არქივი

თანამედროვე გეიშების საიდუმლოებები

3b49808fb871

წითელი ტუჩები და თეთრი კანი, მგრძნობიარობა და მოხიბვლა… რა იცით იაპონელი გეიშების ქცევებზე, რომლითაც ისინი კაცებს ჭკუიდან შლიან? 400 წლის განმავლობაში გოგონები კიმონოში მთავარი გამოცანა იყო აზიაში, აქ კი გაგიმხელთ ეგზოტიკური შესახედაობის ქალბატონების საიდუმლოებებს.

1. მომზადება

სპეციალურად იაპონიისათვის ზოგიერთი წარმატებული ბრენდი უშვებს ლიმიტირებულ კოსმეტიკის კრებულს გეიშებისათვის. როგორც წესი მათში შედის კანის გამათეთრებელი კრემი და პუდრა, გამძლე პომადები და ლაინერები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში არ უნდა მოიშორონ გეიშებმა. რთულიმ მაღალი ვარცხნილობის ნაცვლად თანამედროვე გეიშები პარიკებს იყენებენ. თავის წესრიგში მოსაყვანად გეიშა დღეში დაახლოებით 4-5 საათს ხარჯავს.

2. სასწაულმოქმედი სოკო

თითქმის ყველა გეიშას გამზადებული აქვს სოკო მეიტაკის ფხვნილი (ამ სოკოს უწოდებენ “მოცეკვავე სოკოს” ან “იაპონელი გეიშების სოკოს”). ითვლება, რომ ეს ნატურალური საკვები დანამატი ძალიან ამცირებს ნებისმიერი საკვების კალორიულობას და ეხმარება გეიშებს შეინარჩუნონ სხეულის ფორმები. მეიტაკის მეორე თვისებაა პერიოდების წინ მოხსნას მისი სიმპტომები: გადაღლილობა, ტკივილი და გულის რევის შეგრძნება.

3. მთავარი ვალდებულებები

თანამედროვე გეიშამ აუცილებლად უნდა იცოდეს რამდენიმე ენა, უნდა შეეძლოს ნებისმიერ თემაზე საყბრის გაბმა და სასიამოვნო კამპანიის შექმნაც მისი ვალდებულებაა. ის უნდა უკრავდეს მუსიკალურ ინსტრუმენტზე, მღეროდეს, ცეკვავდეს და ატარებდეს ჩაის ცერემონიას ყველა კანონის დაცვით.

ac008742fc5e

4. მსუბუქი ყოფაქცევის გეიშა

გეიშა – ელიტური კულტურის კომპანიონი – მეორე მსოფლიო ომის დროს, მისი სახელი ნამდვილად “გაფუჭდა”. გეიშა გოგონა – ასე ეძახდნენ ამერიკელი ჯარისკაცები ყველა იაპონელ ქალს, ვინც კი მათ შეხვდებოდათ. ამის შემდეგ გეიშები აღქმულნი იყვნენ, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები. სინამდვილეში კი ეს ასე ნამდვილად არ არის. ნამდვილი გეიშის იაპონელი სექს-მუშაკისგან (იაპონიაში მათ “იუძეს” უწოდებენ) გარჩევა გარეგნობით შეგიძლიათ. “იუძეებს” კიმონოს ქამარი – ობი, მარტივი კვანძით აქვთ შეკრული (ასე უფრო სწრაფად განათავისუფლდებიან ტანისამოსისაგან), გეიშას კი ზურგთან მრავალი რთული კვანძით შეკრული ქამარი უკეთია. “იუძეებს” ფეხსაცმელი შიშველ ფეხზე აცვიათ, თეთრი წინდების გარეშე. ასევე ისინი თმებს იმშვენებენ უამრავი თმის სამაგრით და წითელი ძაფებით.

