არქივი

სტალინი და ალკოჰოლი

94358e59a77f
ამ პოსტში წაიკითხავთ თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა სტალინს ალკოჰოლურ სასმელთან და როგორ აფასებდა ის ქართულ ღვინოს და ჭაჭას…
მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს ყოველთვის ერიდებოდა იოსებ სტალინი. მას, შეეძლო დაელია ერთი-ორი პატარა ჭიქა არაყი ან ქართული კონიაკი, მაგრამ ძირითადად ოჯახურ ქართულ ღვინოს ამჯობინებდა. ღვინოებს სტალინისათვის სპეციალურად პროფესიონალი მეღვინეები არჩევდნენ. მათთან ერთად ყოველთვის ესწრებოდნენ КГБ-ს თანამშრომლები, რომელთად ევალებოდათ მეღვინეებთან ერთად შეერჩიათღვინო და ჩაეტანათ კრემლში, სადაც სტალინის პირადი ექიმის ნებართვის შემდგომ აწვდიდნენ ღვინოს დიდ ბელადს. ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო ქინძმარაულის ზონაზე; ერთ ლიტრა ქინძმარაულში ოჯახის პატრონს სხვა ძვირფას 5 ლიტრა ღვინოს ან გარკვეულ ანაზღაურებას სთავაზობდნენ. ასევე ლეჩხუმში, არჯევანიძეების ოჯახში, სტალინისთვის იძენდნენ ღვინო უსახელაურს.

62e4204a7371

ა.ა.გრომიკო იხსენებს: მაგიდაზე სტალინს თავი ყოველთვის თავისუფლად ეჭირა, მიუხედავად იმისა, თუ რა დონის სტუმრებს ხვდებოდა. იალტაში, რუზველტთან და ჩერჩილთან შეხვედრის დროს, ის სტუმრებს სთავაზობდა ქართულ, მშრალ ღვინოებს. სტუმრები სიამოვნებით მიირთმევდნენ სასმელს და აქებდნენ მას. ერთ-ერთი შეხვედრის დროს სტალინმა სტუმრებს უეცრად დაუსვა შეკითხვა: – თქვენ იცით ქართული ყურძნის არაყი ჭაჭა? სტუმრებმა, რასაკვირველია, სასმელის შესახებ არაფერი იცოდნენ. სტალინმა თვითონვე განუმარტა: – ჩემი აზრით, ჭაჭა საუკეთესოა არყებს შორის. მართალია, მე მას არ ვსვამ, რადგან მშრალ ქართულ ღვინოებს ვანიჭებ უპირატესობას.
ჩერჩილმა ინტერესი გამოიჩინა და იკითხა: – არ შეიძლება, რომ ჭაჭა გავსინჯო? – შევეცდები, გაგასინჯოთ, – მიუგო სტალინმა.
მეორე დღეს სტალინმა ჩერჩილსაც და რუზველტსაც საჩუქრად მიართვა თითო ბოთლი ჭაჭა.

