უცნაური

ქალაქ ბექვუდის ვამპირები (III და IV ნაწილი)

7db1969b8df3

ბექვუდის ვამპირები III და IV ნაწილის გაგრძელება.

ნაწილი III

სტეფანი შემოვიდა საკლასო ოთახში, გადახედა კლასს, თავისუფალი ადგილი მხოლოდ თეას გვერდზე ეგულებოდა. წყნარი, ნელი ნაბიჯით მივიდა და გოგონას გვერდძე მიუჯდა. თეა ახტაცებით უყურებდა სტეფანს, თითქოსდა საიდანღაც ეცნობოდა, მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან. თეა მიუბრუნდა სტეფანს უყურებდა თვალებში და გაუღიმა, სტეფანიც არ იყო გულგრილი გოგონას მიმართ და მანაც გაუღიმა, თეას ხელი გაუწოდა და უთხრა: მე სტეფანი ვარ. გოგონამ ხელი ჩამოართვა უპასუხა: მე კი თეა, სტეფან საიდან გადმოხვედი ჩვენ ქალაქში? ან სემესტრის შუა რიცხვებში რატომ გადაწყვიტე გადმოსვლა ახალ სკოლაში? სტეფანმა ამ კითხვას თავი აარიდა , შემდეგ კი გოგონას კითხა : თეა ძალიან ცნობისმოყვარე ჩანხარ, ყველაფერს დრო და დრო გაიგებ. შემდეგ გაუღიმა და ამ დროს გაისმა ზარის ხმა, მოსწავლეები ფეხზე წამოდგნენ და გავიდნენ დერეფანში. სტეფანი და თეაც ერთად გავიდნენ. თეა სტეფანს ახალი სკოლის შესწავლაში ეხმარებოდა : ეს სამზარეულოა ,ეს ისტორიის კაბინეტი ,ეს გეოგრაფიის… თან ხანდახან ერთმანეთს თვალებში შეხედავდნენ და გაუღიმებდნენ. დასვენების დროს სამზარეულოში შევიდნენ და ერთ მაგიდაზე დასხდნენ, ამ დროს ვარჯიშიდან მოვიდნენ ჯესიკა და სარა თეას მიესალმნენ და მიუსხდნენ მაგიდას. ჯესიკამ ყურში ჩასჩურჩულა თეას: რასიმპათიური ბიჭია სად გაიცანი. სტეფანმა ჩაიცინა რადგან მას კარგი სმენა ქონდა და ყველაფერი გაიგო, მაგრამ გოგონებს ეს არ შეუმჩნევიათ.დერეფნიდან შემოვიდა დევიდი (თეას ყოფილი შეყვარებული) და როდესაც დაინახა თეა ახალ კლასელთან საუბრობდა და ერთმანეთის მიმართ გულგრილები არ იყვნენ, ამაზე ძალიან გაბრაზდა. მივიდა თეასთან ხელი მოკიდა,გრუბად ააყენა და უთხრა: ჯერ ერთი კვირაც არაა რაც დავშორდით და უკვე ეს არარაობა გაიჩინე? თეა ამაზე გაბრაზდა და უპასუხა: ჩემ ცხოვრებაში ნუ ერევი ეს შენი საქმე აღარაა და არავინაც არ გამიჩენია ის უბრალოდ მეგობარია. სტეფანი წყნარად წამოდგა ფეხზე და დევიდს მიმართა: გოგონას ხელი გაუშვი და თვალებში მიაშტერდა. დევიდმა ამაზე ხმამაღლა გაიცინა და უპასუხა: გოგოს დაცვა გადაწყვიტა ჯენტლმენმა. ამაზე სტეფანმა გაიღიმა: გოგონას ხელი გაუშვი ბოლოჯერ გიმეორებ. ამ დროს გარშემო შეიკრიბნენ დევიდის თანაგუნდელები. დევიდი ნელი ნაბიჯით მივიდა სტეფანტან და მუშტი მოუქნია, მაგრამ სტეფანი არც განძრეულა მუშტი დაუჭირა თვალებში შეხედა, ხელი კრა დევიდს და ძირს დაანარცხა. ამაზე სტეფანს მისცვივდა დევიდის სამი თანაგუნდელი და ცემა დაუპირეს მაგრამ სთეფანმა სწრაფი მოძრაობით სამივე ძირს დააგდო. შემდეგ ერთი ბიჭი წამოდგა, სკამი აიღო და ესროლა, მაგრამ სთეფანმა სკამი ჰაერშივე დაიჭირა და უკან დაუბრუნა ბიჭს ისეთი სიძლიერით, რომ ბიჭმა გონება დაკარგა, თან სისხლიც წამოუვიდა თავიდან.სისხლის სურნელზე სტეფანს თვალის გუგები უწითლდებოდა, მაგრამ მოახერხა წყურვილის მოთოკვა და სწრაფი ნაბიჯით სამზარეულოდან გავიდა. სკოლის გოგონებმა კი გაოგნებით და აღტაცებით მიადევნეს თვალი სტეფანს, შემდეგ კი დაიწყეს ერთმანეთში ჭორაობა მასზე. თეაც გაკვირვებული უყურებდა სტეფანს და როდესაც სტეფანი სამზარეულოდან გავიდა თეა გაეკიდა მას, მაგრამ კარებში გავიდა თუ არა ცარიელ დერეფანში სტეფანი აღარ მოსჩანდა.სტეფანი სასწრაფოდ გაეცალა სკოლის ტერიტორიას და შევიდა ტყეში, სისხლის წყურვილი იმდენათ ძლიერი იყო მასში რომ, ცოტაც და გონებას ვეღარ გააკონტროლებდა, ყველა გაიგებდა თუ ვინ იყო ის.უცბად სტეფანს უკნიდან ხმა მოესმა, მიბრუნება სცადა მაგრამ ქარის სისწრაფით ვიღაც ეცა მას უკნიდან და ისეთი სიძლიერით დაარტყა რომ ხეს შემოენარცხა.

