საკითხავისასარგებლოსურათები

საჩუქრების ისტორია

ყველა ადამიანს უყვარს საჩუქრები, განსაკუთრებით თუ მათ მთელი გულით ჩუქნიან. იცით, თუ არა, რომ საჩუქრები ძალიან დიდი ხნის წინათ წარმოიშვა და მისი ისტორია ჯერ კიდევ დაუწერელი ამბების დროში უნდა ვეძებოთ. საჩუქარი – ეს არის ნივთი, რომელსაც საკუთარი სურვილის მიხედვით ვჩუქნით საყვარელ ადამიანს, რათა გავახაროთ და ვასიამოვნოთ ის. მჩუქებელიც არ არის წაგებული, რადგან სოწრად შერჩეული საჩუქარი და თითონ ფაქტი მისი ჩუქებისა ბედნიერების და სიხარულის მომტანია ორივე მხარისათვის.

როგორ საჩუქრებს ჩუქნიდნენ ადრე?

რუსებში საჩუქარს სტუმრის სიტყვასაც ეძახდნენ, ეს სიტყვა დღესაც შეგიძლიათ გაიგოთ ზოგიერთ სოფელში. მაგალითად, გაიხსენეთ ქალაქში შვილიშვილებთან ჩამოსული ბებია, რომელსაც თან ქონდა ტკბილეულით და სხვა გემრიელი საკვებით სავსე ჩანთა შვილიშვილებისათვის. მასპინძელს კი დადებითი განწყობა აქვს ზოგადად ჩუქების ობიექტთან და ამ ურთიერთობის ფორმასთან. ასევე, საჩუქრების დადებითი სიმბოლიკის ნახვა მსოფლიოს ძალიან ბევრ, ძველ ლეგენდაში შეგიძლიათ ნახოთ, ის საკმაოდ ხშირად გვხვდება რუსულ ხალხურ ზღაპრებში. ყველა ჯადოსნურ ნივთს ზღაპარში აქვს თავისი თვისებები და ძალა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კეთილი გულითა და კარგი განზრახვებით არის ნაჩუქარი. მაგრამ ყველა საჩუქარს არ შეუძლია ბედნიერების მოტანა. ღირს გავიხსენოთ ტროას ცხენი და თქვენ მაშინვე ყველაფერს მიხვდებით.

ზოგიერთმა საჩუქარმა თავისი სიმბოლიკა ბოლო დროს შეიცვალა, მაგალითად: ადრე ქალებს არ უყვარდათ ყვითელი ყვავილების მიღება, რადგან ისინი მათთვის განშორებას აღნიშნავდნენ, ახლა კი ამ ყვავილისადმი დამოკიდებულება დადებითად შეიცვალა და ქალბატონები დიდი სიამოვნებით იღებენ საჩუქრად ყვითელ ბუკეტებს.

 

საჩუქრები, რომლებიც ხალხს მეფეებთან და მათ მმართველებთან მიქონდათ იყოფოდა ორ კატეგორიად: პირველი კატეგორია – ურთიერთგაცვლის პრინციპი: შენ ჩემ წინაშე ვალდებული ხარ, მე კი შენს წინაშე. სწორედ ასეთი წესით ხელმძღვანელობენ ქალები ახლა. ჩუქნიან მამაკაცებს საჩუქარს 23 თებერვალს, თავად კი მას 8 მარტს ელოდებიან. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, ესენია საჩუქრები, რომლებიც კოლექციური ტიპისაა და ძირითადად მეფეების დროს ხარკის აკრეფის მსგავსი იყო. თუ კარგად დაფიქრდებით ნამდვილად გაიხსენებთ ასეთს დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა არალეგალური გზებით.

ბაბილონსა და შუმერში მიღებული იყო უცხო საჩუქრის ჩუქები, ან ძვირფასის, მაგალითად, ვერცხლი ან ოქრო. მაგალითად, ძველ შუმერულ ზღაპარში მოთხრობილია, რომ მოუსვენარი მოსწავლის მამამ სახლში მოიწვია მისი მასწავლებელი, გაუმასპინძლდა და პატივისცემის ნიშნად აჩუქა მას ოქროს ბეჭედი. საჩუქარს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ უანგაროს, სამაგიეროდ მამა მასწავლებლისგან შვილისადმი მეტ ყურადღების მიპყრობას ითხოვდა.

 

ძველ საბერძნეთსი საჩუქრებად მიღებული იყო ოქროს სამკაულები, ხელნაწერები, ღვინო და მონები. ძველ რომში კი ახალ წელსაც ულოცავდნენ ერთმანეთს და საჩუქრებსაც ცვლიდნენ.

არაბულ ქვეყნებში, შუა საუკუნეებისას პოპულარულ საჩუქრებად ცხენები, ნაჭრები, სუნამოები და იარაღი ითვლებოდა. იარაღი კი ყოველი მამაკაცისთვის აუცილებელი ატრიბუტი იყო.

შუა საუკუნეებში ევროპაში კვლავ ძალიან ძვირფასად თვლიდნენ ოქროს, მეფეებს კი შეეძლოთ მიწების ჩუქება მეომრების, ან საზოგადოების წევრებისადმი დამსახურების გამო.

დღეს დღეობით გამოჩნდნენ ახალი საჩუქრები. მე-20 საკუნეში ქალისათვის ყველაზე საუკეთესო საჩუქრად სუნამო ითვლებოდა. ახლა კი ყველაფრის ჩუქება სასიამოვნო და გასახარებელია, საჩუქარი ხომ დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გვჩუქნის მას.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close