საკითხავისასარგებლოსურათები

20 ფილმი, რომელიც ყველა ქალმა უნდა ნახოს

9e20767bb563

არსებობს ფილმები, რომლებსაც უყურებთ და დაგავიწყდებათ, ისინი სავსეა ოცნების კოშკებით. მაგრამ არის ფილმები ქალებისთვის, სიყვარულზე, რომლებიც არ მთავრდება ბედნიერად, ან ისე, როგორც სხვა ნებისმიერი. მათში დევს აზრი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს ცხოვრებაში. წარმოგიდგენთ 20 ასეთ ფილმს.

ცხოვრება ვარდისფერ ფერებში

6f8c4220383b

ეს საკმაოდ ღრმა და ემოციური ფილმია ფრანგ მომღერალ, ედიტ პიაფზე, რომელიც მუდამ იბრძოდა ცხოვრებისთვის, სიმღერისთვის და სიყვარულისთვის.ფილმი შედევრი გახდა, რადგან უმაღლეს დონეზე გადმოსცა პარიზის ატმოსფერო, გიჟური, ველური და მომხიბვლელი ერთდროულად. პარიზი ტკბილად და რომანტიკულად ეჩვენება მხოლოდ მას, ვინც მას არ იცნობს. ალბათ ასეთ პირობებში იბადება ნამდვილი ტალანტი, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა…

ჯარისკაცი ჯეინი

8d53c8135a56

ფილმი ინტრიგებისა და ძვირადღირებული ბრძოლების გარეშეა. მაგრამ ის ერთ-ერთია, რომელიც ნამდვილად გვაჩვენებს, თუ რამდენად ძლიერია ადამიანის ნება. ამ შემთხვევაში კი – ქალის. “ჯარისკაცი ჯეინი” დაუვიწყარია რამდენიმე სცენის გამოც, საბოლოოდ კი ის კლასიკადაა ქცეული.

მონა ლიზას ღიმილი

c12ab067189c

“მონა ლიზას ღიმილზე” უფრო ბრძნული ქალური ფილმი არ არსებობს. ის გასწავლით ღირსებას, მიზანსწრაფულობას… მაგრამ ყველაზე მთავარი ფილმში ის არის, რომ გიშვენებთ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი გონებით ფიქრი. ფილმის შესანიშნავი სამსახიობო ჯგუფის გამო ის არ დაემსგავსა იაფფასიან ფემინისტურ ფილმს, ის საკმაოდ სასიამოვნო და მსუბუქი საყურებელი გამოვიდა.

გოგონა მილიონ დოლარად

b0d1df3fe1a6

ფილმი მაყურებელს ხიბლავს იმით, რომ არაფერია ზედმეტი და შელამაზებული. ის გიჩვენებთ ცხოვრების სისასტიკესა და დანდობლობას, ისეთს, როგორიც ის არის. ცხოვრება გიწვევთ და მხოლოდ თამამი, მიზანდასახული და მამაცი ადამიანი თუ შეძლებს უპასუხოს მას ამ გამოწვევაზე. კლინტ ისტვუდმა დიდი ყურადღება მიაქცია ყველა დეტალსა და წვრილმანს, მსახოიბებმა კი იცხოვრეს თავიანთ გმირების ცხოვრებით, რაც ნამდვილად აღძრავს ემოციებს. ბედნიერი დასასრულისა და ცრემლების ადგილი არ არის იქ, სადაც გოგონა ბოქსის ჩემპიონობაზე ოცნებობს.

ეშმაკს აცვია პრადა

a8935501ca5c

მოდის სამყარო ნამდვილად თვალწარმტაცია. მაგრამ რამდენადაც ლამაზია, იმდენად სასტიკია. ნებისმიერ პატარა შეცდომას შეუძლია ოლიმპოს მთიდან ჩამოგაგდოთ. ფილმს ეპოქალურობაზე არ აქვს პრეტენზია, მაგრამ კომედიურ დრამაში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა. მსუბუქი, სასიამოვნო სიუჟეტისა და ბრწყინვალე მსახიობების, მერილ სტრიპისა და ენ ჰეთევეის წყალობით, ფილმმა დაიპყრო თაყვანისმცემლების გულები.

ცვლილებათა გზა

2f2b144154b4

რამ უნდა აიძულოს მაყურებელი უყუროს ფილმს წყვილის შესახებ, რომელსაც 2 შვილი ყავს და ამერიკაში, მე-20 საუკუნის კრიზისისას ცხოვრობენ? საბოლოოდ აღმოაჩენთ, რომ ეს არის ფილმი, რომელიც გადაღებულია თქვენზე, საზოგადოების თითოეულ წევრზე. ფილმის გმირები გაუსაძლისი მდგომარეობის გამო მიდიან პარიზში. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არაა, როგორც ჩანს. შესაძლებელია ადგილსამყოფელის შეცვლა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გაექცევით. თუ სულში სიცარიელეა, ვისთან ერთადაც და სადაც არ უნდა იცხოვროთ, სევდა არ დაგტოვებთ. ამ აღმოჩენისათვის მადლობა ფილმს.

