TECH & მეცნიერებაგართობა

ათი ყველაზე რთულად შესასწავლი ენა მსოფლიოში

image

დედამიწაზე დღეისათვის სულ 6000-მდე ენა არსებობს, მათგან ზოგი მარტივია, ზოგი კი შედარებით რთული; არსებობს ისეთებიც, რომლებიც უცხოელებისათვის ნამდვილ კრიპტოგრაფიულ შრიფტს უფრო წარმოადგენს, ვიდრე ადამიანებთან საურთიერთობო ენას. ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ მსოფლიოში არსებული ყველაზე რთულად შესასწავლი ენების ათეული.

 

image

 

10. ტუიუკას ენა

image

“კარგად დაფიქრდი და მერე თქვი”, – გვასწავლიდნენ ბავშვობაში. აი ტუიკუას ენას კი, რომელზეც ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრები ინდიელები ლაპარაკობენ, აუცილებლად სჭირდება ჯერ დაფიქრება და მერე თქმა, რადგან ამ ენაში არსებობს ზმნის ისეთი დაბოლოებები, რომელიც მსმენელს აგებინებს, თუ საიდან იცის მოსაუბრემ ის, რაზედაც ლაპარაკობს. ამას გვერდს ვერანაირდ ვერ აუვლით: ტუიუკას ენა ამას მოითხოვს. აი მაგალითად, თუ გინდათ თქვათ ასეთი წინადადება:”ქალი თეთრეულს რეცხავს”, აუცილებლად უნდა დაამაატოთ: “მე ეს ვიცი, საკუთარი თვალით ვნახე”. გარდა ამისა, ამ ენაში არსებითი სახელის 140-მდე კლასია. ტუიუკას ენა-აგლიუტინატივურია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთი სიტყვა შეიძლება აღნიშნავდეს მთელ ფრაზას.

 

9. აფხაზური ენა

image

აფხაზურ ენაში სულ სამი ხმოვანია а, ы და аа. დანარჩენი ხმოვნები – ე, ი, ო, უ მიიღება ხმოვანი და თანხმოვანი ბგერების შერწყმით. აფხაზური ენის ვოკალური სიღარიბე კომპენსირდება თანხმოვნების სიმდიდრით: ის ამ ენაში 58-ია, ხოლო აფხაზურის ბზიფურ დიალექტში კი – 67. საინტერესოა, რომ აფხაზური დამწერლობა კირილიცას საფუძველზე შეიქმნა 1862 წელს, ხოლო პირველი აფხაზური ანბანი სამი წლის შემდეგ იქნა გამოცემული. ამ ენაზე მოლაპარაკენი ხშირად გამხდარან დაცინვის ობიექტი ყველა სიტყვის წინ ასო а-ს წარმოთქმით. გასაკვირი არაფერია, ეს ასო წარმოადგენს თავისებურ პრეფიქსს, ანუ წინსართს, რომელიც აფხაზურ ენაში ისეთივე როლს ასრულებს, როგორსაც ინგლისურში განსაზღვრული არტიკლი the. ასო “ა” აფხაზურ ენაში ყველა არსებითი სახელს ერთვის წინ.

 

8. კოისანური ენა

 

image

 

კოისანური ენის ნაწილი უკვე გაქრობის გზაზე დგას, ხოლო ზოგიერთი დიალექტი უკვე კარგა ხანია აღარ არსებობს. დღეისათვის ამ უცნაურ ენაზე 370 ათასამდე ადამიანი საუბრობს. საქმე იმაშია, რომ ამ ენაში, რომელზეც ლაპარაკობენ სამხრეთ აფრიკაში, კალაჰარის უდაბნოს გარშემო მცხოვრები ხალხები, არსებობს ეგრეთწოდებული “შიშინა” თანხმოვნები. თვითონ ტერმინი “კოისანი” კოისანური ენის ერთ-ერთი დიალექტისგანაა ნაწარმოები, “კოი”-ადამიანს ნიშნავს, ხოლო “სან”-ბუშმენს. თავდაპირველად ეს ტერმინი აღნიშნავდა ფიზიკურ-რასობრივ ტიპს ამ ხალხებისა და მხოლოდ ამერიკელმა ლინგვისტმა ჯოზეფ გრინბერგმა გამოიყენა ის ენის სახელწოდებად. ცოტაოდენი ხნის წინ მეცნიერმა -გენეტიკოსებმა დაამტკიცეს, რომ კოისანის ხალხები ოდითგანვე მოწყვეტილნი იყვნენ ცივილიზაციას და გარესამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ, უფრო მეტიც -კალაჰარის ჩრდილოეთით და სამხრეთით მცხოვრები ტომები იზოლორებული იყვნენ ერთმანეთისაგან 30 ათასზე მეტი წლის განმავლობაში.

