გასართობიკრეატივიუცნაური

მკურნალობის ყველაზე გამაოგნებელი და შოკისმომგვრელი მეთოდები წარსულის ისტორიიდან, რომლებიც შეგაშფოთებთ

image

კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ის, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია, ტყუილი გამონათქვამი არ არის დამეთანხმებით. ძალიან კარგად ხვდებით, რომ ფულით იყიდით ბევრ რამეს, თუმცა გარკვეულ წილად ჯანმრთელობას ვერა. ეს უკანასკნელი (თუმცა უპირველესი) ხომ განაპირობებს ჩვენი ბედნიერების და ნორმალური ცხოვრების მსვლელობას. ცხადია, რომ დაავადებათა უმეტესი ნაწილი შეძენილი, თანდაყოლილი და გენეტიკური ფაქტორია. (გენეტიკა (ძვ.ბერძნ. γενητως – ვინმესგან წარმოშობა, წარმოქმნა) — მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას, ანუ წინაპრების უნარს გადასცენ თავისი ნიშან-თვისებები და განვითარების თავისებურებები მომდევნო თაობას. ამ სამეცნიერო დისციპლინის სახელწოდება ხმარებაში შემოიტანა ინგლისელმა ნატურალისტმა უილიამ ბეტსონმა 1905 წელს. ბიოლოგიურ სხვა დარგებთან შედარებით გენეტიკა ახლად ჩამოყალიბებული მეცნიერებაა). თუმცა ინდივიდის ყველა ნიშან-თვისება როდია მემკვიდრეობით მიღებული. ზოგიერთ მათგანს გარემო და აღზრდა განაპირობებს. მაგალითად, ადამიანი წერა-კითხვის უნარს სწავლით იძენს. არის ისეთი თვისებებიც, რომლებიც მემკვიდრეობითობისა და გარემოს ურთიერთქმედების შედეგია. ადამიანის სხეულის ფორმა ნაწილობრივ მემკვიდრეობით მიღებული თვისებაა და მასზე ისიც ახდენს გავლენას, თუ რამდენ საკვებს იღებს ადამიანი.

 

წარსულიდან მოყოლებული დღემდე კი ჩვენი სამედიცინო ისტორია რიგ დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს ინახავს. მაშასადამე მედიცინის ისტორია სავსეა ველური სიუჟეტებით, უცნაური მკურნალობითა და სამედიცინო პროცედურებით, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტკივილმა და ტანჯვამ. მიუხედავად ექიმების კეთილშობილური და გულწრფელი სურვილისა ჰუმანური გზით განეკურნა ესა თუ ის პაციენტი, სამედიცინო პროცედურები უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე დაავადება. მინდა ის უსაშინლესი სამკურნალო მეთოდები გამცნოთ, რომლებიც მედიცინის ისტორიაშია შესული და ნამდვილად დარჩებით მადლიერნი იმისა, რომ დღევანდელ დროში ცხოვრობთ, როდესაც მედიცინა ასე განვითარებულია.

image

 

მკურნალობის ყველაზე გამაოგნებელი და შოკისმომგვრელი მეთოდები წარსულის ისტორიიდან:

 

1. ოყნით მკურნალობა.

 

ერთი შეხედვით არაფერია უცნაური იმაში, რომ ოყნით ვიმკურნალოთ. დღევანდელ პრაქტიკაში ოყნა ხომ შეკრულობის დროს უებარი საშუალებაა, თუმცა თუ გამცნობთ, რომ 17, 18 და 19-ე საუკუნეებში თბილი წყლის მარილთან, საჭმელ სოდასთან, საპონთან, ყავასთან, ქატოსთან, გვირილასთან და თაფლთან შერევით კომბინაციაში იყენებდნენ ოყნას მაღალი კლასის წარმომადგენლები სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, დამეთანხმებით რომ მეტად უცნაურია. თვით ლუი XIV იყო დიდი გულშემატკივარი ასეთი სახით ოყნის გამოყენებისა.

image

 

 

2. ბუასილის მკურნალობა ცხელი რკინით.

