არქივი

მამაკაცებისა და ქალების სექსუალური ჟესტები

ed4cf78e489b

გაუგებრობის თავიდან აცილება მამაკაცებსა და ქალებს შორის ბევრ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ სწორად გეცოდინებათ ერთმანთის “სხეულის ენა”. ახლა გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ ზოგიერთ გამორჩეულ ჟესტს, რომელიც ქალბატონებისა და მამაკაცების სექსუალურ მოქმედებებს ეხება. ეს ცოდნა ბევრ სიტუაციაში დაგეხმარებათ, რომ გქონდეთ ურთიერთობა საპირისპირო სქესთან ოფისიდან დაწყებული რომანტიკული საღამოთი დამთავრებული.

არ გაგიკვირდეთ თუ თქვენ თავს ამოიცნობთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ საპირისპირო სქესის მოქმედებები არასწორად გესმოდათ და თქვენ თავს სულიერად ტანჯავდით და სხვებსაც აწვალებდით. საიდუმლო არ არის, რომ ქალებისა და მამაკაცების მოქმედებების არასწორ გაგებას ემოციურ კონფიქტამდე და სულიერ დაცარიელებამდე მივყვავართ. ახლა კი შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ეს ყველაფერი.

847b588f3ca4

სექსუალურ ჟესტებს შორის მამაკაცებისა და ქალების განსხვავდება ერთმანეთისაგან. თუ მამაკაცს, როგორც წესი, სურს თავი მოაწონოს ერთ კონკრეტულ ქალს, ქალბატონების უმრავლესობა ცდილობს, რომ თავი მოაწონოს იქ მყოფი მამაკაცების დიდ ნაწილს. სექსუალური ჟესტები ძალიან ბევრია. მათ უმრავლესობას გააჩნია თავისი ანალოგი ცხოველთა სამყაროშიც და გადმოგვეცა ჩვენ ჩვენი წინაპარი მაიმუნებისგან.

ქალბატონებისათვის დამახასიათებელია შემდეგი სექსუალური ჟესტები:

• როდესაც იგრძნობს მამაკაცის მზერას, ხელით ასრულებს მოძრაობას, ისწორებს ტანსაცმელს, ვარცხნილობას, თმებს გადაიწევს ან უბრალოდ შეეხება მათ.

• თავის მკვეთრი მოძრაობა, რათა გადაყაროს თმები სახიდან მხრებისაკენ ზურგს უკან. ქალბატონები მოკლე ვარცხნილობებით ხშირად ინსტიქტურად აკეთებენ ამ ჟესტს.

• პერიოდულად თავის გადახრა, შემდგომ კი მთლიანი დახრა მამაკაცისკენ.

• სიარულის დროს ზურგი გამართული აქვს, მკერდი წინ არის წამოწეული, თეძოები კი რიტმულად მოძრაობენ.

• ჯდომის დროს კი – ნელი მოძრაობით სწორდება და ფეხს ფეხზე იდებს.

• ხელით ეხება მუხლებს, თეძოებს და ზოგადად კუნთებს. о

• ოდნავ გაშლილი ფეხები, დამოკიდებულია ქალის მდგომარეობაზე (ზის თუ დგას).

• ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელის გულები.

• მოუსვენრად, ნელა ერთ ფეხს გადაიდებს მეორეზე, შემდეგ მალევე ჩვეულებრივ პოზიციას უბრუნდება.

93539f64516a

• ჯდომის მდგომარეობაში, ცალი ფეხი ისე აქვს მოხრილი, რომ თითონ პოზა თითქოს ეუბნება მამაკაცს: “თქვენს კამპანიაში თავს მყუდროდ ვგრძნობ”.

• როდესაც ქალი ფეხსაცმელებს თითის წვერებზე ათამაშებს ესეც იმას მოწმობს, რომ ის კომფორტულადაა მამაკაცის გარემოცვაში.

• ასეთ შემთხვევებში ფეხსაცმლის წვერი ან მუხლის თავი მიმართულია იმ ადამიანისკენ, რომელიც ქალბატონს იმ მომენტში აინტერესებს.

• მაჯის დემონსტრაცია – ქალბატონი, რომელიც დაინტერესებულია პოტენციურ პარტნიორში, პერიოდულად გაჩვენებთ თავის ნაზ, გლუვ მაჯის კანს.

• წინ წამოწეული მკერდი.

884a361a55de

• ინტიმური მზერა, ასევე მზერა ოდნავ ნარევი ღიმილით.

• ოდნავ იღიმის, შემდეგ თვალებს ხრის და იყურება სხვა მხარეს (კეკლუცი ქალის მზერა).

• ოდნავ ღია პირი და სველი ტუჩები.

• მშვიდი, დაბალი ხმით საუბარი.

• როდესაც ეხება ცილინდრის ფორმის ნიVტებს (სიგარეტს, შამპანურის ჭიქას).

