გასართობისაკითხავისასარგებლო

ტყუპების საიდუმლოებები

8a3b8482328e

თქვენ ალბათ გდომებიათ და გიოცნებიათ ტყუპისცალ დაზე ან ძმაზე, რათა სკოლაში ან სამსახურში შეეცვალეთ ცოტა ხნით. ან შეიძლება გსურდათ სანდო და ძალიან ახლო მეგობრის ყოლა, რომელსაც ისე ენდობოდით, როგორც საკუთარ თავს. მათთვის, ვინც ოჯახში ერთადერთი ბავშვია, თავისივე მსგავსის ყოლა საკმაოდ საინტერესო და გასართობ მოვლენად აღიქმება. თუ თქვენ ამ ადამიანების კატეორიას განეკუთვნებით, გთავაზობთ გაიგოთ მეტი ტყუპების ცხოვრების შესახებ.

d7bf5ebe5a56

1. თუ თქვენ ჯერ კიდევ თვლით, რომ ტყუპების ყოლის ალბათობა მხოლოდ და მხოლოდ გენეტიკაზეა დამოკიდებული, მაშინ თქვენ ძალიან ცდებით. ჩატარებული კვლევების თანახმად, ყველაზე ხშირად ტყუპები ყავთ 30 წელს გადაცილებულ ქალებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მათი პირველი ორსულობაა.

2. დროის მოცემულ მომენტში მე-20 საუკუნის 80-იან წლებთან შედარებით 75%-ით უფრო მეტი ტყუპი იბადება. ეს ოფიციალური სტატისტიკა კი ზოგადად არამარტო 80-იანი, არამედ წინა ასწლეულის ზოგად შედეგებსაც მოიცავს.

3. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე სასურველი წონა, რაც კი შეიძლება მოიმატოს ქალმა ტყუპზე ორსულობისას, 20 კილოგრამიდან 41 კილოგრამამდე მერყეობს, ხოლო ორსულობის ოპტიმალური ხანგრძლივობა ტყუპის შემთხვევაში 9 თვესა და 3 დღეს წარმოადგენს.

3cffd234178f

4. მსოფლიოში დაბადებული ტყუპების მეოთხედი სარკის ანარეკლივით გავს დას ან ძმას. მაგალითად, თუ ერთ-ერთ ტყუპისცალს მარჯვენა ხელზე აქვს თანდაყოლილი ლაქა, მაშინ მეორე ტყუპისცალს ასეთივე ლაქა ექნება მარცხენა ხელზე. ან ერთი ტყუპისცალი ცაცია იქნება, მეორე კი არა.

5. იცით თუ არა, რომ თითქმის ყველა ტყუპს თავისი საკუთარი ენა აქვს? მაგრამ იგი თითქოს ასაკის მატებასთა ერთად ქრება და ავიწყდებათ ტყუპებს, როგორც კი ლაპარაკს იწყებენ. თავიდან ხო ბავშვები ერთ სიტყვასაც არ წარმოთქვამენ გარკვეულად და მშობლებსაც კი უჭირთ მიხვდნენ რა უნდა ბავშვს. ტყუპები კი თავიდანვე უგებენ ერთმანეთს და როგორც ჩანს, მათ საკუთარი დიალოგებიც აქვთ გამართული.

6. ტყუპების გარჩევა ხშირად ძალიან რთულია, მაგრამ მათი გარჩევის სხვადასხვა მეთოდები არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ტყუპების ანაბეჭდის შედარება, რომელიც ნამდვილად განსხვავდება ერთმანეთისგან, რასაც ვერ ვიტყვით მათი დნმ-ის სტრუქტურაზე, ისინი ერთნაირია.

e676f602b4a2

7. მათთვის, ვინც ტყუპების გაჩენაზე ოცნებობს, აუცილებელია შემდეგი წესის ცოდნა: ასეთი დედები სხვებთან შედარებით ნახულობენ ყველა ტიპის ექიმს სხვადასხვა გამოკვლევებისათვის, მათ საკმაოდ ხშირად უწევთ სხვადასხვა ანალიზებისა და ტესტების გაკეთება. საერთოდაც, მათ მიმართ გაორმაგებული ყურადღება ვლინდება სპეციალისტების მხრიდან.

8. დაიმახსოვრეთ, რომ თუ ორსულად ხართ და 24-ე კვირაში მოიმატეთ დაახლოებით 10 კილოგრამი, მაშინ იცოდეთ, რომ სავარაუდოდ თქვენი შვილები დაიბადებიან ყოველგვარი გართულებისა და პათოლოგიების გარეშე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ასეთ ორსულებს ძალიან იშვიათად უვლინდებად ადრეული მშობიარობები ან თანმდევი გართულებები.

10c00d61dfe9

9. სტატისტიკის თანახმად ნიგერიაში ყოველი 20 მშობიარობიდან ერთი ტყუპის დაბადებით სრულდება.

10. და ბოლო, როგორც აღმოჩნდა, ცნობილ მომღერალ ელვის პრესლისაც ყავდა ტყუპისცალი და, რომელიც დაბადებიდან ძალიან მალევე გარდაიცვალა.

თეგები
Back to top button
Close
Close