გამარჯობათ, როგორ ხართ ? მიცანით მგონი, ჰაჰ დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ და აი დავბრუნდი ჩემთვის დამახასიათებელი უცნაური და საინტერესო ფაქტების ციკლით, მალევე შემოგთავაზებთ განახლებულ ციკლს ავტომობილებზეც. მომენატრეთ ერთგული მკითხველნი.
მოკლედ ბევრს აღარ ვილაპარაკებ და დავიწყებ, პირველი ფაქტით, 1883 წელს ცხედარი და მკვდარი დათვის სხეული გვერდიგვერდ იპოვეს, ცხედარი frank devereaux-ს ეკუთვნოდა, მათ გარშემო კი 20 კვადრატული მეტრის გარშემო ნაფეხურების კვალი იყო არეულად, მიიჩნიეს რომ დათვმა და კაცმა სიკვდილამდე იბრძოლეს.
მეორე ფაქტი ძალიან უცნაურია საქართველოსთვის, ინდოეთში არის სოფელი სადაც არსებულ 300ივე შენობას აქვს კარის ჭრილი მაგრამ არ აქვს კარი, როდესაც ოჯახის ყველა წევრი სადღაც მიდის სახლი ღია რჩება, ისევე როგორც მაღაზიები, სკოლა და ა.შ (წარმოიდგინეთ სოფლის საპირფარეშო კარების გარეშე)
ყურადღება ! წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ, გაუზიარეთ მეგობრებს და ახლობლებს, მესამე ფაქტი ახსნის იმას თუ რატომ არის ხალხი დიეტისგან უკმაყოფილო, დიეტები შექმნილია იმისთვი რომ დიეტური საჭმლის გაყიდვას შეუწყოს ხელი და არა იმისთვის რომ თქვენ წონაში დაიკლოთ, ეს მარკეტინგია ამიტომაც დიეტების 98% უშედეგოა.
გამდიდრება ვისაც გსურთ ეს გამოგადგებათ, მეოთხე ფაქტი მოგვითხრობს იმაზე თუ როგორ დამალა მულტიმილიონერმა forret fenn-მა 1დან 3 მილიონამდე ღირებულების განძი Rocky Mountains-ის ტერიტორიაზე. განძის საპოვნელად საჭიროა ამოხსნათ მის მიერ შედგენილი თავსატეხი რომლის ამოხსნაც ჯერ ვერავინ შეძლო. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ
მეხუთე ფაქტი კინომანებს, ფილმის cannibal holocaust-ის რეჯისორ მოუწია დაემტკიცებინა რომ მსახიობები გადაღების შემდეგ ცოცხლები იყვნენ და გადაღების დროს არ დახოცილან. უყურეთ ამ ფილმს…
მეექვს ფაქტი კი არა ბედის ირონიაა, 2009 წელს მექსიკაში კაცი რომელიც ექსპერტი გახლდათ განხრით “როგორ არ მოგვიტაცონ” ან “როგორ არ გავხდეთ მოტაცებულნი” მოიტაცე მას შემდეგ რაც მან წაიკითხა ლექცია ყოველივე ამის შესახებ.
მეშვიდე ფაქტი ასტროლოგიის მოყვარულებს, 2015 წელი ერთი წამით უფრო გრძელი იქნება ვიდრე ჩვეულებრივ, ეს გამოწვეულია იმისგან რომ დედამიწის ბრუნვა მცირდება.
თქვენ თუ გამდიდრებას აპირებთ ან მდიდარი ბრძანდებით მოერიდეთ ფინეთს, მერვე ფაქტი : ფინეთში ჯარიმის ღირებულება განისაზღვრება იმით თუ რამდენია თქვენი საშუალო შემოსავალი თვის და წლის მანძილზე, 2002 წელს nokia-ს დირექტროი დააჯარიმეს $103.600 ით სიჩქარის გადაჭარბების გამო, ის 75კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა 50კმ/სთ ზონაში.
მეცხრე ფაქტი ფეისბუქის მომხმარებლებს, Mark Zuckerberg-მა (ფეისბუქის შემქმნელმა) განაცხადა რომ ფეისბუქს არასდროს ექნება დისლაიქ ღილაკი, რადგანაც ის ფიქრობს რომ ეს არ არის კარგი სამყაროსთვის.
მეათე შოკისმომგვრელი, საინტერესო, არარეუალური მაგრამ ფაქტია. სათამაშო დათუნიები უფრო ხშირად ხდებიან ბავშვის სიკვდილის მიზეზი ვიდრე ნამდვილი დათვები.
მადლობა ყურადღებისთვის, ვეცადე ყველანაირი ასაკის, აზროვნების, ტრაიციების და ინტერესების ადამიანს მოსწონებოდა პოსტი. მალე შემდეგი ნაწილით დავბრუნდები. დროებით მეგობრებო.