, აზიაში 100, ასევე 10 მილიონამდე ადამიანი გულშემატკივრობს იუვეს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. იუვენტუსი ერთ-ერთი თანადამაარსებელი კლუბია ორგანიზაცია ECA-სი, რომელმაც ჩაანაცვლა G-14.იუვენტუსის საშინაო სტადიონია იუვენტუსის სტადიონი, რომლის აშენებაც 2011 წელს დასრულდა, იგი 41000 მაყურებელს იტევს. იუვენტუსის პრეზიდენტია ანდრეა ანიელი მწვრთნელია მასიმილიანო ალეგრი ხოლო კაპიტანია ჯანლუიჯი ბუფონი. იუვენტუსმა 2013-2014 წლის სერია A-ში პირველი ადგილი და ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
b84a0caf0f62
პსვ –  ნიდერლანდის პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ეინდჰოვენიდან. დაარსდა 1913წლის 31 აგვისტოს. საშინაო შეხვედრებს გუნდი მართავს ფილიპსის სტადიონზე. ეს სტადიონი 35 000 მაყურებელს იტევს. პსვ არის იმ ჰოლანდიურ 3 კლუბს შორის, რომელთაც მოგებული აქვთ უეფას ჩემპიონთა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა ასევე მოგებული აქვს ფეინოორდს და აიაქსს. 1988 წელს პსვ გახდა მეორე ჰოლანდიური კლუბი, “აიაქსის” შემდეგ, რომელმაც შეასრულა ჰეთრიკი და მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ჰოლანდიის ჩემპიონატი და ჰოლანდიის თასი.

 

 

ინფორმაციის ნაწილი : ka.wikipedia.org

იხილეთ ასევე
Close
Back to top button