გართობაუცნაური

ქალაქ ბექვუდის ვამპირები

4ad596dd427b

ისტორია ბექვუდის ვამპირებზე – I და II ნაწილი.

ნაწილი I

ქალაქი ბექვუდი პატარა მშვიდი ქალაქია აქ თითქოსდა არაფერი ხდება ყველაფერი წყნარი ტემპით მიდის, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. არსებობს ლეგენდა, რომ ძველ დროში, ქალაქ ბექვუდში, ხალხი უცნაური სიკვდილით იხოცებოდა, ეს ძირითადად ხდებოდა ან ტყეში ან ტყესტან ახლოს, თითქმის ყველა დახოცილს ყელზე ნაკბენი ჰქონდა და სისხლისგან დაცლილები იყვნენ. ქალაქში მცხოვრებმა ხალხმა გადაწყვიტა წასულიყვნენ ამ საიდუმლოს ამოსახსნელად, ხოლო ის ვინც ქალაქში დარჩა ელოდებოდა ამ საიდუმლოს პასუხს. ხალხი დაიძრა ტყისკენ ჩირაღდნებით, ხმლებით, მთელი ღამე ეძებდნენ, თუ ვინ, ან რა ხოცავდა ხალხს ასე დაუნდობლად, მაგრამ ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს, ბრუნდებოდნენ უკან, მაგრამ არავინ არ ელოდა იმას, რაც შემდეგ მოხდა. ქალაქში შესვლისას კაციშვილის ხმა არ ისმოდა, ბნელოდა, ნისლიან ქუჩებში არაფერი მოსჩანდა, ყოველი სახლი ცარიელი იყო, ხალხი დაიძრა მთავარი მოედნისკენ, მაგრამ რაც იქ ნახეს ძალზედ შემზარავი იყო, ყველანი (ბავშვი’კაცი’ქალი)
შუა მოედანზე სისხლის გუბეში ეყარნენ დახოცილები, გასისხლულებ,ი უმოძრაოდ. ხალხი შეკრთა მისცვივდნენ ნაცნობების გვამებს გადარჩენას ცდილობდნენ მაგრამ ამაოდ
ყველაფერი დაკარგული იყო, მათ ქალაქის მოედნის მთავარ შენობაზე სისხლით დაწერილი წარწერა ნახეს , რომ ჯერ ეს დასაწყისი იყო და ყველაფერი წინ იყო , ხალხი შეშინებული გაფაციცებით იყურებოდა აქეთ-იქით მაგრამ სიბნელეში და ნისლში არაფერი მოსჩანდა. უცბად სიბნელიდან ერთი ყმაწვილი გამოვიდა, მაღალი, შავთმიანი, სიმფატიური, ის ირონიულად იცინოდა და გარშემომყოფებმა ხმა გაკმინდეს. ამ ბიჭში იყო რაღაც უცნაური, საშიში, საზარელი, მისი წითელი თვალები სისხლივით ელავდა,
ხოლო ბასრი კბილები შიშის ზარს ჰფენდა ხალხს, ბრბოს ერთი მოხუცი კაცი გამოერიდა და ბიჭს მიმართა რომ ამის გამკეთებელს სიცოცხლეს გამოასალმებდა. ბიჭმა ჩაიცინა ირონიულად, წამით გაქრა ნისლში და ამ კაცის უკან გაჩნდა, ყელზე ხელი მოკიდა, ცალი ხელით ასწია, თვალებში ჩახედა და სიცოცხლეს გამოასალმა. შეშინებული ხალხი გაიქცა გაიფანტნენ ქალაქის ქუჩებში… იმ დღის შემდეგ ქალაქის მკვიდრნი არავის უნახავს თითქოსდა მიწამ ჩაყლაპა გაქრნენ უსასრულობაში, ნისლში, ბნელ ღამეში და ქალაქის მკვიდრთან ერთად გაქრა ის, ის ბიჭიც…