 

მადლობა თანამედროვე მედიცინას იმისათვის, რომ არსებობს მრავალი გზა გაუმკლავდეს ბუასილის ყველაზე მძიმე ფორმასაც კი უმტკივნეულოდ. (ბუასილი- ჰემოროი განიმარტება – სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვანი გაგანიერება, რასაც თან ახლავს სისხლდენა, ზოგჯერ თრომბოზი, ანთება, ქავილი და რიგი სხვა პროცესები.) ჩვენს წინაპრებს კი არ ჰქონდათ იმის საშუალება გამკლავებოდნენ ტკივილის რელიეფს მაღალტექნოლოგიური ლაზერებით და ამიტომ მაშინდელმა ექიმებმა იპოვეს თავიანთი გზა ამ გაგანიერებული ვენების მოსასპობად გავარვარებული, ცხელი რკინის მეშვეობით, სრულიად უანესთეზიოდ.

image

 

3. ობიანი პურით მკურნალობა.

 

ძველ ჩინეთსა და საბერძნეთში ხორბლის დაობებული პური გამოიყენებოდა სისხლიან და ჩირქიან ჭრლობებზე დასადებად, როგორც ერთ-ერთი უებარი ანტისეპტიკი ინფექციების თავიდან ასაცილებლად. ხოლო ეგვიპტეში კი მას თავზე იდებდნენ ტკივილების დროს, ვინაიდან ძველი ეგვიპტელების თქმით, თავის ტკივილი გამოწვეული იყო სულებისგან და ღმერთებისგან, ობიანი პურის მიბჯენისას კი სულები და ღმერთები ტოვებდნენ მათ და თავისუფლდებოდნენ მტანჯველი ტკივილებისგან.

image

 

4. ლოკოკინის სიროფი ყელის და ყურის ტკივილის დროს.

 

დღეს რამდენნაირ სიროფს აღარ შევხვდებით სააფთიაქო ქსელებში ყელის ტკივილისათვის, საუკუნეების წინ კი უებარ საშუალებად მხოლოდ ლოკოკინის წვენს- სიროფს მიიჩნევდნენ. ყურების ტკივილის დროს კი ექიმი მოუწოდებდა პაციენტს ყურში ჩაესვა ლოკოკინა, რომელიც განუმუხტავდა ანთებას და ტკივილიც გაქრებოდა.

image

 

5. ძაღლის განავალი ყელის ტკივილის დროს.

 

მედიცინის წიგნში დიდი პოპულარიზაცია ჰპოვა ბრიტანელი ისტორიკოსი როი პორტერის პრეპარატმა album graecum-მა, რაც ძაღლის გამხმარ ფეკალს ნიშნავს ლათინურიდან და ყელის ტკივილის დროს გამოიყენებოდა.

image

 

6. თამბაქო კურნავს ასთმას.

 

დიდი ხნის წინ, 19-ე და 20-ე საუკუნის დასაწყისში მანამ, სანამ ანტითამბაქოს რეკლამირებას ექნებოდა ადგილი, თამბაქო ითვლებოდა ასთმის განკურნების საშუალებად ინჰალაციის გზით. რა თქმა უნდა ეს გზა წარუმატებელი აღმოჩნდა ასთმის მიმართ, საბოლოოდ მეცნიერები კი დარწმუნდნენ, რომ ნიკოტინი დამღუპველად მოქმედებდა ადამიანის ორგანიზმზე.

image

 

7. მუმიის ფხვნილი როგორც ასპირინი არაბულ სამყაროში.

 

მე -12 საუკუნეში არაბებმა დაიპყრეს ჩრდილოეთ აფრიკის დიდი ნაწილი, მათ შორის ეგვიპტეც და სწორედ მაშინ იწყეს მუმიების ფხვნილის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ეს ჯადოსნური ფხვნილი დოზირების დაცვით ეფექტურად კურნავდა როგორც კუჭის წყლულს, ჩვეულებრივ თავის, ასევე კუნთებისა და უფრო ძლიერ ტკივილებს.

image

 

8. ნიანგის გამხმარი ფეკალი, როგორც კონტრაცეფცია.

