გასართობისაკითხავისასარგებლო

ძველი ჩინეთი

china great wall of china b

მოკლედ ძველი ჩინეთის შესახებ…

დაარსება

დაახლოებით 2200 წლის წინ ჩინეთის ძლევამოსილი იმპერატორები ჩაუდგნენ სათავეში.პირველ იმპერატორს ცინ-ში-ჰუანი ერქვა.ცინ-ში-ჰუანდიმ ჩინეთის დასაცავად მასიური კედელი ააგო.შემდგომმა იმპერატორებმა კედლის სიგრძე გაზარდეს და დღეისთვის 6400 კმ-ს აღემატება.მას ჩინეთის დიდი კედელი ჰქვია და მსოფლიოს უდიდეს ნაგებობად ითვლება.

294bb9110d28

 

საკვების მოყვანა

ჩინეთის ნიადაგური საფარი დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ წარმოდგენილია ყველა სახის ნიადაგი, რომელიც გავრცელებულია აზიის კონტინენზე. რელიეფის და ნიადაგების მრავალფეროვნებამ საკმაოდ ხელსაყრელი პირობები შექმნა სხვადასხვა მცენარეულობის განვითარებისთვის: დაწყებული ტროპიკებით, დამთავრებული ტაიგის ფლორით ჩრდილოეთში. ტყეები ქვეყანაში ცოტაა. მათ მთელი ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 12 % უკავიათ. ტყეების გავრცელების ძირითადი რაიონებია დიდი და მცირე ხინგანები, ასევე ტროპიკული ზონა. ჩინეთის ტერიტორიაზე ფლორის 35 000-მდე სხვადასხვა წარმომადგენელია. აქ ვხვდებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროსათვის დამახასიათებელ თითქმის ყველა სახის მცენარეს. მცენარეული საფარის მრავალფეროვნება უპირველესად განპირობებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მეზობლობით და მათ შორის რაიმე ბუნებრივი საზღვრის არარსებობით.ჩინელები ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდნენ. ჩრდილოეთში ხორბალი და ფეტვი მოჰყავდათ, სამხრეთში კი, სადაც კლიმატი უფრო თბილი და ნესტიანი იყო-ბრინჯი. მას სპეციალურად დატბორილ მინდვრებში რგავდნენ.

52224                                                                    brinji

ტერაკოტის არმია

როცა პირველი იმპერატორი გარდაიცვალა, ის გრანდიოზულ სამარხში დაასვენეს, რომელსაც ადამიანის სიმაღლის 7500-ზე მეტი მეომრის ქანდაკება იცავდა.8099 ნატურალური მასშტაბის, გამომწვარი თიხის, ტერაკოტისგან დამზადებული ჯარისკაცების და მათი ცხენების გამოსახულება ქალაქ სიანის მახლობლადიპოვეს. პირველი ქანდაკება აღმოაჩინეს 1974 წელს, შემთხვევით, ჭის გათხრისას. თითოეული მეომარი გამოქანდაკებული იყო სპეციალური თიხისგან, რომელსაც ტერაკოტა ჰქვია, მეომრებს ხელთ ნამდვილი იარაღი ეჭირათ.

ltof4                                                    Terracotta Army 1                              cdb2896feed9

 

ინფორმაციის ნაწილი : ka.wikipedia.org

acaco27

HELLO I LOVE UCNAURI.COM

მსგავსი ამბები

Back to top button