TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

10 ყველაზე იდუმალი და საოცარი ადგილი დედამიწაზე

image

დედამიწაზე უამრავი იდუმალებით მოცული ადგილია, რომელიც უძველესი დროიდან თავისი საიდუმლოებებით, უცნურობებით და ულამაზეს სანახაობებით აოცებს მნახველს. წარმოგიდგენთ ათ ყველაზე მისტიკურ და საოცარ ადგილს, რომელთა საიდუმლოებებიც მეცნიერება უკვე ამოხსნეს, ზოგიერთი კი დღემდე ამოუხსნელია.

სისხლის ჩანჩქერი, ანტარქტიდა
ანტარქტიდაზე მდებარეობს ტეილორის მყინვარი. ეს მყინვარი იმითაა მისტიკური და გამორჩეული, რომ დინებას წითელი, სისხლი მსგავსი ფერი აქვს. გლაციოლოგებმა დიდხანს იკვლიეს ამ იდუმალი წითელი ნაკადის წარმოქმნის მიზეზს. ბოლოდ კი დაადგინეს, რომ ამის მიზეზი არის მიწისქვეშა ტბა, რომელიც გაჯერებულია რკინის ოქსიდით და სწორედ ეს აძლევს წყალს წითელ შეფერილობას.

image

 

მაგნიტური ბორცვი, ნიუ ბრანსუიკი
ნიუ ბრანსუიკი ზღვისპირა პროვინციაა კანადის აღმოსავლეთში. მისი ერთ-ერთი ქალაქი მონკტონი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ადგილად ითვლება, რადგან აქ მდებარეობს მაგნიტური ბორცვი. ადგილი, სადაც არემარის ზედაპირი ქმნის ოპტიკურ ილუზიას, თითქოს ოდნავი დაქანებაა სინამდვილეში აღმართია. შედეგად, ავტომანქანა, რომლის სიჩქარეების კოლოფი გამორთულია, “აღმართზე” თავისუფლად გორავს.

image

მოერაკის ლოდები, ახალი ზელანდია
ეს უზარმაზარი და ულამაზესი სფეროსებრი ლოდები კოეკოხეს სანაპიროზე მდებარეობს. ისინი ქვის გარშემო წარმოქმნილი ნალექის ფაქტურას წარმოადგენენ. ისინი თავდაპირველად ზღვის ფსკერზე წარმოიქმნენ. ზოგიერთის წონა რამდენიმე ტონასაც კი იწონის.

image

ფამუქალე, თურქეთი
თურქეთში მდებარე ამ ღირსშესანიშნავ ადგილს მეორენაირად ბამბის ციხესაც უწოდებენ. ქათქათა თეთრი ტერასები მთის ფერდობზე წარმოიქმნა კალციუმით გაჯერებული თერმული წყლების მარილების ნადებით. ეს თეთრი შეფერილობა თერმული წყლების ამ ბუნებრივ საცავს ჯადოსნურ იერს სძენს.

 

image

image

პლაია, სიკვდილის ველი, კალიფორნია
სიკვდილის ველის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს დამშრალი ტბის რეისტრეკ-პლაიას თიხის ფსკერი, რომელსაც იქ არსებული ფენომენის გამო უწოდებენ მოძრავი ქვების ველს. ამ დამშრალი ტბის ფსკერზე მოძრაობს 30 კილოგრამიანი და მეტი წონის მქონე ქვები. ერთ-ერთი ჰიპოთეზა ამ მოვლენის შესახებ ისაა რომ, ამ ქვებს გადააადგილებენ ქარები. ეს თეორია წამოაყენა პროფესორმა პაულა მესინამ. მისი გამოკვლევები ატმოსფერო-გეოლოგიური პროცესების შესახებ, რომელიც ხდება სიკვდილის ველზე, გახდა მისი დისერტაციის თემა. აქ მან წარმოადგინა დამშრალი ტბის ფსკერზე ჰაერის მასების გადაადგილების მოდელი: ქარბუქის შემდეგ ქარები ორ მხარეს გადაადგილდება, რაც გამოწვეულია იმ ადგილის რელიეფის გამო. პროფესორის ვარაუდით, ზუსტად ეს არის ქვების გადაადგილების მიზეზი.

