არქივი

ცნობილი სასიყვარულო ისტორიები ლიტერატურაში

1bcc38f027f5

გწამთ ნამდვილი სიყვარულის? ან ერთი ნახვით შეყვარების? ან თუ გჯერათ, რომ სიყვარული სამუდამოდ შეიძლება გაგრძელდეს? ალბათ ჩამოთვლილი ისტორიები გაიძულებთ, რომ გჯეროდეთ ამ ყველაფრის. ეს ყველაზე ცნობილი და უკვდავი ისტორიებია სიყვარულისა.

რომეო და ჯულიეტა

a6995629936f

რომეო და ჯულიეტა ყველაზე ცნობილი შეყვარებული წყვილია მსოფლიოში. ეს წყვილი სიყვარულის სინონიმადაც კი მოიაზრება. “რომეო და ჯულიეტა” – ეს ვილიამ შექსპირის ტრაგედიააა. ისტორია ორ ახალგაზრდაზე, რომელთა ოჯახებიც ერთმანეთს მტრობენ, ისინი კი ერთი ნახვით შეიყვარებენ ერთმანეთს, შემდეგ ქორწინდებიან, შემდეგ კი რისკავენ დიდი სიყვარულის გამო. მზად არიან სიცოცხლე მიუძღვნან ერთმანეთს, ეს კი ნამდვილი გრძნობის ნიშანია. მათმა სიკვდილმა კი ორი ოჯახი გააერთიანა დიდ ხნიანი მტრობის შემდეგ.

კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსი

0c410af4966e

ნამდვილი სიყვარულის ისტორია მარკუს ანტონიუსისა და კლეოპატრასი გვევლინება, როგორც ყველაზე დასამახსოვრებელი და დამაინტრიგებელი სიყვარულის ისტორია. ამ ორი ისტორიული პერსონაჟის სიყვარულმა ვილიამ შექსპირის ფურცლებზე გადაინაცვლა და შემდგომ იგი სხვადასხვა დიდებულმა რეჟისორებმა არაერთხელ გადაიღეს. მარკუს ანტონიუსის და კელოპატრას ურთიერთობა ნამდვილი სიყვარულის გამოცდას მოგაგონებთ. მათ ერთმანეთი ერთი ნახვით შეიყვარეს. ორი გავნელიანი ადამიანის ურთიერთობამ ეგვიპტე საკმაოდ კარგ და მდგომარეობაში ჩააყენა. მაგრამ მათი რომანის მომხრენი არ იყვნენ რომაელები, რომელთა აზრით, ეგვიპტელების გავლენა საკმაოდ ჩქარი ტემპით იზრდებოდა. ყველა მუქარის მიუხედავად, მარკუს ანტონიუსი და კლეოპატრა დაქორწინდნენ. ამბობენ, რომ რომაელებთან ბრძოლისას მარკუსმა მიიღო ცნობა იმის შესახებ, რომ კლეოპატრა გარდაიცვალა. მან თავი დაცარიელებულად იგრძნო და თავი მოიკლა. როდესაც კლეოპატრამ შეიტყო მარუკის ანტონიუსის სიკვდილის შესახებ, მანაც თავი მოიკლა. დიდი სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს.

ლანსელოტი და ჯინევრა

6035276a8158

მეფე არტურის ლეგენდებს შორის არის ცნობილი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია ლასელოტსა და დედოფან ჯინევრას შორის. ლანსელოტს უყვარდება მეფე არტურის ცოლი, დედოფალი ჯინევრა. მათი სიყვარული ძალიან ნელა იზრდებოდა, რადგან ჯინევრა ახლოს არ უშვებდა ლანსელოტს. საბოლოოდ კი, ვნებამ და სიყვარულმა მოიცვეს დედოფალი და ისინი საყვარლები გახდნენ. ერთხელ ღამით, აგრავეინმა და მოდრედმა, მეფე არტურის ნათესავმა შეუსწრეს საყვარლებს დედოფლის ოთახში. საყვარლებმა გაქცევა გადაწყვიტეს, მაგრამ ეს მხოლოდ ლანსელოტს გამოუვიდა. დედოფალი დაიჭირეს და სიკვდილით დასჯა ელოდა წინ საქორწინო ფიცის გატეხისათვის. ლანსელოტი კი დაბრუნდა თავისი სიყვარულის გადასარჩენად. საბოლოოდ კი ჯინევრა მონაზვნად აქციეს, ლანსელოტი კი იქცა მოსამსახურედ.

