საკითხავისასარგებლო

გერმანიის დროშა

flag Germany

ფერთა ეს კომბინაცია გერმანიის დროშაზე დიდი ხნის ისტორიას ითვლის და მასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია არსებობს. ამ ფერების მნიშვნელობას ერთნი გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის გერბს უკავშირებენ, მეორენი გლეხთა ომებს. ზოგი მას ნაპოლეონის წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევს.  დანამდვილებით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ პირველად დროშები ასეთი ფერთა გამით შავი-წითელი-ოქროსფერი 1832 წელს აფრიალდა როგორც სიმბოლო მაშინდელი ახალგაზრდა თაობის მისწრაფებისა ერთიანობისა და თავისუფლებისადმი. სამფეროვანი დროშის ამ ფერებს XIX საუკუნეში რევოლუციონერები ტანისამოსზე ატარებდნენ.
გერმანიის დროშის ფერებად შავი-წითელი-ოქროსფერი 1949წ. 23 მაისს კონსტიტუციით დაამტკიცეს, მათი განლაგების პროპორციები კი ოდნავ მოგვიანებით 1950წ 7 ივნისს განისაზღვრა. თუმცა ეს სამფეროვანი დროშა ცალკეულ გერმანულ მიწაზე მანამდეც გამოიყენებოდა, ოფიციალურად კი მხოლოდ 1949წ 7 სექტემბერს გამოცხადდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშად.

მსგავსი ამბები

Back to top button