 

7. ფინური ენა

 

image

 

ფინური ენა რომ ძალიან რთულია, ამაში დამეთანხმება ყველა ის ადამიანი, ვინც კი ეცადა შეესწავლა ეს ენა არსებითი სახელის თხუთმეტი ბრუნვით და ზმნის უღლების ასამდე ფორმით. ფინელები ზმნას აბრუნებენ ისე, როგორც არსებით სახელს. დაუმატეთ ამას თანმხმოვნების მონაცვლეობა სიტყვაში, უამრავი სუფიქსი და უცნაური თანდებულები, უცხოელისათვის აბსოლუტურად გაუგებარი ზმნის მართვა და თქვენ საბოლოდ აიღებთ ხელს ამ ენის სწავლაზე, მაგრამ თუ მთელი გულით გსურთ ფინური ენის სწავლა, არ შეშინდეთ, ამ ენას აქვს გასაღები, რომელიც გაგიადვილებთ მის დაუფლებას: სიტყვები იწერება ისე, როგორც იკითხება და წარმოითქმება, არავითარი ზედმეტი ასო აქ არ არსებობს. ფინურ ენაში რამოდენიმე წარსული დროა, მაგრამ მომავალი დრო საერთოდ არ არსებობს. ისინი, ვინც კარგად იცნობენ ამ რასას, ირწმუნებიან, რომ მომავალი დროის უქონლობა გრამატიკაში ფინელების ხასიათს გამოხატავს: თუკი ფინელი რაიმეს შეგპირდა, ის ამას აუცილებლად გააკეთებს.

 

6. ჩინური ენა

 

image

 

ჩინური ენის უახლოესი ლექსიკონი, რომელიც 1994 წელს შეადგინეს, შეიცავს არც მეტი, არც ნაკლები …85 568 იეროგლიფს. როცა ვსაუბრობთ ჩინური ენის შესახებ, უფრო მართებულია ვილაპარაკოთ ჩინური ენის განშტოებებზე, რომლებიც უამრავ დიალექტს აერთიანებს, მაგრამ მათში მარტივი მაინც არცერთი არაა. ავიღოთ იეროგლიფები: აღსანიშნავია, რომ ყველა 85 568-ვე იეროგლიფი არ გამოიყენება თანამედროვე ჩინურში, მათგან ლომის წილი მოდის სხვადასხვა ჩინური დინასტიების სამახსოვრო ლიტერატურაზე და პრაქტიკაში უკვე დიდი ხანია აღარ გამოიყენება. მიუხედავად ამისა, თანამედროვე იეროგლიფები სულაც არაა იოლი. მაგალითად, იეროგლიფი “ნან”, რომელიც გაჭედილ ცხვირს ნიშნავს, გამოისახება 36 სიმბოლოთი. ბედნიერი ევროპელებისაგან განსხვავებით, რომელთაც სულ სამი ათეული ასო – ბგერის სწავლა უწევთ, ჩინელმა რომ წერა შეძლოს, მინიმუმ 1500 იეროგლიფი უნდა იცოდეს ( არა რა, უნდა დავანებო თავი ჩინურის სწავლას).