• როდესაც ქალს მართლაც მოსწონს მამაკაცი, ის სულ “შემთხვევით” ეცდება დაჯდეს მასთან ახლოს.

• საუბრისას ის მამაკაცისკენ უფრო მეტად იხრება, ვიდრე თავად მამაკაცი.

• დაინტერესებაზე მეტყველებს თვალებით კონტაქტი. როდესაც ქალი ზის მამაკაცის პირდაპირ და უყურებს თვალებში (თუმცა ეს ზოგჯერ აგრესიულ დამოკიდებულებასაც გამოხატავს).

• როდესაც ქალი იღებს სარკეს და უყურებს საკუთარ თავს, მაშინ, როცა მამაკაციც ახლოსაა.

• ტუჩის პომადის გამოყენება მამაკაცის გარემოცვაში.

მამაკაცებისათვის დამახასიათებელია შემდეგი სექსუალური ჟესტები.

• ფეხები ფართოდ გაშლილი, განურჩევლად იმისა ზის თუ დგას. კარგად შესამჩნევია მეტროში, სადაც მამაკაცები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, სხედან ქალბატონების წინ ფართოდ გაშლილი ფეხებით.

• მზერა არ ჩერდება სახეზე, არამედ მთელ სხეულზე დარბის, თითქოს “ხდის” ქალს მზერით.

• ხელის გულები თეძოებზე უდევთ.

• ცერა თითები ქამარში აქვთ გაყრილი ან პიჯაკის, შარვლის, ქურთუკის ჯიბეში (მხოლოდ ცერა თითი!).

• ხელით ისწორებს თმას, ჰალსტუხს, საყელოს და ეხება ყელს.

e455def96c70

• ქალის გამოჩენისას იმართება წელში.

• ყბა მოძრაობს ქვევით და ზევით.

• სასმელს მთელი ხელით ურევს, ანუ ამუშავებს ხელისა და მხრის ყველა კუნთს.

• წინ და უკან დადის.

• ჯდომისას ფეხები წინ აქვს წამოწეული და გაშლილი.

ქალებისა და მამაკაცების საერთო სექსუალურ ჟესტებად მოიაზრება:

91ecc73dd9ab

• ცერა თითის ქამარში გაყრა, ჩანთაში ან ჯიბეში დამალვა.

• ერთი ან ორივე ხელი თეძოზე.

• ფეხები გაშლილი იმაზე მეტად, ვიდრე საერთოდ აქვთ ხოლმე.

• გაგრძელებული ინტიმური მზერა.

• თუ თქვენი ყურებისას ადამიანს უფართოვდება თვალის გუგები, ესე იგი თქვენ მას მოსწონხართ, თუ უპატარავდება – შანსიც არ გაქვთ.

• პირველი მზერა “თვალი თვალში” გრძელდება არა უმეტეს 4-5 წამისა. რის შედეგადაც მზერა მიდის დაბლა.

• ქალბატონები უყურებენ მხრებს და ხელებს, შესაძლებლობის შემთხვევაში კი ფეხებს და უკანალს. მამაკაცები თავდაპირველად აფასებენ მთელ ფიგურას, ტანსაცმლის სტილს, საბოლოოდ კი მათ მზერაში ხვდება მკერდი, შემდეგ წელი და ბოლოს თეძოები.

• გახშირებული თვალის კონტაქტი (მთლიანი ურთიერთობის 2/3).

• გასწორება წელის, მხრების, მკერდის როდესაც ობიექტი გამოჩნდება. ასევე კუნთების ტონუსის გააქტიურება.

• როდესაც მომავალი შეყვარებულები ერთად თავს კომფორტულად გრძნობენ, ისინი ერთმანეთს ისე უყურბენ, რომ მათი მხრები ერთმანეთის პარალელურადაა განლაგებული.

• ობიექტის ჟესტების განმეორება. თუ მამაკაცი ფეხს ფეხზე იდებს, ქალიც იგივეს შვება, ან ქალბატონი მარცხნივ იხრება, მამაკაცის ასე იქცევა. ისინი საერთო რიტმს იცავენ და უყურებენ ერთმანეთს თვალებში.

ეს ჟესტები შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა პარტნიორთან ერთდროულად, რომელიც უფრო კარგად უპასუხებს თქვენ სიგნალებს, სწორედ ის გახდება რჩეული. უბრალოდ ყველაზე “გამოხმაურებადი” პარტნიორი მოგწონთ ყველაზე მეტად.

მაგრამ ყველა მამაკაცი და ყველა ქალბატონი როდი იქცევა ყოველთვის ასე. ეს უბრალოდ საერთო ინფორმაციაა. საშუალო სტატისტიკური ნორმაა, რომელიც მიღებულია მამაკაცებისა და ქალბატონების უმრავლებობისათვის. ნებისმიერი ინდივიდის ქცევა შესაძლოა სრულიად განსხვავდებოდეს სტანდარტულისაგან.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button