TECH & მეცნიერებაგართობა

16 საინტერესო, ნაკლებად ცნობილი შემეცნებითი ფაქტი მზის შესახებ

image

მაინც რა ვიცით ჩვენ მზის შესახებ გარდა იმისა, რომ ამ გიგანტური ვარსკვლავის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა? – გთავაზობთ 16 ნაკლებადცნობილ, უცნაურ ფაქტს ჩვენი მნათობის შესახებ.

 

თუ მზეს დიდხანს უყურებთ, თქვენი თვალები მზის დამწვრობას მიიღებენ.

 

image

 

მზის მასა შეადგენს მთელი მზის სისტემის მასის 99.86%-ს.

 

image

 

თუ მზეს ფეხბურთის ბურთს შევადარებთ, მაშინ იუპიტერი გოლფის ბურთის ტოლი მოგვეჩვენება, ხოლო დედამიწა ბარდის მარცვლისოდენა იქნება.

 

image

 

მილიონ სამასი ათასი პლანეტა, ზომით დედამიწის ტოლი, თავისუფლად მოთავსდება მზის ზედაპირზე.

 

image

 

მზის 0, 0000000006% -ს შეადგენს ძვირფასი ლითონი ოქრო. ეს პროცენტული შემცველობა რომ წონაში გადავიყვანოთ, მივიღებთ 1.200, 000, 000, 000, 000, 000, 000 კილოგრამს. გამოდის, რომ მზეზე არსებული ოქროს ფასი 7.900, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000 ევროა იმ გაანგარიშებით, თუ ერთ გრამი ოქროს ფასს – 7 ევროს ვიანგარიშებთ. გამოდის, რომ მზეზე არსებული ოქროს მასა ტოლია მზის სისტემის შიგნით მდებარე ნამცეცა პლანეტა ცერერას მასისა, რომლის დიამეტრიც 974, 6 კილომეტრია.

 

image

 

მზე 400-ჯერ მეტი მანძილითა დაშორებული დედამიწიდან, ვიდრე მთვარე.

 

image

 

მზის სრული დაბნელების გასაოცრად ლამაზი სიმეტრია განპირობებულია იმით, რომ სუფთა “შემთხვევითობის” წყალობით მზე ზუსტად 400-ჯერ მეტი ზომისააა, ვიდრე მთვარე და ზუსტად 400-ჯერ შორსაა დედამიწისაგან, ვიდრე მთვარე. სწორედ ამ დამთხვევის წყალობით ეს ორი ციური სხეული აბსოლუტურად ერთი ზომის ჩანს დედამიწიდან დაკვირვებისას.

 

image

 

ყოველდღიურად დედამიწაზე არსებული მცენარეები მზის სინათლეს იმ რაოდენობის ენერგიად გარდაქმნიან, რომელიც ექვსჯერ აღემატება დედამიწაზე არსებული ყველა ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ენერგიას.

 

image

 

ჩვენ ყველანი, როგორც დედამიწაზე მყოფი

“მგზავრები”, დავფრინავთ მზის გარშემო ჩვენს პლანეტასთან ერთად 107 ათასი კმ/სთ სიჩქარით.

 

image

 

ცნობილი გამომგონებლის და ფუტუროლოგის რეიმონდ კურცვეილის გამოთვლით, ყოველდღიურად დედამიწაზე მოხმარებული ენერგიის სრული რაოდენობა მხოლოდ და მხოლოდ 1/10000 ნაწილია მზის იმ სხივებისაგან გამოყოფილი ენერგიისა, რომელიც ყოველდღიურად ეცემა დედამიწაზე.

 

image

 

მეხი ხუთჯერ უფრო ცხელია, ვიდრე მზის ზედაპირი.

 

image

 

აშშ-ის დროშა, რომელიც ასტრონავტებმა დატოვეს მთვარეზე, გახუნდა მზის რადიაციის გამო-ახლა მასზე მხოლოდ თეთრი და ცისფერი ფერებია.

 

image

 

ყოველ წამში მზე დედამიწისაკენ აგზავნის იმაზე 10-ჯერ მეტ ნეიტრონებს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის რაოდენობაა.

 

image

 

დედამიწის ბირთვი თითქმის ისეთივე ტემპერატურისაა, როგორიცაა მზე.

 

image

 

პლანეტა პლუტონი მზის გარშემო ერთი ბრუნის გაკეთებას 248 წელს ანდომებს.

 

image

 

ითვლება, რომ თავისი არსებობის მანძილზე მზემ ირმის ნახტომის გარშემო 20 სრული ბრუნი გააკეთა, აქედან მხოლოდ 1/250 ნაწილი მოდის იმ პერიოდზე, რაც დედამიწაზე ადამიანი გაჩნდა.

 

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button