გართობაკულტურა

საფეხბურთო კლუბები (1 ნაწილი)

77957ae19f42
პარი სენ-ჟერმენი – საფრანგეთის საფეხბურთო კლუბი ქალაქ პარიზიდან, დაარსდა 1970 წლის 12 აგვისტოს. გამოდის საფრანგეთის უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატში. პარი სენ-ჟერმენს ასევე მოხსენიებენ შემდეგი მეტსახელებით PSG  Paris SG  Les Rouge-et-Bleu  Les Parisiens. პსჟ-ს ამჟამინდელი მწვრთნელია ლორან ბლანი ხოლო კაპიტანი ტიაგუ სილვა. პსჟ-ს ცენტრალური არენაა Parc des Princes რომლის ტევადობაა:48,713
acb088e8842e
დინამო თბილისი – საფეხბურთო კლუბი; ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში. კლუბის უდიდესი მიღწევა იყო 1981წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფშიგაიმარჯვა ანგარიშით 2–1.კლუბს თავის ისტორიაში გამარჯვებები აქვს მოპოვებული ცნობილ და ძლიერ კლუბებთან: 3–0 „ლივერპულთან“ 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასისპირველ რაუნდში. ასევე აღსანიშნავია ინგლისური „ვესტ ჰემისა“ და „კარდიფ სიტის“, ნიდერლანდის „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება.გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1964, 1978) და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979). „დინამო“ ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.„დინამო“ არის საქართველოს ჩემპიონატის 15-გზის გამარჯვებული და საქართველოს თასის 11-გზის მფლობელი. გუნდს ხუთჯერ აქვს მოპოვეპული საქართველოს სუპერთასი. დინამოს მეტსახელია ლურჯ-თეთრები ამჟამინდელი მწვრთნელია კახაბერ გოგიჩაიშვილი ასევე დინამო გახლავთ 2013-2014 წლების საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონი. თბილისის დინამოს ცენტრალური სტადიონია ბორის პაიჭაძის სახლობის დინამო არენა რომლის ტევადობაცაა  55,000.
13863209ddc4
ბარსელონა – ქალაქ ბარსელონას საფეხბურთო კლუბი აგრეთვე ცნობილია როგორც ბარსა. ბარსელონა ერთ-ერთი გრანდი გუნდია რომელიც მიისწრაფვის წარმატებებისკენ და ხშირ და უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ სამართლიანად აღწევს დასახულ მიზანს. ბარსელონა დაარსდა 1899 წელს. „ბარსელონას“ გულშემატკივრები ცნობილნი არიან მეტსახელით „culés“ (კულე). 2009 წელს „ბარსელონამ“ დაამყარა უნიკალური შედეგი, როცა გახდა ერთადერთი ევროპული კლუბი, რომელმაც სეზონის განმავლობაში მოიგო ყველა შესაძლო მსხვილი ტურნირი (სამი ეროვნული — ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი და სამი საერთაშორისო — ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი). გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელია ლუის ენრიკე ხოლო კაპიტანი ჩავი ერნანდესი ბარსელონა გახლავთ 2013-2014 წლების ლა ლიგის ვიცე ჩემპიონი შეგახსენებთ 2013-2014 წლების სეზონში ლა ლიგის შემპიონი მადრიდის ატლეტიკო გახდა.
d835ecf847b8
ატლეტიკო — ესპანეთის საფეხბურთო კლუბი ქალაქ მადრიდიდან. გამოდის ლა ლიგაში. საშინაო არენაა ესტადიო ვისენტე კალდერონი. კლუბი 1903 წელს დაარსდა და დღემდე ერთ-ერთი წამყვანი კლუბია ესპანეთში. კლუბი ტიტულების სიმრავლით მხოლოდ მადრიდის „რეალს“ და კატალონიის „ბარსელონას“ ჩამორჩება ესპანეთის მასშტაბით. ატლეტიკო დღესაც ევროპულ გრანდად მოიაზრება. კლუბი 2010 და 2012 წლებში გახდა უეფა-ს ევროპის ლიგისა და უეფა-ს სუპერთასის გამარჯვებული. 2014 წელს გუნდმა მოიგო ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მეორე ადგილს დასჯერდა.  ატლეტიკოს საშინაო მოედანია ესტადიო ვისენტე კალდერონი, რომელიც გაშენდა 1962 წელს. იტევს 54.851 ადამიანს. გუნდის ამჟამინდელი მწვრთელია არგენტინელი დიეგო სიმეონე ხოლო კაპიტანი გაბი ფერნანდესი.

 

 

Back to top button