ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

საინტერესო საიტები (მერვე ნაწილი)

15cb999e73f4
Unipay – თქვენი ელექტრონული საფულე საიდანაც მარტივად შეგიძლიათ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები ან მობილურის ბალანსი ასევე სხვადასხვა სერვისები. საიტზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია მომენტალური გადახდის აპარატების საშუალებით საიდანაც Unipay-ზე ჩარიცხულ თანხას გამოიყენებთ პირდაპირ სახლიდან და საიტიდან გაუსვლელად და გადაიხდთ ნებისმიერი სერვისის საფასურს. საიტზე შესაძლებელია დარეგსიტრირება როგორც პერსონალური ასევე ბიზნეს პროფილი ასე რომ დარეგისტრირდით და თავად ნახეთ როგორ მუშაობს ეს ელექტრონული საფულე მას ასევე ინგლისურთან ერთად ქართული ენაც აქვს.
2dc836deeacd
Emoney – ასევე ქართული ელექტრონული საფულე რომელიც ფუნქციონირებს 2007 წლიდან და მას შემდეგ მრავალი ინოვაციური სერვისი დანერგა. საიტის ბალანსის შევსება შეგიძლიათ მომენტალური გადახდის აპარატების საშუალებით. საიტზე მთავარი ბალანსი არის ლარის ბალანსი ლარი მთავარი ვალუტაა რომელიც შემდეგ კი შეგიძლიათ გადაცვალოთ დოლარში,რუბლში,ბითქოინებში,სომხურ დრამში,აზერბაიჯანულ მანათში და ასე შემდეგ.  Emoney-ს საშუალებით შესაძლებელია კომუნალური გადასახადების გადახდა და ასევე მობილურის ბალანსის შევსება Emony-ს აქვს ძალიან კარგი დიზაინი და მარტივი რისი საშუალებითაც საიტის მოხმარება სხვა ელექტრონულ საფულეებთან შედარებით ადვილი სწრაფი და მარტივია.
a48242abf3ff
Google Plus – Google-ს ინოვაციური სოციალური ქსელი რომელიც მარტივი და სწრაფია საიტზე შეგიძლიათ ფოტოების ატვირთვა და მეგობრებისათვის გაზიარება ასევე სწრაფი მესიჯების გაგზავნა ვიდეოების გაზიარება ხალხისთვის და ასე შემდეგ. საიტზე შესაძლებელია ლამაზი Cover-ის ფოტოს დაყენება ან შიდა ფონებიდან არჩევა ასე რომ საიტს საკმაოდ მარტივი და გასაგები ინტერფეისი აქვს. საიტი ბოლო წლებია რაც ვებში გამოჩნდა მაგრამ როგორც მოგეხსენებათ Google-ს პროდუქტები ყოველთვის ხარისხიანია ასე რომ არც Google Plus-ია გამონაკლისი.
f83de03c1775
AddVideo – ძალიან საინტერესო ქართული საიტი სადაც შეიძლება ატვირთოთ ვიდეო რომელიც იქნება სასაცილო და იუმორისტული ასევე გადაუღოთ თქვენს შინაურ ცხოველს ფოტო რომელიც იმ მომენტში სასაცილო მოქმედებას აკეთებს და ატვირთოთ საიტზე რის შემდეგადაც ვიდეო 24 საათის განმავლობაში გაივლის მოდერაციას აიტვირთება და თანხმობის შემთხვევაში თქვენ დაგირიცხავენ 50 ლარამდე თანხას 1 ვიდეოში. გაითვალისწინეთ რომ ვიდეო უნდა აკმაყოფილებდეს საიტის მოთხოვნებს და უნდა იყოს მაღალი გარჩევადობის და ხარისხის.

მსგავსი ამბები

Back to top button