image

მარადიული ცეცხლის ჩანჩქერი, ნიუ-იორკი
ნიუ-იორკში, ორჩარდის პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ე.გ მარადიული ცეცხლის ჩანჩქერი. ეს ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ერთდროულად შეგვიძლია დავინახოთ ორი სტიქია: ცეცხლი და წყალი. ამ მოვლენას იწვევს მიწისქვეშ არსებული ბუნებრივი აირის ნაკადები.

image

ბერმუდის სამკუთხედი, ატლანტის ოკეანე
თქვენ ალბათ ბევრი გსმენიათ სახელგანთქმული ადგილის, ბერმუნდის სამკუთხედის შესახებ, რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და ამოუხსნელ საიდუმლოდ ითვლება დღესდღობით. სადაც უკვალოდ გაუჩინარდნენ საზღვაო და საჰაერო ხომალდები, ამ დროს ობიექტთან წყდებოდა კავშირი, მწყობრიდან გამოდიოდა ყველანაირი ხელსაწყო. ამ მოვლენის ახსნა დღემდე ვერ ხერხდება, თუმცა არსებობს უამრავი თეორია, რომლებიც სხვადასხვანაირად ხსნიან ამ მოვლენას.

 

imageimage

 

რიშატის სტრუქტურა, მავრიტანია

რიშატის სტრუქტურა, ასევე ცნობილია როგორც საჰარას თვალი. ეს მკაფიო და თვალსაჩინო მრგვალი გეოგრაფიული წარმონაქმნი მდებარეობს საჰარას უდაბნოში. დაახლოებით 50-55 კმ დიამეტრის. თქვენ ალბათ ვერ შეამჩნიეთ ვერაფერი უცნაური მასში, მაგრამ საჰაერო ხედიდან – და თუნდაც სივრცეში – ეს არის უაღრესად თვალსაჩინო და საოცარი. თავდაპირველად, ის ეგონათ წარმოქმნილი ასტეროიდის გავლენის შედეგად. ასევე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ იგი შეიქმნა ვულკანური ამოფრქვევის შედეგად.
თუმცა ყველა ეს მოსაზრება მცდარი აღმოჩნდა, რადგან მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სტრუქტურის დანალექი ქანები ეროზიის (დედამიწის ქერქის აზევების) მოქმედების შედეგია.

 

image

 

რორაიმას მთა, ვენესუელა

რორაიმას მთა ვენესუელის, ბრაზილიისა და გაიანის საზღვარზე მდებარეობს. ის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე საოცარი ადგილია მისი ფორმისა და ზომის გამო. როგორც ცნობილია, ეს მთა დედამიწაზე მომხდარი უძველესი გეოლოგიური ფორმიერებების შედეგადაა წარმოქმნილი. რორაიმას მთა იმითაა საოცარი, რომ მისი ასაკი 2 მილიარდ წელს შეადგენ და იგი თითქმის ყოველთვის ღრუბლებითაა დაფარული.

imageimage

 

ანჯიკუნის ტბა, ჩრდიოლეთ კანადა

1930 წელს, მონადირე, სახელად ჯო ლეიბლი ღამის გასათევად ინუიტში დარჩა. იქაურები მოუყვნენ, რომ სოფლიდან დაახ. 2000 ადამიანი უკვალოდ იყო გამქრალი. გაოცებულმა ლეიბლმა მაშინვე გაგზავნა ტელეგრამა ამის შესახებ და გამოძიებაც მაშინვე დაიწყო. თუმცა მაძებრებმა ვერაფერი იპოვეს. ლეგენდა ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობა სწორედ ანჯიკუნის ტბამ “ჩაყლაპა”, რომლის მიდამოებშიც ინუიტი იყო აშენებული. მაცხოვრებლების მონაყოლის თანახმად, სწორედ იმ დროს, როდესაც სოფლიდან ხალხი უნდა გამქრალიყო, ტბის თავზე უცნაური ნათება ჩნდებოდა.

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button