არქივი

ცეზაროპაპიზმი

228eb50df005

ქრისტიანობამ ჩამოაყალიბა სახელმწიფოს ახალი ხედვა. IX-X საუკუნეებში ჩამოყალიბდა ორი მახვილის თეორია, რომლის მიხედვითაც ქრისტიანობის დასაცავად ღმერთმა ადამიანებს ორი მახვილი მისცა – ეკლესია და სახელმწიფო. უპირატესობა ამ ორში აქვს ეკლესიას, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვინ უნდა იყოს მეფე. მეორეს მხრივ ბიზანტიური საერო ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ამ ძალაუფლებას იმპერატორს არა ეკლესია, არამედ ღმერთი გადასცემს.

7cfd65349da5

(ბიზანტიის იმპერია (ბერძ.: Βυζαντινή Αυτοκρατορία), ოფიციალური სახელწოდება რომის იმპერია (ბერძ.: Βασιλεία τῶν Ρωμαίων), შემოკლებით ბიზანტია (ბერძ.: Βυζαντιoν) (395-1453) – შუა საუკუნეების სახელმწიფო რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. შეიქმნა IV საუკუნეში რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფის შედეგად და არსებობდა XV საუკუნის შუა წლებამდე.)

მოგვიანებით ჩნდება ახალი თეორია, ეს არის ეგრედ წოდებული ცეზაროპაპიზმი. მის მიხედვით, ბიზანტიის იმპერატორი თავის თავზე იღებს ეკლესიის და სახელმწიფოს მართვას. ცეზაროპაპიზმი პირველად გაჩნდა იმპერატორ თეოდოს დიდის (346-395) მმართველობის დროს და ფორმალურად გაფორმდა იუსტინანეს კოდექსის მიერ. ასევე არსებობს თეორია სიმფონიური ძალაუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბიზანტიაში ეკლესია და სამეფო ხელისუფლება ჰარმონიულად თანაარსებობდნენ, რადგან ორივე ერთ საქმეს ემსახურებოდნენ და მათ შორის რაიმე დაპირისპირებას არ ჰქონდა ადგილი.

f23bbdbb3633

სიმფონიის თეორია კი საბოლოოდ გააფორმა იმპერატორმა იუსტინიანემ. იუსტინიანეს თეორიის მიხედვით ეკლესია იმპერიის სული, ხოლო სახელმწიფო კი მისი სხეული იყო. მაგრამ სახარებისეული ეკლესია თავის თავს თვლიდა “ქრისტეს სხეულად”. რადგან ბიზანტიაში ეს სხეული სახელმწიფო ითვლებოდა, ყველა მისი ქვეშერდომი დე-ფაქტოდ, ანუAავტომატურად ხდებოდა ეკლესიის წევრი. ამით კი იშლებოდა საზღვარი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. უფრო მეტიც, ეკლესიას საერთოდ ვეღარ ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და ვეღარ ასრულებდა საკუთარ ფუნქციას, რამეთუ ამ ფუნქციის შესრულება მეტწილად იტვირთა სახელმწიფომ. ამიტომაც იმპერატორი მუდამ უფრო ესწრებოდა საეკლესიო კრებებს და საკმაოდ დიდ როლს ასრულებდა საკესიო კრებების შედეგზე. ცეზაროპაპიზმის შემთხვევაში ბიზანტიის იმპერატოტრი უცოდველი იყო ძილშიც კი.

55041acb5c32

ცეზაროპაპიზმი არის ბიზანტიურ-მართლმადიდებკლური და რუსულ-მართლმადიდებლური მოვლენა. რამოდენიმე ისტორიკოს მიაჩნია რომ დავით აღმაშენებელმაც რომელმაც მოიწვია საეკლესიო კრება და რომელიც ესწრებოდა და რომელმაც ახალი თანამდებობა შემოიღო, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო ცეზაროპაპიზმის გამოვლინება რადგან მან საკუთარი ძალაუფლებას დაუქვემდებარა საერო და სასულიერო ხელისუფლება. თუმცა დავით აღმაშენებლზე ბევრი რამ ჯერ სადაოა და გადაწყვეტით ვერ ვიტყვით რომ ეს მართლა ასე იყო.

3d017caae5b8
წყარო: planeta.ge ; wikipedia.org ; google

მსგავსი ამბები

Back to top button