 

კიდევ ერთი შოკისმომგვრელი სამედიცინო “გარღვევა” და ისევ ძველ ეგვიპტეში. ნიანგის გამხმარი ფეკალიები იყიდებოდა და ღირდა საკმაოდ ძვირი. მამაკაცები მათ თავიანთი ქალებისთვის ყიდულობდნენ, რათა მოეთავსებინათ საშოში როგორც კონტრაცეფციის ეფექტური საშუალება. თუმცა ამით თავი ჩაიგდეს საფრთხეში და გადაეყარენ სერიოზულ ინფექციებს, ბევრმა მათგანმა კი ფატალურად დაასრულა სიცოცხლე ამის გამო.

image

 

9. იძულებითი სისხლდენა დაავადებისგან განთავისუფლების მიზნით.

 

ძველ საბერძნეთში, ეგვიპტეში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვენიდან სისხლდენა ითვლებოდა სხვადასხვა დაავადებისგან თავის დაღწევის ეუბარ საშუალებად. თუმცაღა მათ შემთხვევაში ეს მეთოდი მხოლოდ მაღალი წნევის დაწევას ეხმარებოდა.

image

 

10. პარაფინის ცვილი დაბერების წინააღმდეგ.

 

პარაფინის ცვილით გაახალგაზრდავება 19-ე საუკუნეში ბოტოქსის ერთ-ერთი სახე იყო, რომელიც შეყავდათ კანქვეშ ნაოჭების დასაფარად, ასევე ასაკში მკერდის გასამკვრივებლად და ასაწევად. თუმცა ამას მოყვებოდა ძალიან მტკივნეული შედეგები და თანდათან შეწყდა მსგავსი პროცედურები.

image

 

11. ვერცხლისწყალი, როგორც უნივერსალი მედიცინაში.

 

გჯერათ თუ არა, ვერცხლისწყალი 19-ე საუკუნის მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალება იყო სიფილისის, ტუბერკულოზის, შაკიკის და დეპრესიის დროს.Abraham Lincoln-იც კი ხშირად იღებდა დეპრესიის დროს ვერცხლისწყლის შემცველ ლურჯ აბებს, თუმცა 1861 წელს შეწყვიტა, ვინაიდან მიხვდა რომ მათ ის უკონტროლო გამოხტომებამდე მიყავდა. 2010 წელს აშშ-ს პრეზიდენტის მუზეუმში სწორედ ეს აბები იყო გამოფენილი და იკვლევდნენ მის სამეფო ქიმიურ შემადგენლობას. აღმოჩნდა, რომ აბები იწვევდა უძილობას, ხასიათის ცვლილებებსა და აყენებდა ზიანს შემეცნებით ფუნქციას.

image

 

12. ჰეროინის სიროფი ხველისა და უძილობის დროს.

 

ლეგენდარულმა მეწარმემ და Bayer AG-ის (Bayer AG -გიგანტური გერმანული ქიმიური და ფარმაცევტული სამრეწველო კომპანია, რომლის შემოსავლები წელიწადში 40 მილიონი ევრო იყო) დამფუძნებელმა Friedrich Bayer-მა პროფესიული სამედიცინო კარიერა 1898 წელს ჰეროინის სიროფის გაყიდვით დაიწყო, რომელიც კურნავდა უძილობას, ხველას და წელის ტკივილს. აქვე ჩნდება კითხვა- გახდა თუ არა რომელიმე პაციენტი წამალზე დამოკიდებული-ნარკომანი?

image

 

13. მკვდარი თაგვის “პასტა” კბილის ტკივილის დროს.

 

ძველმა ეგვიპტელებმა დიდი წვლილი შეიტანეს სამედიცინო ცივილიზაციის განვითარებაში, თუმცა ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც მათმა პროცედურამ გაამართლა. კერძოდ, კბილის ტკივილის დროს კლავდნენ თაგვს და სხვა ინგრედიენტებთან შერევით ამზადებდნენ “პასტას” ტკივილის გასაყუჩებლად, თუმცა მრავალი პაციენტი გარდაიცვალა მძიმე ინფექციებისგან.

image

 

14. თხის სათესლე ჯირკვლები იმპოტენციის სამკურნალოდ.