2af0c4f6e5c8

ჭაჭა თბილისიდან იალტაში თითქმის ერთ დღეში ჩამოიტანეს. იალტიდან სიმფეროპოლში გაიცა განკარგულება, რომელიც ეცნობა თბილისს. თბილისში ქალაქის კომენდატი საგონებელში ჩავარდა. რა ექნათ, სტალინმა სპეცხაზებით ორი ბოთლი წაჭა შეუკვეთა. მორიგემ ქალაქის კომენდატურაში სასწრაფოდ გაიგო ქ. თბილისში მცხოვრები იმ ადამიანის მისამართი, რომელიც ოჯახში აყენებდა ჭაჭის არაყს. იმ წუთშივე შავი ლიმუზინი სამხედროებითა და КГБ-ს წევრებით ერთად მიადგა ჭაჭის მეპატრონეს. ოთახის კარებზე მძიმე ბრახუნმა გააღვიძა მეზობლები, რომლებიც ფანჯრიდან იცქირებოდნენ და გაკვირვებულები კითხულობდნენ: ვის წასაყვანად მოვიდნენო? ჭაჭის მეპატრონე გააღვიძეს, წამოაყენეს ლოგინიდან, მთელი ოჯახი ფეხზე დადგა. კომენდატის წინაშე გაფითრებული გამხდარი კაცი იდგა, რომელიც შიშისაგან ცახცახებდა. კომენდატმა სამჯერ გაუმეორა ერთი სიტყვა: – ჭაჭა, ჭაჭა, ჩქარა ჭაჭა!
საბედნიეროდ, ოჯახში რამდენიმე ჭაჭია ბოთლი აღმოჩნდა. მათ სასწრაფოდ გამოართვეს ჭაჭა ოჯახის უფროსს და დატოვეს ჯერ კიდევ გაოგნებული კაცი, რომელსაც ვერ გაერკვია რა მოხდა. ავტომობილი გაემართა აეროპორტისკენ და სპეცრეისით კალათა, რომელშიც იდო რამოდენიმე ბოთლი ჭაჭა, გაიგზავნა სიმფეროპოლში და იქიდან იალტაში. გამთენიისას კალათა სტალინის რეზიდენციაში იყო.
სტალინმა გახსნა ერთი ბოთლი და რამოდენიმე წვეთი გადმოასხა ჭიქაში. დაუძახა თავის პირად მდივანს და სთხოვა, გაესინჯა იგი. – როგორია? – საუკეთესო, როგორც ცრემლი! – გაუგზავნეთ თითო ბოთლი რუზველტსა და ჩერჩილს, – დასცა ბრძანება სტალინმა.
სტუმრებს სტალინი წინასწარ აფრთხილებდა, რომ სადილად იქნებოდა ხარცო და მწვადი. სადილზე იგი არაყს არ სვამდა. უყვარდა მშრალი თეთრი და წითელი ქართული ღვინო მცირე რაოდენობით. იცოდა თეთრი და ჭითელი ღვინის ერთმანეთში შერევა.
ერთხელ მაო ძე დუნს უკითხავს, თუ რატომ უდგას ბელადს მაგიდაზე ყოველთვის ორი ბოთლი ღვინო, ერთი თეთრი და ერთი წითელი.
საიდუმლოს არ ვამხელ, უპასუხა სტალინმა, თუმცა დასძინა რომ ეს მისი თეორიაა ღვინის კულტურის შესახებ.
როდესაც სტალინს ჰკითხეს, რა არის მამაკაცის უმაღლესი სიამოვნება, მან უპასუხა: “დაამარცხო მტერი და შემდეგ დალიო შესანიშნავი ქართული ღვინო!”
30-იან წლებში სტალინს ყოველთვის ჰქონდა მარაგში ქართული ხილი, რომელსაც მას დედა უგზავნიდა ჩურჩხელებთან და მურაბებთან ერთად. იგი ყოველთვის ურჩევდა თავის შვილებს, რომ სადილზე თითო ჭიქა ქართული ღვინო დაელიათ.
აფხაზეთში, რიწის ტბაზე ან საქართველოს სხვა სამთავრობო აგარაკზე ყოფნის დროს, იგი ყოველთვის ითხოვდა ლაღიძის წყალს.
სტალინის არყის რეცეპტი ასეთი იყო: არაყი ჭაჭა – 0.5 ლიტრა, წითელი წიწაკა – ერთი თავი, ნიორი – 2-3 კბილი. აჩერებდა 2-3 დღე და მერე მიირთმევდა.
ბელადი კრემლში ყოველთვის ზომიერად იღებდა ღვინოს, მაგრამ პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ სმას მოუმატა. მას განსაკუთრებით უყვარდა “მაჭარი”, რასაც ისინი წყალგაზავებულ 4%-იან ღვინოს ეძახდნენ.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button