ტრისტანი და იზოლდა

fb08ffe0576e

ტრისტანისა და იზოლდას ტრაგიკული სიყვარული მრავალჯერ იყო გადაკეთებული და მოთხრობილი. მოქმედება ვითარდება შუა საუკუნეებში, მეფე არტურის მმართველობისას. იზოლდა ირლანიის მეფის ქალიშვილი იყო და ახალი დანიშნული იყო მეფე მარკ კორნუოლსკთან. მეფემ გაგზავნა თავისი ნათესავი ტრისტანი ირნალდიაში, რათა წამოეყვანა საცოლე იზოლდა კორუოლში. მოგზაურობისას ტრისტანს და იზოლდას ერთმანეთი უყვარდებათ. იზოლდა მაინც მიყვება ცოლად მარკს, მაგრამ მისი სასიყვარულო ინტრიგა ქორწინების შემდეგაც გრძელდება. როდესაც მეფემ ამის შესახებ გაიგო, მან იზოლდას აპატია, მაგრამ ტრისტანი გადაასახლა კორნოულიდან. ტრისტანი ბრეტანში გაემგზავრა. იქ კი ის იზოლდა ბრეტანს შეხვდა. ტრისტანი მიისწრაფვოდა მისკენ, რადგან იზოლდა მისთვის ნამდვილ სიყვარულთან ასოცირდებოდა. ისინი დაქორწინდნენ, მაგრამ მათმა კავშირმა ძალიან ცოტა ხანი გაძლო, რადგან ტრისტანს კვლავ უყვარდა იზოლდა. ამის შემდეგ ის ავად გახდა და გააგზავნა ადამიანი მისი საყვარელი იზოლდას მოსაყვანად, რადგან იმედი ჰქონდა, რომ იგი გადაარჩენდა. გემის კაპიტანს თხოვა მან, რომ თუ იზოლდა დათანხმდებოდა იალქნები თეთრი ფერის ყოფილიყო, თუ უარს იტყოდა კი – შავი ფერის. ტრისტანის მეუღლემ თეთრი იალქნების დანახვისას ტრისტანს უთხრა, რომ ისინი შავი იყო. ტრისტანი გარდაიცვალა დარდისგან, შემდეგ კი მისი საყვარელი იზოლდაც მიჰყვა მას.

პარისი და ელენა

667225562d46

ჰომეროსის ილიადაში მოთხრობილი ისტორია, ელენასა და ტროას ბრძოლის შესახებ ნახევრად გამოგონილი ისტორიაა. ელენა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და მომხიბლავ ქალად ითვლება მსოფლიო ლიტერატურაში. ელენა სპარტის მეფეს გაყვა ცოლად. პარისი, ტროას მეფის ვაჟი, შეყვარებული იყო ელენაზე და მოიტაცა იგი, შემდეგ კი წაიყვანა ტროაში. ბერძნებმა მეფესთან და მის ძმასთან ერთად დიდი არმია შექმნეს დედოფლის დასაბრუნებლად. ტროა გაანადგურეს, ელენა დაუბრუნდა სპარტას, სადაც სიკვდილამდე ბედნიერად ცხოვრობდა.

