ახალი ამბებისაკითხავისურათები

სამხედრო ბაზა გარდაიქმნება საცხოვრებელ ეკორაიონად: რომის “მწვანე” ინფრასტრუქტურის კონცეფცია


სამხედრო ბაზა გარდაიქმნება საცხოვრებელ ეკორაიონად: რომის “მწვანე” ინფრასტრუქტურის კონცეფცია.


მეგაპოლისებში ჰაერის ძლიერი დაბინძურების გამო ეტაპობრივად იქმნება მასშტაბური პროექტები რაიონების გამწვანებისთვის და რეგენერაციისთვის. ფირმა რომელიც სპეციალიზირებულია ეკოარქიტექტურაზე, შესთავაზა მთავრობას საქალაქო ეკოსისტემის მშენებლობის გეგმა ყოფილი სამხედრო ბაზის ადგილას რომში.


ბელგიელი არქიტექტორი ვინსენტ კოლებოთი ცნობილია თავისი მასშტაბური ეკოპროექტებით. ერთ-ერთი უკანასკნელი მისი ნამუშევარი არის გენერალური გეგმა სახელწოდებით Città-della-Scienza(მეცნიერების ქალაქი).


86 000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე ვარაუდობენ საცხოვრებელ ინფრასტრუქტურის აშენებას, რომელიც ალტერნატიული წყაროებით მიიღებს ენერგიას და შეძლებს თვითონ უზრუნველყოს საკუთარი თავი ელექტროობით, მაგრამ ამასთან ერთად შემცირდება მავნებელი ნივთიერებების ატმოსფეროში გამოყოფა მინიმუმამდე. ამის გარდა, ყოველი შენობის სახურავები და აივნები დაიფარება მცენარეებით, ხოლო ტერიტორია კი ხეებით. ვერტიკალური ბაღები თავის მხრივ დაეხმარებიან ჰაერის ფილტრაციაში.


რაიონის ტერიტორიაზე იგეგმება როგორც ახალი შენობების აშენება, ასევე ძველი სამხედრო ობიექტების გადაკეთება. Città-della-Scienza-ში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ველოსიპედებით და ფეხით. ავტომაგისტრალი და პარკინგი გაკეთდება მიწისქვეშ.


იმისათვის, რომ რაიონმა გამოიმუშავოს ელექტროობა გენერალურ გეგმაში გათვალისწინებულია ენერგიის ალტერნატიული წყაროები, როგორებიცაა მზის ბატარეები, ქარის ტურბინები და ასევე წყლის რეცირკულიაციის სისტემები.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close