გართობაკულტურა

შემთხვევით აღმოჩენილი მიწისქვეშა სამოთხე

image

1991 წელს ერთი ვიეტნამელი ფერმერი ვიეტნამის ეროვნულ პარკ Phon Nha-Ke Bang- ში შემთხვევით წააწყდა მანამდე უცნობ გამოქვაბულს, მაგრამ წყლის მორევის საშინელი ღრიალის ხმამ ის შეაშინა და ვერ გაბედა იქ ჩასვლა. მან თავისი აღმოჩენის შესახებ თანასოფლელებს უამბო. ადგილობრივებმა გამოქვაბულს Son Doong უწოდეს, თუმცა მასში ჩასვლას დიხანს ვერავინ ბედავდა…

და მხოლოდ 2009 წელს ბრიტანელი მეცნიერების ჯგუფმა ჰოვარდ ლამბერტის ხელმძღვანელობით თავიდან აღმოაჩინა გამოქვაბული და შეუდგა მის გამოკვლევას. ლამბერტი თავად ჩაეშვა მის სიღრმეში და ასე აჩუქა მსოფლიოს ხუთ კილომეტრზე მეტი სიგრძის და 150 მეტრი სიმაღლის მიწისქვეშა სამოთხე. ლამბერტის ჯგუფმა ოფიციალურად გამოაცხადა მღვიმის აღმოჩენის შესახებ და განაცხადა, რომ Son Doong – პლანეტაზე ყველაზე დიდი გამოქვაბულია.

 

image

 

ეს არის აბსოლუტურად უნიკალური ადგილი საკუთარი ფლორით, ფაუნით, მდინარეებით, ტბებით და თქვენ წარმოიდგინეთ, ღრუბლებითაც კი.

 

image

 

გამოქვაბულში მოსახვედრად საჭიროა 80 მეტრი სიღრმეზე თოკით ჩაშვება.

 

image

 

გამოქვაბულში არის მდინარე საკმაოდ სწრაფი დინებით.

 

image

 

გარდა ამისა, აქ არის რამოდენიმე ზურმუხტისფერი ტბა და თქვენ წარმოიდგინეთ, პლაჟებიც კი.

 

image

 

გამოქვაბული მდიდარია უძველესი გაქვავებული წარმონაქმნებით და სტალაქტიტებით.

 

image

 

აქვე “იზრდება” რეკორდული სიმაღლის სტალაგმიტები, რომელთაგან ზოგიერთის სიმაღლე 70 მეტრსაც კი აღწევს.

 

image

 

სუვენირის სახით შეგიძლიათ აიღოთ უამრავი გიგანტური “მარგალიტიდან” ერთ-ერთი, რომლითაც დაფარულია გაქვავებული ფენები.

 

image

 

გამოქვაბულს აქვს თავისი “ჯუნგლები” 3-მეტრიანი ხეებით, აქვე შეიძლება ვნახოთ ცოცხალი სამყაროს უამრავი წარმომადგენელი: უცნაური მაიმუნები, ჩიტი-მარტორქები და მფრინავი მელიები.

 

image

 

Son Doong-ში კლიმატიც კი უნიკალურია: ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის გამო აქ ღრუბლები წარმოიქმნება.

 

image

 

imageimage

 

წყარო : intermedia.ge

 

Back to top button