ორფეოსი და ევრიდიკე

c27bf53e6155

ორფეოსის და ევრიდიკეს ისტორია მოთხრობილია ძველ ბერძნულ მითებში. ორფეის ძალიან უყვარდა ლამაზი ნიმფა, ევრიდიკე და მასზე დაქორწინდა. მათ ერთმანეთი უყვარდათ და ბედნიერები იყვნენ. არისტე, მიწის ბერძენი ღმერთი მოიხიბლა ევრიდიკეთი და დასდევდა მას კვალდაკვალ. როდესაც ევრიდიკე გარბოდა მისგან, გველმა სასიკვდილოდ უკბინა ფეხზე. გაგიჟებული ორფეოსი ძალიან სევდიან მელოდიას უკრავა და იმდენად სევდიანად მღეროდა, რომ ნიმფები და ღმერთებიც კი აატირა. მათი რჩევის თანახმად, იგი გაემართა მიწისქვეშეთში და სთხოვა მბრანებლებს ევრიდიკეს დაბრუნება. მაგრამ პირობა ასეთი იყო: სანამ მიწამდე ავიდოდნენ, ორფეოსს არ უნდა შეეხედა ევრიდიკესათვის. შეყვარებულმა ორფეოსმა ვერ შეასრულა პირობა და შეხედა შეყვარებულს, რის გამოც ევრიდიკე სამუდამოდ გაქრა.

ნაპოლეონი და ჟოზეფინა

832620fa4a65

26 წლის ნაპოლეონი დაქორწინდა ჟოზეფინაზე, მან იცოდა, რომ ის მასზე დიდი, მდიდარი და გავლენიანი ქალი იყო. გარკვეული დროის შემდეგ კი ნაპოელონს ის ძლიერ შეუყვარდა და არც ქალს უყვარდა ის ნაკლებად, ამან კი ორივე მათგანი ღალატისაგან დაიცვა. მათი მთელი ცხოვრების მანძილზე ვნება არ გამქრალა, მაგრამ ისინი მაინც დაშორდნენ, რადგან ჯოზეფინას არ შეეძლო იმის მიცემა, რაც ნაპოლეონს სურდა – მემკვიდრის. სამწუხაროდ, მათი გზები გაიყარა, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში სიყვარულს ისინი გულში ინახავდნენ.

ოდისევსი და პენელოპა

1085cac63fd6

წყვილების უმეტესობას მსხვერპლის გაღება არ ესმის, მაგრამ ამ ბერძნულ წყვილს ეს ნამდვილად გაეგებოდა. მას შემდეგ რაც ისინი გააშორეს, გავიდა 20 წელი შერიგებამდე. პენელოპაზე ქორწინების შემდეგ ომი მოითხოვდა, რომ ოდისევსს მიეტოვებინა ახალშერთული ცოლი. მიუხედავად იმისა, რომ პენელოპას იმედი არ ქონდა ოდისევსის დაბრუნების, ის მაინც ეუბნებოდა მისი ცოლად შერთვის 108 მსურველს უარს. ოდისევსსაც იმდენად უყვარდა თავისი ცოლი, რომ უარი უთხრა ჯადოქარ ქალს სიყვარულსა და მარადიულ ახალგაზრდობაზე. ოდისევსი დაუბრუნდა ცოლს და ვაჟს. ჰომეროსი ამბობდა, რომ ნამდვილი სიყვარული მოცდაც ღირს.

პაოლო და ფრანჩესკა

a0312d1193a6

პაოლო და ფრანჩესკა დანტე ალიგიერის შედევრის, “ღვთაებრივი კომედიის” გმირები არიან. ეს რეალური ისტორიაა: ფრანჩესკა საშინელი ადამიანის, ჯანჩოტო მალატესტას ცოლი იყო. მაგრამ მისი ძმა, პაოლო, სავსებით სხვანაირი იყო და ფრანჩესკას შეუყვარდა, შემდეგ კი საყვარლები გახდნენ. მათი სიყვარული დღითიდღე ძლიერდებოდა. ისინი ერთად კითხულობდნენ ლანსელოტსა და ჯინევრაზე. როდესაც ჯანჩოტომ ყველაფერი გაიგო, მან ფრანჩესკაცა და პაოლოც მოკლა.