54360b99330d

სტეფანი უცბად წამოდგა მოტრიალდა მაგრამ ვერავინ ვერ დაინახა, უცბად მოისმა სიცილის ხმა და ბუჩქებიდან გამოვიდა ბიჭი სტეფანს მისი დანახვა ძალიან გაუხარდა ერთმანეთს გადაეხვივნენ. სტეფანმა უთხრა : ესყველაფერი ხომ, მაგრამ დარტყმა რითი დავიმსახურე? დარტყმა იმით დაიმსახურე, რომ არ მითხარი ბექვუდში, რომ ბრუნდებოდი და მარტო დამტოვე კალიფორნიაში. სტეფანმა ჩაიცინა გადაეხვია და უთხრა : საერთოდ არ შეცვლილხარ ძმაო, ჩვენი და როგორ არის ან რომელქალაქში მოგზაურობს ახლა? . დერეკმა უპასუხა :ჩვენი და არ ვიცი მაგრამ ის მითხარი რატომ დაბრუნდი ქალაქში, ამ ქალაქმა შენ ტკივილისა და ცუდი მოგონებების მეტი არაფერი დაგიტოვა. სტეფანმა შეხედა და კითხვას პასუხი აარიდა. შემდეგ დერეკმა სტეფანს ხელი გადახვია და გაეშურნენ სახლისაკენ.