5. მოსწავლე გეიშები

ძველად გეიშას სწავლება 10 წლის ასაკში იწყებოდა, ახლა კი სწავლება 16 წლიდან იწყება. როგორც წესი, პირველი 2-4 წლის განმავლობაში მოსწავლე გოგონებს აქვთ “მაიკოს” სტატუსი. ითვლება, რომ ახალგაზრდა გოგონები იზიდავენ კლიენტებს გარეგნობით, ნამდვილი გეიშები კი ტალანტითა და შესაძლებლობებით. “მაიკოს” გარჩევა მსი “უფროსი დისგან” ტანსაცმლითაა შესაძლებელი: “მაიკოების” კიმონოს უფრო მოკლე სახელო აქვს, ხოლო საყელო შიგნიდან წითელი ფერისაა. “მაიკოს” გეიშად გადაქცევისას საყელოს ფერი თეთრად იქცევა, რომელიც მოქარგულია ოქროს ძაფებით.

6. განათლება

გეიშას განათლება რამდენიმე ათეული ათასი დოლარი ღირს. მხოლოდ კიმონო შეიძლება $10-15 ათასი დაჯდეს. ხარჯების ნაწილს თავად “ჩაის სახლების” მეპატრონეები იხდიან. სანაცვლოდ მოსწავლეები აწერენ ხელს კონტრაქტს იმის შესახებ, რომ სწავლების პირველი წლის შემდეგ ისინი იმუშავებენ მხოლოდ თავის “სკოლაში”. თუ გოგონა სკოლის ან პროფესიის შეცვლას გადაწყვეტს, მაშინ მას მოუწევს ძალიან დიდი თანხის გადახდა. ორი საათი, რომ გაატაროთ გეიშასთან საშუალო სტატისტიკური იაპონელის მთელი წლის ხელფასის მეოთხედი დაგიჯდებათ. მხოლოდ მაღალანაზღაურებად პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს შეუძლიათ გაატარონ საღამო ჩაის სახლში, გეიშების საზოგადოებაში.

ecea8fc63126

7. კიმონო

რეალურად, კიმონო არც კაბაა და არც ხალათი, ეს არის ნაჭრის დიდი ნაწილი, რომელსაც იხვევენ ტანზე განსაკუთრბებული წესის მიხედვით და ამაგრებენ რამდენიმე ქამრით. არსებობს კიმონოების რამდენიმე სახეობა: ოფიციალური, ნახევრად ოფიციალური, სპორტლიც კი (მას რეპეტიციების დროს გამოიყენებენ). ზამთარში და შემოდგომაძე ისინი შედარებით თბილ კიმონოებს ატარებენ, გაზაფხულზე და ზაფხულში კი აბრეშუმისგან დამზადებულს.

8. სიარული

გეიშას უცნაური სიარულის მანერა მისი ფეხსაცმლის დამსახურებაა. ეს არის სანდლები ხის ძირზე, სიარული კი საკმაოდ ძნელია, რადგანაც მთელი სიმძიმე ქუსლს აწვება. ფეხსაცმელებს ხშირად ამაგრებენ პატარა ზარებს, რათა სიარულისას გაისმას მათი ხმა.

e97f156460de

9. ფრჩხილები

საუკუნეების გამნავლობაში გეიშებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ ფრჩხილების შეღებვა. მაგრამ ბოლო ათი წლის განმავლობაში ტრადიცია კარდინალურად შეიცვალა.: გოგონებმა არა მხოლოდ უბრალოდ წაისვეს მანიკიური, არამედ ეჯიბრებიან ერთმანეთს ფრჩხილების ხელოვნებაში. როგორც ცნობილია, ფრჩხილების მოხატულობაში ძირითადად ჭარბობს ყვავილების თემა.

10. მოუფრთხილდით ხელებს

ქალურობა მხოლოდ მაკიაჟსა და ტანისამოსში კი არა, ჟესტებშიც იმალება. იაპონელი ფერიები ამბობენ, რომ თუ გსურს მამაკაცის ელეგანტურობით მოხიბვლა, მაშინ მოუფრთხილდით ხელებს. ისინი ძალიან გრძლად არ უნდა გამოიყურებოდნენ.

მსგავსი ამბები

Back to top button