 

5. ჩიპევა

image

ზმნის ფორმების ჩემპიონი ყოველგვარი კონკურენციის გარეშე ამერიკელი ინდიელების ენა ჩიპევაა. მას მეორენაირად ოჯიბვესაც უწოდებენ. ლინგვისტები ჩიპევას უწოდებენ ოჯიბვეური ენის ერთ-ერთ დიალექტს. იცით, რომ ამ ენაში ზმნის 6000 ფორმაა? მიუხედავად ამ ენის სირთულისა, ორიოდე სიტყვა ალბათ ყველა თქვენგანმა იცის, მაგალითად “ვიგვამი” ან “ტოტემი”. ოჯიბვეს ხალხების ლეგენდებზე დაწერილია ჰენრი ლონგფელოს ცნობილი ეპიკური პოემა. ამერიკელმა კლასიკოსმა გამოიყენა მითები, ტოპონიმები და სიტყვებიც კი ოჯიბვეს ენიდან, მაგრამ მიუხედავად დიდი სურვილისა, ამ ენის შესწავლა ვერა და ვერ შეძლო. ასე რომ, მან შეცდომა უკვე ყდაზევე დაუშვა: ოჯიბვეს ლეგენდარულ გმირს ნანობოჯო ერქვა, ხოლო ჰაიავატა-იროკეზების მითოლოგიის პერსონაჟია.

 

4. ესკიმოსური ენა

image

ალბათ ყველა თქვენგანს სმენია სიტყვა “იგლუ”, რომელიც თოვლისაგან ან ყინულის ბლოკებისაგან აგებულ ესკიმოსების ქოხს ნიშნავს ესკიმოსურ ენაზე. ეს ენა ერთ-ერთ ურთულეს ენად ითვლება მსოფლიოში. “გინესის რეკორდების წიგნი ” ამტკიცებს, რომ მასში ახლანდელი დროის 63 ფორმაა, ხოლო მარტივ არსებით სახელებს აქვთ 252 ფლექსია. ტერმინი “ფლექსია” ენათმეცნიერებაში ნიშნავს სიტყვების ან მათი ფუძეების ცვლილების სხვადასხვაობას. ესკიმოსურ ენას რამოდენიმე განშტოება აქვს, მაგრამ ყველა მათგანი განსაკუთრებით რთულია. ამ ენაზე მოსაუბრეები აზრობრივად მსჯელობენ- ასე, მაგალითად, სიტყვა ინტერნეტი ესკიმოსურ ენაზე აღინიშნება ტერმინით «ikiaqqivik», რას სიტყვასიტყვით ნიშნავს ” მოგზაურობა სხვადასხვა დანაყოფს შორის”.

 

3. ტაბასარინული ენა

image

ზუსტად არაა ცნობილი რაოდენობა ენებისა, რომლებზეც დაღესტნის ხალხები ლაპარაკობენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მათგან 14-ს გააჩნია დამწერლობა. “გინესის რეკორდების წიგნის” მიხედვით, მათგან ყველაზე რთული-ტაბასარინული ენაა. დაღესტნური ენის ეს ლეზგინკური განშტოება მსოფლიო რეკორდსმენია ბრუნვების მიხედვით – მათი რაოდენობა ტაბასარინულ ენაში 44-დან 52-მდეა. ენაში 54 ასოა და 10 მეტყველების ნაწილი, ამასთანავე ენას არ აქვს წინსართები და მათ მოვალეობას ზედსართები ასრულებენ. სპარსული ენისაგან დაღესტნელებმა უძველესი საყოფაცხოვრებო, სამხედრო და სამრეწველო ტერმინოლოგია აიღეს, არაბებისაგან -რელიგიური და სამეცნიერო ტერმინები, ხოლო რუსებისაგან საზოგადოებრივ -პოლიტიკური და სამეცნიერო-ტექნიკური ლექსიკა. თუ ამ ენის შესწავლას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ, რომ მასში 50-ზე მეტი ბრუნვაა.

