არქივი

10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერება

a95e2734f1de
10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერება.

ჰეროინი – 131 დოლარი 1 გრამისთვის
f80f0adbacc8
ასე გამოდის, რომ ჰეროინი ჩემს მომდევნო პოსტში არის ყველაზე იაფფასიანი ნივთიერება და გასაგებიც გახდება როდესაც წაიკითხავთ სხვა 9-ს. ჰეროინის მომხმარებელია 15-21 მილიონი ადამიანი 15-დან 64 წლამდე. მას იყენებენ როგორც დამაწყნარებელ საშუალებას . მან შეიძლება გამოიწვიოს კომა.

კოკაინი – 215 დოლარი 1 გრამისთვის
1ed4155118ba
მეცხრე ადგილზეც კვლავ ნარკოტიკია. კოკაინი არის პოპულარული ნარკოტიკი წვეულებებზე, რომელსაც იღებენ სასიამოვნო ემოციების მისაღებათ, მაგრამ იწვევს ნეგატიურ შედეგებს და დამოკიდებულებას. ის ადამიანს სძენს კარგ განწყობას, აძლიერებს ენერგიის მოზღვავებას და აქტიურობას, ზრდის თავდაჯერებულობის გრძნობას. ხშირი მოხმარების შემთხვევაში კოკაინი იწვევს ტაკიჰარდიას, ჰალუცინაციებს, პარანოიას და ა.შ.

ლსდ – 3000 დოლარი 1 გრამისთვის
1ad685b99cff
ლსდ – ეს არის ძლიერმოქმედი ნარკოტიკი, რომელსაც გამოიყენებენ დროის გრძნობების შეცვლისთვის. ამბობენ, რომ ბევრი სელებრითი ძალიან ახლოსაა მასთან. ლსდ აძლიერებს შემოქმედებებით შესაძლებლობებს და არ იწვევს დამოკიდებულებას, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა და პარანოია.

პლუტონიუმი – 4 000 დოლარი
37ce67561e16
პლუტონიუმი – ეს არის საბაზო ელემენტი, რომელიც წარმოიშვა სამყაროში „დიდი აფეთქების“ შედეგად. დღეს-დღეისობით მისი ასაკი არის 80 მილიონი დოლარი, რაც ძალიან ბევრია ელემენტისთვის, ის შეიძლება იპოვოთ ბუნებაში ძალიან ცოტა რაოდენობით. ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია მის შესახებ მხატვრულ ფილმებში, როდესაც ბოროტ გმირებს სურდათ დიდი რაოდენობით პლუტონიუმის ხელში ჩაგდება. ის გამოიყენება სამხედრო წარმოებაში და ატომურ ენერგეტიკაში.

პეინიტი – 9000 დოლარი
ae0046516410
პეინიტი ეს არის იშვიათი მინერალების წარმომადგენელი. მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა მისი მხოლოდ სამი კრისტალი. 2005 წლამდე აღმოჩენილი იყო დაახლოებით 25 პეინიტი. ბევრი მათგანი აღმოაჩინეს მიანმის მაღაროებში.

ტაფეიტი – 20 000 დოლარი
91c06ebef9a1
ტაფეიტი არსებობს რამდენიმე ფერის, უპოვიათ უფეროც ეგზემპლიარებიც. მას პოულობენ მილიონჯერ უფრო იშვიათად ვიდრე ალმასებს. მისი პოვნის შანსები დაახლოებით ნულის ტოლია. აი ამიტომაც არ სმენია ბევრ ადამიანს მის შესახებ. თუკი მისი აღმოჩენა მოხერხდა მაშინ ეს დიდი მიღწევაა. მხოლოდ რამდენიმე გრამი და შეიძლება დაიწყო ახალი ცხოვრება.

ტრიტიუმი – 30 000 დოლარი
f8364c0ff153
ამ ნივთიერების 1 გრამი, რომლის შესახებაც ბევრს არ სმენია ღირს 30 000 დოლარი. ტრიტიუმი ეს არის წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპი, რომელსაც იშვიათად თუ იპოვით დედამიწაზე. ის ფორმირდება ატმოსფეროში კოსმოსური დასხივების შედეგად წარმოქმნილი ნაწილების შეჯახებით ატომების ბირთვებთან. ძირითადად მას გამოიყენებენ განათებისთვის, მაგალითად წარწერები “შესვლა” თეატრებში, სკოლებში და საოფისე შენობებში.

ბრილიანტები – 55 000 დოლარი გრამისთვის
16cae2649030
არაა გასაკვირი თუ რატომ ღირს საქორწინო ბეჭდები ასეთი ძვირები. ბრილიანტებს უკავიათ მესამე ადგილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ნივთიერებებს შორის. ალმასის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა სპეიციკური პირობები, ამიტომაც დედამიწაზე მას შეიძლება შევხვდეთ ლითოსფეროში და მეტეორიტებზე, რომლებიც ეცემიან დედამიწაზე. დღეს ბრილიანტები იშვიათობა არაა, ხოლო 19-ე საუკუნეში ფირმა “N.W. Ayer”-ს მოუწია მთელი სარეკლამო კამპანიის ჩატარება, რომ ხალხისთვის ესწავლებინა ბრილიანტების ტარება, ხოლო დღეს ბრილიანტებს ირჩევენ როგორც სიყვარულის სიბოლოს. მიუხედავად ბრილიანტების გამრავლებისა ხალხი აგრძელებს მის შეფასებას როგორც იშვიათობას და ძვირადღირებულ მინერალს.

კალიფორნიუმ 252 – 27 მილიონი დოლარი გრამისთვის
f2b1a09bf9a2
მეორე ადგილზე კი იმყოფება კალიფორნიუმ 252, კიდევ ერთი ელემენტი რომლის შესახებაც თითქმის არავის არაფერი სმენია. ეს არის არაბუნებრივი წარმონაქმნი, ის სინთეზირდება ლაბორატორიებში. პირველად ის შექმნეს 1950 წელს და გამოსაყენებლად ვერანაირი ფუნქცია ვერ უპოვეს. ძვირი ღირს, მაგრამ უსარგებლოა!

ანტიმატერია – 62,5 ტრილიონი დოლარი!!!
948ecb1bbfd5
ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერება ღირს 62,5 ტრილიონი დოლარი და ეწოდება მას ანტიმატერია ან ანტინივთიერება, ეს არის მომავლის სუბსტანცია. დღეს ეს არის ერთადერთი ნივთიერება, რომელსაც რთულად თუ მიიღებთ. ანტიმატერია შედგება ანტინაწილაკებისგან, რომლებიც ყალიბდებიან ნაწილაკების ამაჩქარებლებში ან რადიოაქტიური ნივთიერებების გაფანტვისას. თუკი ვინმე გამოიგონებს ანტიმატერიის მიღების იაფ საშუალებას, მაშინ შეიძლება გამოიყენო ის კოსმოსური რაკეტების საწვავათ, რომლებიც შეძლებენ დაიპყრონ სამყაროს ყველაზე შორეული პლანეტები.

მსგავსი ამბები

Back to top button