ნაწილი IV (მოგონებები)

(1866 ქალაქ მონტეკარლოს დაარსების პერიოდი) სტეფანი და დერეკი არიზონას შტატიდან მონაკოს ერთ-ერთ რაიონში, მონტეკარლოში, გადავიდნენ საცხოვრებლად, დერეკი კარგად იცნობდა პრინც ჩარლზ III-ეს, ამიტომაც მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ მონტეკარლოში ჩამოსვლისას. ძმებს შეეძლოთ თავისუფლად ენადირათ ტურისტებზე, აეშენებინათ საცხოვრებელი და გაეკეთებინათ ყველაფერი რასაც მოისურვებდნენ, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით, პრინცმა ჩარლზ III-ემ კარგად იცოდა თუ ვინები იყვნენ ძმები სტეფან და დერეკ არმსტრონგები, მან მან ასეთი პირობა შესთავაზა ძმებს, არავინ არ შეაწუხებდა, ოღონდ ქალაქის მკვიდრთათვის ხელი არ უნდა დაეკარებინათ და არ უნდა მიეყენებინათ სახელმწიფო კარისთვის ზიანი. დერეკი და სტეფანი დათანხმდნენ ამ პირობას, ისინი შესანიშნავად ატარებდნენ დროს, ერთობოდნენ ბარებში ,აჯადოვებნენ გოგონებს თავიანთი მომხიბვლელობით, სვავდნენ ტეკილას,ვისკის და შემდეგ ტურისტ გოგონებზე ნადირობდნენ. ყველაფერი კარგი ტემპით მიმდინარეობდა, მაგრამ ერთ დღესაც სტეფანი სახლში დაბრუნდა მაგრამ დერეკი არ დახვდა შინ, სტეფანს და დერეკს სულ მოსდიოდათ ერთმანეთში სპორი, რადგან დერეკი, სტეფანზე 2 წლით უფროსი იყო და მას სურდა ნებისმიერი გადაწყვეტილებების მიღება თავად ,მაგრამ სტეფანი მას არ უჯერებდა და ყველაფერს თავისით აკეთებდა. სტეფანი ფიქრობდა, რომ დერეკი მალე დაბრუნდებოდა მაგრამ, მას კარებზე კაკუნის ხმა შემოესმა გაიღო კარები და და შინ შემოვიდა კლასიკურად ჩაცმული მამაკაცი, ერთ-ერთი პირველყოფილი ვამპირის “კლაუსის” ბრძანებით იყო მოსული, მან სტეფანს გადასცა, რომ მისი ძმა, მათ ყავდათ მძევლად და კლაუსს მისი ნახვა სურდა, შემდეგ კი ეს კაცი გაქრა. სტეფანი ჩაფიქრდა არ იცოდა რა ექნა, მაგრამ ერთადერთი რაც იცოდა ის იყო, რომ კლაუსთან სტუმრობის შემდეგ ცოცხალი ვერც ის დარჩებოდა და ვერც თავისი ძმა. მან გადაწყვიტა თავისი ძმის გამოხსნა და გაეშურა ქალაქში სადაც ბოლოს კლაუსი ეგულებოდა, ეს ქალაქი იყო ნიუ ორლიანი. სტეფანი ჩავიდა ნიუ ორლიანში და წავიდა მთავარი კვარტლისკენ სადაც კლაუსი და მისი ოჯახი ცხოვრობდა.ნიუ ორლიანში შუა ღამე იყო.

253a17402765

სტეფანმა გადაწყვიტა ჩუმად შეპარულიყო, მაგრამ კლაუსს ვამპირების დაცვა ჰყავდა, სტეფანი უცებ შეიბყრეს და კლაუსთან მიაბრძანეს.სტეფანმა ნახა თავისი ძმა რომელიც ბოძზე ჰყავდა გაკრული კლაუსს, მას ეგონა რომ ეს დასასრული იყო, მაგრამ უცბად შენობის მეორე სართულზე კარები გაიღო და გამოვიდა კლაუსი.

