გართობაკულტურა

საფეხბურთო კლუბები (2 ნაწილი)

d02bd140692c
შახტარი დონენცკი – უკრაინული კლუბი, ქალაქ დონეცკიდან. კლუბს მოგებული აქვს უამრავი საშინაო ტიტული და წარმატებით გამოდის ევროტურნირებზეც. საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო შახტარმა 2009 წელს მოიპოვა, როდესაც გახდა უეფას თასის უკანასკნელი გათამაშების გამარჯვებული. შახტარი მის თამაშებს რსკ ოლიმპისკის სტადიონზე თამაშობდა. ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდა და გაიხსნა 2009 წლის 29 აგვისტოს. სტადიონი 50.145 ადამიანს იტევს. უეფამ ამ სტადიონს 5 ვარსკვლავი მიანიჭა. შახტარის უძველესი სტადიონი 1936 წელს აშენდა და 4–ჯერ მოხდა მისი რეკონსტრუქცია. ამჟამად ამ სტადიონზე თამაშობს “შახტარის” მეორე (სარეზერვო) გუნდი. შახტარის ამჟამინდელი მწვრთნელია მირჩა ლუჩესკუ ხოლო კაპიტანი დარიო სრნა. 2012-2013 წლების სეზონში შახტარმა 1 ადგილი და ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

84aba455f85c
არსენალი – საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლონდონიდან. კლუბი ინგლისის პრემიერ-ლიგაშიგამოდის და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. არსენალი ინგლისის 13-გზის ჩემპიონი, 11-ჯერ ასოციაციის თასის და ორჯერ ლიგის თასის მფლობელია. „არსენალი“ ერთადერთი ინგლისური გუნდია, რომელმაც პრემიერ-ლიგის სეზონი წაუგებლად ჩაატარა 2003-2004 წლებში. არსენალის ცენტრალური არენაა ემირეიტსი სადაც 60 355 მაყურებელი ეტევა. არსენალის ამჟამინდელი მწვრთნელია არსენ ვენგერი ხოლო კაპიტანი მიკელ არტეტა. არსენალმა 2013-2014 წლების სეზონში მე-4 ადგილი დაიკავა.  არსენალი 1886 წელს დაარსდა.
e92ba3194654
არარატი – სომხური საფეხბურთო გუნდი ერევნის არარატი. თამაშობს სომხეთის პრემიერ-ლიგაში. დაარსდა 1935 წელს და არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და 2-გზის თასის მფლობელი, ასევე სომხეთის ჩემპიონი და 5-გზის თასის მფლობელი. ერევნის არარატის ცენტრალური არენაა razdan რომელიც 54,208 მაყურებელს იტევს. არევნის არარატი დაარსდა 1935 წელს. 2013-2014 წლებში მან სომხეთის პრემიერ-ლიგაში 4 ადგილი დაიკავა. ამჟამინდელი მონაცემებით გუნდი ლიგაში ბოლო 8 ადგილზე 8 ქულით იმყოფება.

bf45b28a0a22
ჩიხურა საჩხერე – საჩხერის საფეხბურთო კლუბი რომელიც ასპარეზობს საქართველოს უმაღლეს ლიგაში. კლუბს სახელი საჩხერეში არსებული მდინარის სახელწოდებიდან დაერქვა. „ჩიხურას“ ივანწმინდის ცენტრაული სტადიონი 2 000 მაყურებელს იტევს, თუმცაღა უეფა-ს ევროპის ლიგის მატჩების ჩატარება მათ საჩხერიდან 180 კილომეტრის მოშორებით, საქართველოს დედაქალაქ თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე მოუწიათ, რომელიც 27,223 მაყურებელს იტევს. საჩხერის ჩიხურას მწვრთნელია სოსო ფრუიძე ხოლო კაპიტანი დავით ოდიკაძე. 2013-2014 წლების სეზონში ჩიხურამ 4 ადგილი დაიკავა.

 

იხილეთ ასევე
Close
Back to top button