 

John Brinkley იყო ერთ-ერთი უდიდესი თაღლითი მედიცინის ისტორიაში 20-ე საუკუნეში, თუმცა გახდა ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ამერიკაში იმ მეთოდით, რომ იმპოტენციის განსაკურნებლად მამაკაცებს უნერგავდა თხის სათესლე ჯირკვლებს. ეს გაუნათლებელი მეთოდი აღმოჩნდა მეტად სახიფათო და ვინც გაბედა და დაიჯერა ამ კლონირების, სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

image

 

15. კანიბალიზმი კუნთების კრუნჩხვის სამკურნალოდ.

 

პაციენტებს, რომლებსაც მძიმე ფიზიკური შრომის შედეგად მიღებული ჰქონდათ კუნთების სპაზმი, თავის მუდმივი ტკივილი და კუჭის წყლული, ექიმები ძველ რომსა და საბერძნეთში უწერდნენ ელექსირს, რომელიც წარმოადგენდა ადამიანის ხორცის, სისხლისა და ძვლის კომბინაციას, ე.წ. cadaveric- აუტოფსია. ჩანაწერების მიხედვით იყო ხშირი ასეთი პრეპარატებით მკურნალობა და ბუნებრივია მომხმარებელიც უამრავი ჰყავდა. მათი მტკიცებით გლადიატორის სისხლი განკურნავდა ეპილეფსიას და სწორედ ამიტომ სავაჭრო ინდუსტრიად აქციეს რომში შერკინების დროს დაღუპული გლადიატორების ცხედრები.

image

 

16. შაქრის კომა შიზოფრენიის განსაკურნებლად.

 

20-ე საუკუნეში ადამიანები. რომლებიც განიცდიდნენ მძიმე სფიქიურ დარღვევებს, კერძოდ შიზოფრენიას, ემსგავსებოდნენ რომელიმე ცხოველს ქცევით. როდესაც საქმე მძიმე შიზოფრენიას ეხებოდა, მიმართავდნენ ლობოტომიას. ( ლობოტომია ნეიროქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც ტვინის ძირითად ნაწილსა და თხემს შორის არსებული კავშირის გაწყვეტა ხდება გამტარი არხების გადაჭრით. პირველად სააშკარაოზე პორტუგალიელმა ნეიროქირურგმა António Egas Moniz-მა გამოიტანა რამდენიმეწლიანი ფარული მუშაობის შემდეგ. სწორედ ის ითვლება მეთოდის ფუძემდებლად. თავიდან საკმაოდ არაჰუმანური ოპერაციის მიზნად სხეულის ტკივილის შეგრძნებიდან გათავისუფლება ითვლებოდა და მონისი 1949 წელს ნობელის პრემიის ლაურეატიც კი გახდა მედიცინის დარგში, რამაც მსოფლიოში დიდი აღშფოთება გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ გარდა ოპერაციის საშინელი ტექნიკური ხასიათისა, უკვე ყველასათვის ცნობილი იყო ლობოტომიის ახალი დატვირთვა, მას საკმაოდ ინტენსიურად ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იყენებდნენ და მიზანი არა ავადმყოფის ტკივილებიდან გათავისუფლება, არამედ მისი „მორჯულება“ იყო. ტვინის ნაწილებს შორის კავშირის ამგვარი გაწყვეტა იწვევდა ადამიანის ემოციურ და ინტელექტუალურ პარალიზებას. დამჯერი, უპრეტენზიო და მშვიდი პაციენტი კი ფსიქიატრიული საავადმყოფოებისთვის სწორედ რომ მისწრება იყო.) შიზოფრენიის მსუბუქი ფორმების დროს კი იყენებდნენ ინსულინის-შაქრის კომას. მიუხედავად იმისა, რომ რისკი იყო დიდი, ეს მეთოდი მთელს ევროპაში მალე გავრცელდა და სპეციალიზებული დეპარტამენტებიც ააშენეს. თუმცა ლობოტომიაც და ინსულინის კომაც მორიგი ცუდი იდეა იყო.

image

image

 

17. მალარია კურნავს სიფილისს.