8b4526448c83

კლაუსმა თქვა: ხელი გაუშვით სტუმარს, როგორ ებყრობით (და გაიღიმა). მივიდა სტეფანთან ხელი დაადო ზურგძე და უთხრა : შენ მე მიღალატე , მე კი მოღალატეებს იცი, როგორც ვუსწორდები ,მაგრამ დღეს გამონაკლისს დავუშვებ და ჩემიძმის ელაიჯას მაგვარ გულისხმიერებას გამოვიჩენ, გაგიშვებ, ოღონდ ერთი პირობით. სტეფანს სხვა რაგა დარჩენოდა ან უნდა დათანხმებულიყო მის პირობას ან უნდა მომკვდარიყო. სტეფანმა უთხრა: ნებისმიერ რამეს გავაკეთებ ოღონდ ჩემი ძმა გაათავისუფლე. დერეკს გონება ჰქონდა დაკარგული და ხმას ვერ იღებდა. კლაუსმა უბრძანა მცველებს რომ დერეკი გაეთავისუფლებინათ და მან უთხრა სტეფანს: აი ჩემო მეგობარო პირობა რაში მდგომარეობს 1 თვეს გაძლევ. შენ კარგად იცნობ პრინც ჩარლზ III-ეს , მისი ქალიშვილი უნდა მოიტაცო და მომიყვანო, რისთვის მჭირდება არ მკითხო, უბრალოდ შეასრულე ეს პირობა და თავისუფალი იქნები ჩემი სამსახურიდან და ასევე გაპატიებ რომ ოდესღაც მიღალატე. შეგიძლია შენი ძმა წაიყვანო ხომ იცით მე კლაუსი ვარ ვერსად დამემალებით, შეგიძლია წახვიდე, 1 თვე გაქ დრო შემდეგ თქვენზე ნადირობას გამოვაცხადებ. ამ დიალოგის შემდეგ კლაუსი ნელი ნაბიჯით წავიდა თავისი ოთახისკენ. სტეფანმა თავისი გონებადაკარგული ძმა ხელში აიყვანა და დიდი სისწრაფით გაქრა. როდესაც დერეკი გამოფხიზლდა სტეფანმა ყველაფერი უამბო, მაგრამ დერეკი ამ წინადადებას არ დათანხმდა. ჩარლს III-ე მისი კარგი მეგობარი იყო და არ აპირებდა მისი ქალიშვილის მოტაცებას და კლაუსის, (თვით ეშმაკის) ხელებში ჩაგდებას. სტეფანი არ დაეთანხმა მას რადგან იცოდა რომ თუ პირობას არ შეასრულებდნენ კლაუსი ადრე თუ გვიან მათ იპოვიდა და დახოცავდა, მაგრამ დერეკმა ძმას გადაათქმევინა და ორივემ გაიქცნენ ქალაქიდან, ამის შემდეგ ქალაქ მონტეკარლოში ძმები არმსტრონგები არავის უნახავს და კლაუსმა კი მათზე ძებნა გამოაცხადა .კლაუსმა მაინც მოიტაცა ჩარლზ III-ის ქალიშვილი და თავის ბოროტ გეგმებში გამოიყენა, მაგრამ ის ბრაზობდა არა იმაზე რომ ძმებმა მას უღალატეს, ის ბრაზობდა თავის თავზე რომ ერთხელ ღალატი აპატია მათ და ამით თავის პრინციპებზე უარი თქვა.ძმებმა კი იცოდნენ, რომ თუ ოდესმე კლაუსი იპოვიდა სიკვდილი არ ასცდებოდათ…

Ps: V და VI ნაწილი სამშაბათამდე,ამ ნაწარმოებში შეიძლება შეხვდეთ მრავალი ფილმის პერსონაჟებს , ეს ფილმებია ორიგინალები,ვამპირის დღიურები, ბინდი და სხვა მრავალი. გთხოვთ დაწეროთ კომენტარები და გაუზიაროთ მეგობრებსაც.

DaRkSoUl

CHEM SHESAXEB ARAPERI ARAA SACHIRO ROM ICODET!

მსგავსი ამბები

Back to top button