4b91373baecb

4526d73c118e

ნაწილი II

(ჩვენი დღეები) ქალაქ ბექვუდში ყველა სადღესასწაულოდ ემზადებოდა, შემოდგომის სუსხიანი დღეები იყო. მოსაღამოვდა მზე მთვარემ ჩაანაცვლა. სამი გოგონა (ჯესიკა,თეა და სარა) სადღესასწაულოდ ემზადებოდნენ, როგორც ქალაქის სხვა მკვიდრნი. ისინი სადღესასწაულო ტანისამოსის და სამკაულების გადარჩევაში ერთობოდნენ
და როდესაც საბოლოოდ გადაწყვიტეს თუ რას ჩაიცვამდნენ გაემზადნენ კარნავალზე წასასვლელად, მაგრამ უცბად კარებზე კაკუნის ხმა მოისმა თეა მივიდა კარებთან, გააღო
და შეჰკივლა სიხარულისგან, მისი ძმა მაიკი ჯარიდან დაბრუნებულიყო, როდესაც გოგონებმა დაინახეს მაიკი გაუხარდათ და ჩაეხუტნენ, საუბრის შემდეგ გადაწყვიტეს კარნავალზე წასვლა და მაიკს სთხოვეს რომ გაყოლოდა მათ კარნავალზე, მაგრამ მაიკმა უარი უთხრა რადგან დაღლილი იყო მან ამჯობინა ოთახში ასულიყო და გამოეძინა.
გოგონები წავიდნენ კარნავალზე, კარნავალი ბექვუდში ძალიან ლამაზი იყო. შენობები და ხეები მრავალი ფერადი ნათურებით მოკაზმულები ფერად-ფერადი ბანტები და მრავალი სხვა რამ… გოგონები კარნავალზე თავიანთ კლასელებს შეხვდნენ და ძალიან კარგად გაერთნენ, მაგრამ თეა ამჩნევდა რომ ვიღაც ბიჭი მას შორიდან უთვალთვალებდა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და გააგრძელა კლასელებთან ერთად გართობა.ამ ყველაფრის შემდეგ გოგონებმა გადაწყვიტეს რომ სახლებში წასულიყვნენ, ჯესიკა და სარა აქვე ახლოს ცხოვრობდნენ, თეას კი შორი გზა ჰქონდა გასავლელი, მან გადაწყვიტა, რომ წასულიყო მოკლე გზით და გარეუბნიდან გადასულიყო სახლში.
გარეუბანში სიმშვიდე იყო კაციშვილის ხმა არ ისმოდა, ბნელოდა, ნისლი მხედველობას ამსუბუქებდა, გოგონა ჩუმი ნაბიჯებით მიდიოდა, თითქოსდა რაღაცის ეშინოდა. გზაზე რამდენიმე ახალგაზრდა გამოჩნდა, ისინი მთვრალები იყვნენ, გოგონასკენ გამოიწივნენ და გადაწყვიტეს მისი დაშინება, ერთმა ყაჩაღმა დანა ამოიგო , გოგონას გაქცევა უნდოდა მაგრამ ჩიხში იყო მიმწყვდეული და შიშისგან თითქოსდა ენა ჩაუვარდა. უცბად ყაჩაღი ეცა გოგონას და დანა მიაბჯინა ყელზე გოგონამ დაიკივლა, მაგრამ ყაჩაღმა პირზე ხელი ააფარა და გააჩუმა, სხვა ყაჩაღები კი იცინოდნენ, მაგრამ მათი სიცილი უცბად შეწყდა,როდესაც უკნიდან ქარის ქროლვის მაგვარი ხმა მოისმა და ბნელ ნისლიან ქუჩაში გამოჩნდა ბიჭის სილუეტი, ბიჭი იყო მაღალი, შავთმიანი, სიმპათიური (სადღაც 18 წლამდე). ბიჯმა ყაჩაღებს თითქოსდა დაცინვით ირონიულად მიმართა: უმწეო გოგოს გაძარცვა კანონით ისჯება, დღეს, დღეს კი მე ვარ თქვენი კანონი, თქვენთვისვე სჯობს რომ გოგონას ხელი გაუშვათ და სანამ შეგიძლიათ თქვენს გზაზე წახვიდეთ. ყაჩაღმა იარაღი ამოიღო და ბიჭისკენ გაიშვირა და უთხრა: სიკვდილთან შენი ფეხით მოხვედი სჯობს წახვიდე სანამ ცოცხალი ხარ. ბიჭმა ირონიულად ჩაიცინა
ენითაღუწერელი სისწრაფით ეცა ყაჩაღს ერთი ხელის მოძრაობით იარაღი წაართვა და მუჭიტ გაღუნა, ყაჩაღებს შეეშინდათ გაქცევა დააპირეს მაგრამ ბიჭმა სათითაოდ დაყარა ძირს. უეცრად ერთმა ყაჩაღმა იარაღი ამოიღო და ბიჭს ესროლა ბიჭი დაიჭრა, მაგრამ არც შეტოკებულა, მის ცივსისხლიან თვალებში ჩანდა რომ ყაჩაღს ეს არ უნდა ექნა, ჩაიცინა ბიჭმა, მივარდა ყაჩაღს ასწია ცალი ხელით დაარტყა და ისეთი სიძლიერით დაარტყა, რომ ყაჩაღი შენობას მიენარცხა და გაითიშა. სხვა ბიჭები წამოხტნენ და შეშინებულები გაიქცნენ. გოგონა შეშინებული და დამფრთხალი შენობის კუთხეში იყო მუხლჩახრილი. ბიჭი მიუახლოვდა გოგონას. გოგონამ შეშინებული ხმით უთხრა:
გთხოვ ხელი არ დამაკარო გამიშვი! ბიჭი მივიდა ხელი მოკიდა და ფეხზე წამოაყენა გაუღიმა და ცალი ხელით თმა ყურს უკან გადაუწია, გოგონა კი უმწეო თვალებით უყურებდა მას. ბიჭმა უთხრა: ნუგეშინია საფრთხე აღარ გემუქრება შეგიძლია მშვიდად წახვიდე შენს გზაზე. ბიჭი მიბრუნდა “კაპიშონი” ჩამოიფარა და წასვლა დააპირა
უეცრად უკნიდან ხმა მოესმა გმადლობთ რომ გადამარჩინეთ, ბიჭი შემოტრიალდა გაუღიმა და გზა გააგრძელა. გოგონამ ჰკითხა ბიჭს სახელი მაგრამ ბიჭი არ მოტრიალებულა ხმისამოუღებლად გაქრა ნისლსა და ბნელ ღამეში.გოგონა სახლში მივიდა მაგრამ მომხდარზე ფიქრი არ აძინებდა. მეორე დღეს სკოლაში წავიდა მეორე გაკვეთილზე მისტერ ბრაუნი (დირექტორი) შემოვიდა და კლასს მიმართა: ახალი მოსწავლე გყავთ მისი სახელია სტეფანი გთხოვთ კარგად მოეპყროთ, კარებში შემოვიდა მაღალი შავთმიანი სიმპათიური ბიჭი. გოგონამ შეხედა მას, მისისახე ეცნობოდა, მაგრამ როდესაც მიხვდა ვინ იყო შეშფოთებული და გაოგნებული დარჩა…

PC: ისტორიას გავაგრძელებ თუ მოგეწონათ, კომენტარებში დამიწერეთ!!!

DaRkSoUl

CHEM SHESAXEB ARAPERI ARAA SACHIRO ROM ICODET!

მსგავსი ამბები

Back to top button