საკითხავისასარგებლოსურათები

საიდუმლო საზოგადოებები: რა იცით მათ შესახებ?

საიდუმლო საზოაგდოებები არსებობენ უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში და ბევრი ადამიანის აზრით, ისინი საკმაოდ ძლიერ ზეგავლენას ახდენენ სახელწმიფოებზე. აქ კი მოგიყვებით ყველაზე ცნობილ საიდუმლო საზოგადოებებზე.

მასონები

მასონები – ერთ-ერთი ყველაზე გავნლენიანი და მრავალრიცხოვანი საიდუმლო საზოგადოება სამყაროში. მათ ადანაშაულებენ ძალაუფლების მოხვეჭისაკენ სწრაფვაში, ასევე მასიურ მკვლელობებსა და ეკონომიკურ კრიზისში, მაგრამ ეს ბრალდებების სრული ჩამონათვალი არ არის. დღესდღეობით კი მასონური ლოჟის წარმომადგენლების მიახლოებითი რაოდენობა 7 მილიონს აღემატება მსოფლიოში, ლოჟები კი თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს უკვე. ამ ორდენის დაარსების კვლევას მე-17 საუკუნის ინგლისში მივყავართ. ოფიციალურად პირველი მასონური ლოჟა სწორედ 1717 წელს შეიქმნა. პირველი სახელწოდება «free masons», ითარგმნება, როგორც “თავისუფალი მასონები”, ორდენის წევრები კი იყვნენ მხოლოდ ისინი, ვინც იზიარებდნენ საზოგადოების იდეოლოგიასა და შეხედულებებს. განსაკუთრებულ ყურადღებას მასონები მორალურ ღირებულებებს აქცევენ, ამიტომ ამ ორგანიზაციის მრავალი წევრი გახდა ცნობილი საკუთარი შემოქმედებით. ორდენის წესები საკმაოდ ბევრ რამეში ეწინააღმდეგება რელიგიურ სწავლებას, ამიტომ ეკლესიების უმეტესობა მასონების გავრცელების წინააღმდეგია. ცნობილია, რომ მასონები იყვნენ ალექსანდრე პუშკინი, მარკ ტვენი, უინსტონ ჩერჩილი, ჰენრი ფორდი და სხვა ბევრი.

ილუმინატები

ამ საიდუმლო საზოგადოებას ხშირად თვლიან მასონურ საზოგადოებას და მასაც მასონურ ცოდვებს აწერენ ხშირად: მასიურ მკვლელობებსა და შეთქმულებებს, ასევე ანტირელიგიურ მოღვაწეობას. სინამდვილეში კი ყველაფერი გაცილებით განსხვავებულია “თავისუფალი მასონებისგან”. ილუმინატები, ან როგორც მათ თარგმნიან – მონათლულები, ეს განათლებული, ახალგაზრდა რეფორმისტების საზოგადოებაა. იგი 1776 წელს ბავარიაში დაარსა, საზოგადოება ღიად ეწინააღმდეგებოდა ეკლესიას, რის გამოც 1878 წელს გამოცხადდა უკანონო ქმედებად მსგავს საზოგადოებაში გაწევრიანება. საინტერესო ფაქტია, რომ სწორედ ილუმინატებმა შემოიტანეს იდეა საერთო ვალუტის, საერთო ენის, ნიშნების და სხვა მრავალის. არსებობენ თუ არა ილუმინატები დღეს უცნობია, მაგრამ ევროპის კავშირზე დაკვირვება ნამდვილად ღირს…

კამორა

კამორა, ანუ სხვა სიტყვებით – იტალიური მაფია. “კოზა ნოსტრას” შედარება “კამორას” ერთ სამუშაო დღესთან მხოლოდ ბავშვური გართობაა. წარმოიდგინეთ, რომ ახლა ამ მაფიის მშობლიურ ქალაქ ნეაპოლში მცხოვრებნი “კამორას” გაგონებისას შიშისგან თრთიან. მაფიის მასშტაბებმა დიდი ხანია უკვე დატოვა აპენინის ნახევარკუნძული. სიმბოლო, წესები და ტრადიციები საიდუმლოდ ინახება. ერთადერთი, რაც ცნობილია, მთელი ტერიტორია, რომელიც მაფიის კოტროლის ქვეშ არის დაყოფილია სექტორებად, რომლებსაც კაპოები მართავენ. ასევე ცნობილია, რომ კაპოების ყოველდღიური შემოსავალი 500,000 ევროს უტოლდება. ცოტა ხნის წინათ ბერლუსკონის ირგვლივ ატეხილმა სკანდალმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება კამორას არსებობაში. ჩინოვნიკს მაფიასთან კავშირს აბრალებდნენ, მაგრამ მალევე მოიხსნა ყველა ბრალდება.

ტრიადები

ჩინური ტრიადები ითვლებიან ყველაზე ძეელ საიდუმლო საზოგადოებად. პირველი ტრიადები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გამოჩნდნენ (ІІ-І ჩვ. წ). ტრიადებში ძირითადად გაერთიანებულია ოჯახები, ხალხი, რომელიც დაკავშირებულია ერთმანეთთან სისხლით და ტრიადების წესებით ისინი მკაცრ იერარქიას ემორჩილებიან. “ლუნგ ტაოს” (ლიდერი, რომელსაც “დრაკონის თავსაც” უწოდებენ) წარმატებული მეთაურობისა და ტრიადების სწორი ქმედებების წყალობით მათი მოქმედებები დაუსჯელია. ჩინეთის განვითარებასთან და საბაზრო ეკონომიკაში ჩართვასთან ერთად, ტრიადებიც განვითარდნენ: ისინი აკონტროლებენ გაყიდვებს, ელექტროობას და ვირტუალურ სამყაროსაც კი.

იაკუძა

ყველასათვის ცნობილია, რომ იაკუძა იაპონური მაფიაა. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ იგი საიდუმლო საზოგადოებაცაა. იაკუძას გამომხატველი ყველაზე ცნობილი ნიშანი ტატუებია, რომლებიც მისი წევრის ტანის 85-95%-ს ფარავს. სწორედ ეს ნახატები დეტალურად აღწერენ, როგორია ის ადამიანი, როგორ “ოჯახშია” და მისი მიღწევების მოკლე მიმოხილვაცაა დატანილი მათ სხეულზე. ამ საზოგადოებაშიც დაცულია იერარქია, მაგრამ კამორასა და ტრიადებისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ მეთაურსა და დამქვემდებარებულს შორის ურთიერთობები არ არის, აქ ძმური ურთიერთობებიც სავალდებულობა.

იაკუძას სისტემაში პატრიარქალური “ოჯახური” დამოკიდებულებებია, რომელსაც “მაფიის კოდექსი” განაგებს. ასევე საზოგადოებაში მიღებისას, მომავალი წევრი უარს ამბობს თავის ნამდვილ მშობლებზე, საკუთარ მამდ კი ოიაბუნს (უფროსს) აღიარებს, სხვა წევრებს უფროს ან უმცროს ძმებს უწოდებს.

იაკუძას ძირითადი პრინციპებია: მებრძოლს არ ეშინია სიკვიდლის, ეშინია სირცხვილის, უყვარს სამშობლო და ა.შ. ოფიციალური ინფორმაციით, 100 000 ადამიანზე მეტი მიეკუთვნება იაკუძას “ოჯახს” იაპონიაში.

თეგები
Close
Close