არქივი

რა ვიცით მოდაზე?

0b470fca404f

მოდას მილიონობით ადამიანი მისდევს მსოფლიოს გარშემო, მაგრამ ბევრმა ნამდვილად არ იცის, რომ მოდის ისტორია რამდენიმე ათასწლეულს ითვლის. ის ყოველთვის კაპრიზულია და პატივისცემას მოითხოვს, მეტიც, ხშირად თაყვანისცემას. მოდის მთავარი ტენდენციები კი, როგორც ადრე ისე ახლა იწვევს მრავალ კამათსა და დავას, ჩვეულებრივ თუ მოდის მიმდევარ ადამიანებს შორის. მოდით შევეხოთ ამ ინტრიგნულ თემას და ვნახოთ ყველაზე საინტერესო ფაქტები მოდისა და მისი განვითარების შესახებ ისტორიაში.

0625a22ce2be

შუა საუკუნეებში ნივთებს ოქროს წონას ადარებდნენ, მაგალითად, ყველაზე ჩველებრივი ნაჭრით ხშირად უხდიდნენ კრედიტორებს, იხდიდნენ გადასახადებს და ა.შ.

ყოველდღიურად დიზაინერები ქმნიან 10-ობით ახალ კოლექციას და მოდელს. ამასთან ერთად, ყოველწლიურად ირჩევენ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დაახლოებით შვიდ მილიონ ფერს, ასევე ნაჭრების და ავეჯის. საბოლოო შედეგამდე კი ამ მთელი მთლიანი ნაწილის მხოლოდ 15%-მდე აღწევს.

ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცები 16-ე საუკუნემდე ოფიციალურად არ ცნობდნენ თეთრეულს, ის ითვლებოდა ეშმაკისეულად და სასწრაფო ინკვიზიცია ელოდა მის ჩამცმელ მამაკაცს.

ქალებისთვის შარვლის ჩაცმა დაკავშირებულია მსახიობ ქალთან. მისი სახელია სარა ბერნარი, რომელიც მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა და გამოუშვა პირველი შარვალ-კოსტუმიანი ტანისამოსი ქალებისათვის.

c32d6d945103

გარდერობის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ატრიბუტად ქვედაბოლო გვევლინება, ძველ ეგვიპტეში განურჩევლად სქესისა, ქვედაბოლო ეცვა ყველას.

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სახელოებზე დამაგრებული ღილები ნაპოლეონის იდეა გახლდათ. ეს კი მაშინ მოხდა, როდესაც ნაპოლეონმა დაინახა, თუ როგორ იწმენდნენ ცხვირს მისი ჯარისკაცები ტანსაცმლის სახელოზე.

მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები მრავალი ასწლეულის განმავლობაში ყველანაირად ცდილობდნენ ხაზი გაესვათ მათი მაღალი სტატუსისათვის და უარი ეთქვათ ყველანაირ ფიზიკურ შრომაზე. ამას კი ისინი მოდის საშუალებით აკეთებდნენ, ირგებდნენ ძალიან მოუხერხებელ და რთულად შეაკერ ტანისამოსს. აღორძინების ეპოქაში კაბების წონა ზოგჯერ 30 კილოგრამს აღემატებოდა.

პირველი ბიუსტჰალტერი მერი ჯეიკობმა გამოიგონა 1914 წელს. ის ძალიან პრიმიტიულად და მარტივად გამოიყურებოდა: ორი ნაჭერი, რომელიც შეერთებული იყო ლენტებით.

ccf6bcc4dfba

ფეხსაცმელების ყველაზე დიდი კოლექცია ფილიპინების პირველ ლედის ეკუთვნოდა. წარმოიდგინეთ, რომ ქალბატონის კოლექცია შედგებოდა 5500 წყვილი ფეხსაცმლისგან, მათგან არც ერთი არ იყო მეორეს მსგავსი.

ტანსაცმელს ეწოდება ვინტაჟური მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დამზადებულია 1920-1960-იან წლებში. თუ ნივთი ცოტა მოგვიანებით არის დამზადებული, მას ვინტაჟური არ უნდა უწოდოთ, ის უკვე რეტროა.

საბავშვო ტანსაცმელი, როგორც მოდის ცალკეული განყოფილება, მხოლოდ 200 წლის წინათ ჩამოყალიბდა. მანამდე ბავშვებს დიდების ტანსაცმელი ეცვათ, შედარებით მომცრო ზომების. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ დიდების მოდა უფრო რთული ხდებოდა, რაც ბავშვებისთვის ნამდვილად მოუხერხებელი აღმოჩნდა.

1850 წლამდე ადამიანები ტანსაცმელს საკუთარი თავისთვის თვითონ კერავდნენ. ტანსაცმელი მიჩნეულ იყო მარტივ მოსახმარ ნივთად, ამიტომ მის ფერებსა და სტილზე არავინ ზრუნავდა.

მსგავსი ამბები

Back to top button