სკარლეტ ო’ჰარა და რეტ ბატლერი

9633af741fe5

“ქარწაღებულნი” ერთ-ერთი უკვდავი ლიტერატურული შედევრია. მარგარეტ მეტჩელის ცნობილმა შედევრმა აღწერა სიყვარული და სიძულვილი სკარლეტსა და რეტს შორის. აჩვენა, რომ დრო წყვეტს ყველაფერს, სკარლეტი და რეტ ხომ თითქოს არასდროს დაშორდებოდნენ. მათი მგზნებარე სიყვარულიდა და დაშორების ისტორია ვითარდება სამოქალაქო ომის ფონზე. მხიარული და თაყვანისმცემლებით განებივრებული სკარლეტი ვერ არჩევს თაყვანისმცემლებს შორის საუკეთესოს, როდესაც საბოლოოდ მის გულს რეტი დაიპყრობს. მათი რომანი კი სკარლეტის სიტყვებით მთავრდება: “ხვალ ახალი დღე იქნება”.

ჯეინ ეარი და როჩესტერი

f2e7616e0d6b

შარლოტა ბრონტეს ცნობილ რომანში, მარტოსულობა მკურნალად ევლინება მარტოსულობას და ავსებენ ერთმანეთს. ჯეინი ობოლო გოგონაა, რომელიც მდიდარი ბატონის, ედვარდ როჩესტერის სახლში მოსამსახურედ იწყებს მუშაობას. წყვილი ძალიან მალე დაახლოვდა. როჩესტერის უხეში გარეგნობის მიღმა კი ნაზი გული იმალებოდა. თუმცა როჩესტერი არ არის გულახდილი და ჯეინი მათი ქორწილის დღეს აღმოაჩენს, რომ როჩესტერი უკვე დაქორწინებულია. ჯეინი სიმწრისგან გარბის, მაგრამ, როდესაც გაიგებს, რომ როჩესტერის სახლი ხანძრისას დაიწვა, მისი ცოლი მოკვდა, ხოლო თავად ბატონი ბრმა გახდა, იგი ბრუნდება მასთან. შეყვარებულები ერთად ცხოვრობენ ცხოვრების ბოლომედ.

ლეილა და მეჯნუნი

113bf1ee280a

სპარსული პოეზიის ცნობილი კლასიკა და აღმოსავლეთის ლიტერატურის თვალსაჩინო შედევრი, რომელმაც სპარსული ლიტერატურა მეტი რეალისტურობით გაამდიდრა. ნიზამი განჯამ დაწრა რომანტიკული პოემა “ლეილა და მეჯნუნი”. არაბული ლეგენდით შტაგონებული, ლეილა და მეჯნუნი – ეს ტრაგიკული ისტორიაა სიყვარულზე. მრავალი საუკუნის მანძილზე მას ცვლიდნენ, მთავარ გმირებს გამოსაავდნენ და მრავალს წერდნენ პირად წერილებშიც. ლეილა და კაისი შეყვარებულები იყვნენ ჯერ კიდევ სკოლაში. მათი სიყვარული შემჩნევის შემდეგ მათ ურთიერთობა და ერთმანეთის ნახვა აუკრძალეს. კაისი გადაწყვეტს, რომ უდაბნოში წავიდეს, რათა ცხოველებს შორის იცხოვროს. მას ხშირად ბეზრდება ცხოვრება, მას მეჯნუნს (შეშლილს) უწოდებენ. უდაბნოში ის გაიცნობს მოხუც ბედუინს, რომელიც მას ლეილას მოტაცებას სთავაზობს. გეგმის განხორციელება ვერ შეძლეს, ლეილას მამა კი კვლავ უარს ამბობ მეჯნუნისა და ლეილას სიყვარულზე. მალე კი მამა ლეილას სხვაზე ათხოვებს. ლეილას ქმრის სიკვდილის შემდეგ, მოხუცი ბედუინი ლეილასა და მეჯნუნს შეხვედრას უწყობს, მაგრამ ისინი ერთმანეთს ვერ უგებენ. ისინი დაკრძალეს გვერდიგვერდ. ისტორიას ხშირად ალეგორიული ფორმით ყვებიან.

მსგავსი ამბები

Back to top button