საკითხავისასარგებლოსურათები

ყველაზე უცნაური ანდერძები

ისეთი დოკუმენტი, როგორიც ანდერძია ყოველთვის იწვევს მრავალ დავასა და კამათს, რადგანაც ყოველთვის ბევრი ახლობელი რჩება ყოველგვარი მემკვიდრეობის გარეშე ასეთი დოკუმენტის გამო. ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ ჩვეულებრივი იურიდიული დოკუმენტის მიღმა ზოგჯერ საკმაოდ საინტერესო ეგზემპლიარებიც იმალება. წარმოდგენთ საკმაოდ უცნაურ ანდერძებს.

ყველაზე გრძელი ანდერძი

ვინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ანდერძი უცნობმა დიასახლისმა დატოვა ამერიკაში 1925 წელს, მას ფრედერიკა ეველინ კუკი ერქვა. აღსანიშნავია, რომ ანდერძი არასდროს წაუკითხავთ ხმამაღლა, რადგან იგი დაახლოებით 96 ათასი სიტყვისგან შედგება. ამ ანდერძში ქალი სულაც არ ცდილობდა თავისი ქონების თანაბრად გაყოფას მის ახლობლებს შორის – ის სულაც არ იყო მდიდარი, მაგრამ ყავდა ძალიან ბევრი მეგობარი და მტერი, ამიტომ გადაწყვიტა დაეწერა ისეთი ანდერძი, რომ იგი ყველას ხსომებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მას ქონდა ფენომენალური გონება, მისმა ყველა ნაცნობმა შეძლო საკუთარი თავის ამოცნობა და შეიტყვეს იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ქალს მათ მიმართ გააჩნდა. ანდერძის წერა ფრედერიკამ სიკვდილამდე ბევრად ადრე დაიწყო და მთლიანობაში 20 წელი მოანდომა. მისი ყველა ახლობელი და მეგობარი, რომლებმაც კი ნახეს ფრედერიკა მისი წერისას ფიქრობდნენ, რომ მისის კუკი წიგნს წერდა. ის კი, ვინც ანდერძი წაიკითხა თვლის, რომ იგი ძალიან გავს რომანს, რომელიც ადვილად იკითხება.

ყველაზე მოკლე ანდერძი

მსოფლიოში ყველაზე ლაკონრუ და მოკლე ანდერძად 2 მოიაზრება. მაგრამ ოფიციალურად აღიარებული მათგან მხოლოდ ერთი დოკუმენტია: იგი შეადგინა კარლ ტაუშმა. ეს ყველაფერი კი მოხდა გერმანიაში 1967 წელს. ანდერძი მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგებოდა: “ყველაფერი ცოლს”.

ყველაზე გულუხვი ანდერძი

ყველაზე გულუხვი ანდერძის შემდგენელი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მილიარდელი თუ იქნება. ზოგი მილიარდელი გაწევრიანებულია ფარულ კლუბში – “საჩუქრების კლუბი”. ეს არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ბილ გეიტსმა და უორენ ბაფეტმა შექმნეს. კლუბის წესებიდან გამომდინარე მისმა წევრებმა საკუთარი ქონება ქველმოქმედებას უნდა უანდერძონ. ყველაზე მცირე თანხა, რაც აუცილებლად უნდა დატოვონ არის 125 მილიარდი დოლარი.

ყველაზე პედანტური ანდერძი

ყველაზე პედანტური ანდერძის ავტორი უილიამ შექსპირია, რადგანაც იგი იყო ზედმეტად ყურადღებიანი ყოველი დეტალისადმი. მან საკუთარი ქონება ფეხსაცმელების ჩათვლით ჩაწერა ანდერძში.

ყველაზე ლაკონური ანდერძი

ზედმეტად პატარა, მაგრამ მარტივად გასაგები ანდერძი შეადგინა ინგლისელმა ბანკირმა. მან დაწერა მხოლოდ 3 სიტყვა – “მე ბანკროტი ვარ” და ყველასათვის ყველაფერი ნათელი გახდა.

ყველაზე საწყენი ანდერძი

ავსტრალიელი, გვარად ლორდი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი იუმორის გრძნობის მქონე ადამიანია, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ შეეძლო მას მსგავსი ანდერძის დატოვება? ანდერძის მიხედვით მთელი მისი ქონება გადაეცა მის მეგობრებს, მოსამსახურეებს და საქველმოქმედო ფონდს. ცოლს კი მხოლოდ 1 შილინგი დაუტოვა, რათა მას შეძლებოდა ეყიდა ტრამვაის ბილეთი, წასულიყო სადმე და თავი დაეხრჩო.

ყველაზე გიჟური ანდერძი

ყველაზე გიჟური ანდერძის ავტორი ჯონ ბოუმენია ვერმონტიდან. ანდერძის დაწერამდე მას გარდაეცვალა მეუღლე და 2 ქალიშვილი და სრულიად მარტოსულ ადამიანად იქცა. უცნობი მიზეზის გამო მას სჯეროდა, რომ იგი ნახავდა დაკარგულ ოჯახს იმ ქვეყნად და ისინი ერთად შეძლებდნენ აღდგომას. ამიტომ მან ანდერძში მოითხოვა, რომ მისი სახლი ყოფილიყო სუფთა და მოწესრიგებული და რომ ყოველ საღამოს მაგიდაზე ვახშამი ყოფილიყო მზად.ჯონი 1891 წელს გარდაიცვალა, ვახშმის მომზადება მის სახლში 1950 წელს შეწყვიტეს, რადგან ამისათვის გამოყოფილი თანხები ამოიწურა.

ყველაზე მხიარული ანდერძი

აქ აუცილებელია მოგიყვეთ ჯორჯზე, რომელმაც გამოიმუშავა მილიონები კინოს საშუალებით. მთელი ქონება, რომელიც 65 მილიონ დოლარს შეადგენდა, მან თავის ძაღლს უანდერძა, ცოლს კი, რომელთანაც მან იჩხუბა, მხოლოდ 1 ცენტი დაუტოვა. მაგრამ არც მეუღლე აღმოჩნდა დაუცველი და იპოვა გამოსავალი. იგი გაყვა ცოლად მილიონერ ძაღლს. ყველა დოკუმენტი მასზე გაფორმებული გახდა და როდესაც ძაღლი მოკვდა მთელი ქონება ქალს გადაეცა კანონიერად.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close