 

2. ნავახოს ენა

image

იდეა, გამოეყენებინათ რთული ენები დაშიფრული ინფორმაციის გადასაცემად, ამერიკელებს ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს მოუვიდათ აზრად: მაშინ აშშ-ის არმიაში ჩოკტოს ტომის ინდიელები მსახურობდენ. ეს გამოცდილება არაერთხელ იქნა გამოყენებული მეორე მსოფლიო ომის დროსაც. ბასკურ ენასთან ერთად ინფორმაციის საიდუმლოდ გადასაცემად ნავახოს ენაც გამოიყენებოდა. ისეთ ადამიანები, რომლებიც ამ ენაზეც თავისუფლად ლაპარაკობდენ და ინგლისურსაც ფლობდენ, საკმაოდ მრავლად იყვნენ, მაგრამ დამწერლობის მცოდნე ადამიანის პოვნა მეტად რთული იყო. “ქართან მოსაუბრეები” («Windtalkers»), როგორც საკუთარ თავს ნავახოს ენის მცოდნენი უწოდებდნენ, ხანდახან თავად იგონებდნენ ახალ სიტყვებს, რომელიც ამ ენაში მანამდე არ არსებობდა. მაგალითად თვითმფრინავს მათ უწოდეს “ჰე-ახს-ია”, რაც ბუს ნიშნავდა, ხოლო წყალქვეშა ნავს “ბეშ-ლო”, რაც სიტყვასიტყვით რკინის თევზს ნიშნავდა. ნავახოს მეკავშირეები ჰიტლერს “პოსა-ტაი-ვოს” უწოდებდნენ, ანუ “შეშლილ თეთრკანიან ადამიანს”. ხმოვნების და თანხმოვნების გარდა ამ ენაში კიდევ არსებობს ოთხი ტონი: მაღალი, დაბალი, აღმატებითი და დადაბლებითი. ნავახოს ენაში განსაკუთრებით რთულია ზმნის ფორმები: ზმნა შედგება ფუძისაგან, რომელსაც ემატება სიტყვათწარმომქმნელი და სიტყვისშემცველი ზმნიზედები. ფაშისტები ალბათ ტვინს იჭყლეტავდნენ ამ ენაზე დაწერილი შიფრის ამოსახსნელად.

 

1. ბასკური ენა

image

ამ უნიკალურ, ყველა ენისგან განსხვავებულ უცნაურ ენაში შენარჩუნებულია ძალიან ბევრი უძველესი ტერმინი და გამოთქმა. მაგალითად, სიტყვა “დანა” მასში გამოითქმის, როგორც “ქვა, რომელიც ჭრის”, ხოლო სიტყვა “ჭერი” ნიშნავს ” გამოქვაბულის სახურავს”. საუბარია ენაზე, რომელსაც ადგილობრივები ეუსკარს უწოდებენ, ხოლო ჩვენ ბასკური ენის სახელწოდებით ვიცნობთ. ეს არის ეგრეთწოდებული იზილირებული ენა: ის არ მიეკუთვნება ენების ცნობილი ოჯახებიდან არცერთს. დღეისათვის ამ ენაზე საუბრობს და წერს დაახლოებით 700 ათასი ადამიანი, მცხოვრები ესპანეთის ქალაქ ბილბაოდან საფრანგეთის ქალაქ ბაიონამდე. ბასკური ენა აგლიუტინატივური ენაა-ასე უწოდებენ ლინგვისტები ენებს, რომლებშიც ახალი სიტყვების საწარმოებლად გამოიყენება პრეფიქსები და სუფიქსები, ამასთანავე თითოეული მათგანი ატარებს მხოლოდ ერთ მნიშვნელობას. ბასკური ენის ლექსიკონში ნახევარ მილიონამდე სიტყვაა. სწორედ ამით აიხსნება უამრავი სინონიმის და დიალექტის არსებობა. ამ ენის ნაკლებადცნობადობამ და სირთულემ დიდი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომის დროს: მას გამოიყენებდნენ აშშ-ის არმიის რადისტი-მეშიფრეები მნიშვნელოვანი ცნობების გადასაცემად.

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button