წყვილების ინტიმური ფოტოები
დაფიქრდით, რამდენჯერ მოგისმენიათ თქვენი მეგობრებისა თუ ნაცნობებისაგან იმის შესახებ, რომ სიყვარული არ არსებობს? რა თქმა უნდა, ზოგიერთ სიტუაციაში არ არის ცუდი აზრი სკეპტიციზმისა და უნდობლობის გამოვლინება, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ ჯადოსნურ ფერიებზე, ეს ხომ სიყვარულია. დამეთანხმებით ეს სრულიად განსხვავებული მოსაზრებებია. ვსაუბრობთ ამაღლებულ და ყოვლისმომცველ სიყვარულზე, რომელიც იწვევს უნაზეს გრძნობებს ყოველი სიტყვისა თუ შეხებისას. მოდ შალარის არაჩვეულებრივი და მშვენიერი ფოტოები ნამდვილად ამის საბუთია. ეს გასაოცარ ქალს, ფოტოგრაფს ბავშვურად სჯერა, რომ სიყვარული არსებობს სამყაროში.
შთაგონების წყარო ხშირად მუსიკა და კინოა, შალარი იღებს შეყვარებული წყვილების პორტრეტებს, რომელზეც ცდილობს გადმოსცეს ყველა პატარა წვრილმანი, ნაზი და სუფთა გრძნობის აღსაწერად, რომელსაც შეყვარებულები გრძნობენ. ასეთი ნაზი და პირადული არაფერი გექნებათ ნანახი, და მაინც, გჯერათ სიყვარულის?
“მე ვცდილობ აღვბეჭდო ყველაზე ღრმა გრძნობები და ამით თანამედროვეობას იმედი მივცე, სიყვარულზე გულაცრუებულ თაობას, რომელიც დარწმუნებულია, რომ იგი არ არსებობს” – ამბობს მოდი.
ფოტოგრაფ მოდ შალარს გამორჩეული ნიჭი აქვს! ყოველი ფოტოდან დიდი სიყვარული და გრძნობები გადმოდის. თავში კი მაშინვე მოგდით ბითლზების ცნობილი სიმღერა “All You Need Is Love”… შესანიშნავია, როდესაც ხელოვნებას შეუძლია ასეთი დადებითი ემოციების გამოწვევა ადამიანში!