 

მალარიის დამახასიათებელი სიმპტომებია ანემია, ცხელება, ციება, კომა და სიკვდილიც კი. მისი გამავრცელებელი კი კოღოა, რომელმაც დაკბინა ჯერ ინფიცირებული და შემდეგ ჯანმრთელი ადამიანი. ყოველ წელს 400 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება მალარიის, რასაც დღემდე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მალარია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სერიოზული პრობლემები ახასიათებს. ამჟამად არ არსებობს ვაქცინა, რომელიც პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებას დაეხმარება, თუმცა მისი განვითარება ხორციელდება მუდმივად. აქვე კი იმის თქმაა შესაძლებელი, რომ მალარია მართლაც კურნავს სიფილისს, ვინაიდან მალარიის ფონზე გამოწვეული ცხელება კლავს იმ ბაქტერიებს, რისგანაც წარმოიშვება სიფილისი. ეს სამედიცინო გარღვევა ეკუთვნის ექიმ Julius Wagner-Jauregg-ს და ამისათვის 1927 წელს ნობელის პრემია მიიღო, თუმცა მეცნიერები დროთა განმავლობაში მიხვდნენ, რომ ერთი დაავადებით მეორეს მკურნალობა, როდესაც უკანასკნელს ფატალამდე მივყავართ, არ არის გამართლებული.

image

 

 

 

18. “მგრძნობიარე პუდრი”- “The powder of sympathy”

 

16-17 საუკუნის ევროპაში ფარიკაობა ყველაზე გავრცელებული მამრობითი გასართობი იყო, თუმცა გამოწვეული ჭრილობების შედეგად, ხშირად ჰქონდა ადგილი ინფექციებს და ბევრი იღუპებოდა. მადლობა Sir Kenelm Digby-ს მალამოს, ეს პრობლემაც მოგვარდა. მალამოს ინგრედიენტებს კი წარმოადგენდა ჭიები, ჟანგი, მუმიის ფხვნილი და ღორის ტვინი. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ მოიძებნებოდნენ სულელები, ვინც ამ მალამოს ყიდულობდა.

image

 

19. ნახევარი ენის რეზექცია ბლუებისთვის.

 

მკურნალობის ეს სასტიკი მეთოდი დღესაც გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ყელის კიბოს. ეხლა თუ ეს ოპერაცია ხორციელდება ანესთეზიით და გამოცდილი ექიმების მიერ უმტკივნეულოდ, უწინ 18-ე საუკუნეში ღმერთმა უწყის როგორ აკეთებდნენ ამას. ფაქტი ერთია, რომ ენაბლუების განკურნებას ამ გზით ცდილობდნენ, ახდენდნენ ნახევარი ენის რეზექციას. თუ პაციენტს გაუმართლებდა და სისხლდენისა და საშინელი ტკივილისგან არ მოკვდებოდა, მაინც ვერ შეძლებდა ენის ვერსად მიტანას, რადგან საუბარი საერთოდ აღარ შეეძლო. (მეორე ფოტოზე ყელის კიბოა)

imageimage

 

20. თავის ქალის ტრეპანაცია (გაკვეთა).
თავის ქალის ტრეპანაცია- გაბურღვა პაციენტისთვის ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე ჩვეული მოვლენა იყო მედიცინის ისტორიაში შაკიკის, კრუნჩხვისა და ფსიქიური აშლილობის სამკურნალოდ. ეს ერთ-ერთ ქირურგიულ პროცედურად ითვლებოდა მეზოლითის პერიოდში. რაოდენ გასაოცად და ბარბაროსულად არ უნდა ჟღერდეს, ბევრი პაციენტი გადარჩა და განიკურნა პროცედურით. 21-ე საუკუნეშიც არსებობს ტრეპანაციის მეთოდი, რომელსაც ძირითადად ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ტვინის ტრავმული დაზიანებების დროს იყენებენ.

imageimage

 

წყარო : intermedia.ge

loading...
თეგები
Close
Close