არქივი

მოგზაურობა უცნაურ ბლოგთან ერთად (3 ნაწილი)

427a60c7c556
მილანი – ჩრდილოეთ იტალიის დედაქალაქი და ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იტალიაში. მილანის მოსახლეობა შეადგენს 4 301 394 კაცს. მილანის ე.წ. Città Regione (ქალაქი-რეგიონი) 9,4 მილიონზე მეტ მცხოვრებს ითვლის. მილანის პროვინცია ლომბარდიის დასავლეთ ნაწილშია. მილანის სახელი მრავალი საუკუნის განმავლობაში იწერებოდა როგორც მაილანდი, რომელიც ამჟამადაც ამ ქალაქის გერმანული სახელია. ეს სახელი მომდინარეობს კელტური Mid-lan-იდან (შუა გავაკებაზე) და რომაელთათვის ცნობილი იყო როგორც Mediolanum.

925d9593c499
ერევანი –  სომხეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე რაზდანზე, კოორდინატებით 40°10′N 44°31′E. ერევანი დაახლოებით 2,780 წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. 2009 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 1 111 300 ადამიანი.  ერევანი სომხეთის ისტორიის ლიტერატურაში პირველად VI საუკუნის დამდეგს იხსენიება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ლურსმული წარწერების მიხედვით, ურარტუს მეფე არგიშთი I-მა ძვ. წ. 782 ააგო ციხე ერებუნი, რომლის მახლობლად გაშენდა თანამედროვე ერევანი. XIII საუკუნიდან იზრდება ერევნის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა.
0b8c2f3b8ac5
კიევი – უკრაინის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე დნეპრზე ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. 2013 წლის ივლისის მონაცემებით, კიევში 2,847,200 მცხოვრები იყო (ქალაქში დიდი რაოდენობით არარეგისტრირებული ემიგრანტიც სახლობს, რაც მის ფაქტობრივ მოსახლეობას 3 მილიონმდე ზრდის). მოსახლეობის მიხედვით, კიევი მე-8 უდიდესი ქალაქია ევროპაში. კიევში მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, როგორც რკინიგზის, ასევე საგზათკეცილო; არის სამდინარო პორტი; საერთაშორისო აეროპორტი ბორისპოლში და ჟულიანის შიდა აეროპორტი.ქალაქს ემსახურება მეტროპოლიტენი, რომელსაც სამი ხაზი აქვს, საერთო სიგრძით: 58,8 კილომეტრი. მგზავრებს 46 სადგური ემსახურება სამი გადასაჯდომი კვანძით კიევის ცენტრში. კიევის მეტროპოლიტენის ყველა სადგურს ფიჭური ოპერატორები უპრობლემოდ ფარავენ: «მტს», «კიევსტარი», «Life:)», «ბილაინი».
8dafbe944618
მოსკოვი – რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, ფედერალური დანიშნულების ქალაქი, ცენტრალური ფედერალური ოკრუგისადმინისტრაციული ცენტრი და მოსკოვის ოლქის ცენტრი. მოსკოვი მდებარეობს სასაათო სარტელში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტით აღნიშნულია, როგორც მოსკოვის სასაათო სარტყელი. სხვაობა მსოფლიო კოორდინირებულ დროსთან (UTC) შეადგენს +4:00 საათს.2011 წლის 27 მარტიდან მუდმივი ზაფხულის დროის შემოღების შემდეგ და 1930 წლიდან მოქმედი დეკრეტული დროის გათვალისწინებით, მოსკოვის დრო სარტყლის დროისგან განსხვავდება ორი საათით. მოსკოვი — მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი რუსეთში; მოსკოვის კრემლი, წითელი მოედანი, ნოვოდევიჩის მონასტერი და კოლომენსკოეს ამაღლების ეკლესია შედიან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში

 

ინფორმაციის ნაწილი : ka.wikipedia.org

იხილეთ ასევე
Close
Back to top button