გართობა

თქვენ რას ნანობთ?

4e87a8d87417

მანამ სანამ თქვენ არ ხართ რობი ვილიამსი და არ გაქვთ სიმღერა სახელწოდებით “No Regrets”, თქვენ აუცილებლად გექნებათ ისეთი მოგონებები, რომელთა შეცვლა ნამდვილად გენდომებოდათ, რასაც დღესაც ნანობთ.

ალექსანდრა რალუკა დრაგი ლონდონში მოღვაწე ფოტოგრაფია, რომელმაც გადაწყვიტა აღებეჭდა ადამიანის სინანულის ფაქტები. მისი პროექტის სახელია “რას ნანობთ ყველაზე მეტად?”, სადაც უცნობი ადამიანები პოსტერებით არიან და გვიყვებიან იმაზე, თუ რას შეცვლიდნენ საკუთარ ცხოვრებაში.

ალექსადრა თავის საიტზე ამ პროექტის იდეას ხსნის:

“მე ვფიქრობ, რომ ხშირად როდესაც შენს აზრს უზიარებს სხვას, ვინც შენთვის უცხოა, შენ ხვდები, რომ შენი სული დაფარული იყო შავი სატინით და მალევე შეგიძლია შეიგრძნო თავისუფლება.

არ მჯერა ხალხის, რომელიც ამბობს, რომ ისინი საერთოდ არაფერს არ ნანობენ. ჩემი აზრით, არის განსხვავება სინანულის არ ქონასა და იმას შორის, რომ მასზე არ ვიფიქროთ. სინანულზე არ ვიფიქროთ კარგია, რადგან ეს ის არის, რაც წარსულში ჩავიდინეთ. მე ეს ყველაფერი ჩემი ანონიმური კვლელისას აღმოვაჩინე და შემდეგნაირად შემიძლია ვცადო მისი ახსნა: “თუ ჩვენ გავატარებთ დროს სინანულში, იმაზე თუ რა ჩავიდინეთ გუშინ და იმაზე დარდში, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ, მაშინ ჩვენ არ გვაქვს დღევანდელი დღე, რომ ვიცხოვროთ”

ახლა კი ნახეთ უცნობების გულწრფელი პასუხები იმაზე, თუ, რაც ნანობენ და რას შეცვლიდნენ ცხოვრებაში.

ვიწექი ლის დედასთან

efbaaa36eaf5

15 წლის წინ, არ ვიყავი მამაჩემთან, როდესაც ის მოკვდა

c84a5b4b9f67

არ ვიყავი თავდაჯერებული, რომ ვყოფილიყავი დღეს უკეთესი

c25afb354577

რაც გუშინ ღამით გავაკეთე

4b2e72290d93

რომ არ ვწერე იმდენი, რამდენიც მინდოდა

9b2faef7ba93

არ ვთქვი “მე შენ მიყვარხარ” საკმარისად ბევრჯერ

8fa03b326262

ჩვენი ყველაზე დიდი სინანულია, რომ არ გადმოვედით აქ საცხოვრებლად უფრო ადრე. ჩვენ ძალიან მოგვწონს აქ

44ffb6f1d7e4

როდესაც ჩემს დას ფული მოვპარე

9278bb5e7d77

რომ არ ვუსმენდი

80e5bb104110

ალკოჰოლზე დამოკიდებული როდესაც ვიყავი

20edda2c85bd

კოლეჯი არ უნდა მიმეტოვებინა

ba550f9f701f

რომ არ გავხდი ფეხბურთელი

90e0fec0782e

თქვენ რას დაწერდით იგივე შეკითხვა რომ დაესვათ?

მსგავსი ამბები

Back to top button