გართობაკულტურა

ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაგზავნოს საკუთარი ფოტო შატლით კოსმოსში

Shuttle Discovery
აშშ-ს აერონავტიკის ნაციონალურმა ცენტრმა (NASA) საუკუთარ საიტზე გახსნა სპეციალური გვერდი Face in Space, სადაც ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 13 წელი, შეუძლია უფასოდ ატვირთოს საკუთარი ფოტო, რომელიც გაიგზავნება კოსმოსში შატლებით “Discovery” და ”Endeavour”.

“აქციის მოანწილეები, შატლების დაბრუნების შემდეგ მიიღებენ სამახსოვრო სერთიფიკატს, რომელიმე კოსმოსური ხომალდის კაპიტნის ხელმოწერით” , — აღნიშნულია საიტზე.

საიტის მისამართი< < დააკლიკეთ აქ საიტზე აკრძალულია დაზიანებული და დავირუსებული ფაილების ატვირთვა, ასევე ისეთი სურათების, რომლებზეც აღბეჭდილია ძალადობა ან ნებისმიერი რელიგიური მოწოდება. როგორც მოსალოდნელია, შატლების “Discovery”-ის და ”Endeavour”-ის ორბიტაზე ბოლო გაშვება მოხდება 2010 წლის ნოემბერში. Shuttle endeavour

წყარო:http://hi-tech.ge

FunnyBoy

მე მქვია გიორგი.ვარ 13 წლის.დავიბადე თბილისში.ამჟამად ვცხოვრობ თბილისში,დიღმის მასივში.

მსგავსი ამბები

Back to top button