დედოფალი

31f312a3623f

სტივენ ფრირზის ფილმი “დედოფალი” მოიცავს ინგლისის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს, როდესაც გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი პრინცესა დიანა. რა უნდა ქნას დედოფალმა, რომლის მიმართაც უამრავი სალანძღავი სიტყვაა მიმართლი, აყვეს ემოციებს თუ გამოიჩინოს სიმამაცე და განაგრძოს ქვეყნის მართვა? პროლოგში მოცემულია შექსპირის სიტყვები… თუ მის დროს ბრძოლის იარაღები ხანჯლები და ისრები იყო, ახლა ისინი მირკოფონებმა და კამერებმა შეცვალეს, რაც ნამდვილად მოითხოვს სიძლიერეს.

ერინ ბროკოვიჩი

a9dbeaa350d0

ერინ ბროკოვიჩის ისტორია – ისტორია ძლიერი და სუსტი ქალის შესახებ. ერინისთვის ჩვეულებრივი ქალური სისუსტეები ნამდვილად დიდი ფუფუნებაა. იგი იბრძვის სხვა ადამიანების უფლებების გამო, ის სულაც არ არის გენიოსი, მაგრამ გონივრულად უდგება ყველა იმ საკითხს, რომლის გადაჭრაც სურს. იმ მომენტში, როცა ხელეს ჩამოუშვებთ და გამოსავალს ვერ იპოვით, უბრალოდ უყურეთ ამ ფილმს – ის შესანიშნავია.

ფრიდა

697d16f5ad21

ცნობილი ფილმი ცნობილ ქალზე, რომელიც სავსე იყო ენერგიით და სურვილით სავსე ნატურის არაჩვეულებრივი მაგალითია. ფრიდა სულ რაღაც 20 წლის იყო, როდესაც ცოლად გაყვა ცნობილ მექსიკელ მხატვარ, დიეგო რივერუს. ეს ფილმი მოგვითხრობს არამხოლოდ გენიალურ მხატვარზე, არამედ ქალზე, რომლისთვისაც პირველ ადგილზე სიყვარული და ოჯახი იდგა. ფილმის მუსიკა კი ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას.

ჭამე, ილოცე, შეიყვარე

c395107c4360

ამ ფილმის გარეშე ეს სია არ იარსებებდა. წიგნზე დაფუძნებული ფილმი დეპრესიის წინააღმდეგ ნამდვილად მარტივ რეცეპტს გვთავაზობს – აირჩიეთ “ი” ასოზე დაწყებული 3 ქვეყანა და გაემგზავრეთ მათ მოსანახულებლად, თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ. ჯულია რობერტსის გმირიც ასე იქცევა, ახლა კი თქვენი დროა.

ოქროს საუკუნე

01d387a3fed1

კიდევ ერთი შესანიშნავი ფილმი იმის შესახებ, თუ როგორი რთულია დედოფლობა. მაგრამ ეს ფილმი არ არის ისტორია, მონარქის ცხოვრება, ეს არის უბრალოდ ადამიანზე. ელიზაბეტ I – არც ერთ წუთს არ უთმობდა ცხოვრებისეულ ბედნიერებას. უცნობობა, ვნება, ღალატი, თავგადასავალი, დიდებულება – ეს ყველაფერი თავმოყრილია ოქროს საუკუნეში, შესანიშნავი სცენარით, მდიდრული კოსტუმებითა და არაჩვეულებრივი სამსახიობო გუნდით.

იქ, სადაც გულია

9aeb91cdb13c

გასაოცარი ფილმი სიყვარულზე, პატიებასა და ნდობაზე. ერთი შეხედვით ბანალური ისტორიაა, ისეთივე ძველი, როგორიც სამყარო. ორსულ გოგონას მისი შეყვარებული მიატოვებს, ის, რომელთანაც გოგონას ეგონა მთელი ცხოვრება იქნებოდა. მაგრამ სამყარო ასეთი საშინელიც არაა… არ შეიძლება ბედი შეიძულოთ, ხელები ჩამოუშვათ… უბრალოდ წინ უნდა იაროთ, დაივიწოთ ბოროტება, დაეხმაროთ ხალხს და დატკბეთ ცხოვრების ყოველი წუთით. ეს ალბათ ათასჯერ გაგიგონიათ, მაგრამ სწორედ ეს არის ბედნიერების საიდუმლო.

ჟანა დ’არკი

2cee97c74d37

ფილმი ნამდვილად შესანიშნავია. ისტორიული მასშტაბური ამბავი შესაძლოა გაწელილი და მოსაბეზრებელი ყოფილიყო, მაგრამ ფილმის შემქმნელებმა შეძლეს ჟანა დ’არკის რეალიზმის, რწმენისა და სამართლიანობის შეგრძნებების გაღვიძება, ამას კი წარმატებით გაართვა თავი მილა იოვოვიჩმა.

თავი ღრუბლებში

3af6dc82803c

“თავი ღრუბლებში” – ეს მხოლოდ ფილმის სათაური არ არის. ეს არის სულიერი მდომარეობა, ოდნავ გიჟური და განცდებში ჩაფლული ფილმის გმირებისა. ფილმი სავსეა ესთეტიკით, მაგრამ ამავდროულად ტრაგიკულია. მთლიანად კი მიძღვნილია ადამიანის გულის – სამყაროს საიდუმლოს შეცნობისაკენ.

ელეგია

8b76e6f0030f

არსებობს ფილმები, რომლებიც სულის სიღრმემდე წვდება მაყურებლებს და უღვიძებს ყველა ნერვულ დაბოლოებას. “ელეგია” ერთ-ეღტი ასეთია. კოლეჯის მასწავლებლის, დევიდ კეპეშისა და ახალგაზრდა კონსუელა კასტილოს ისტორია გახვედრებთ იმას, რომ ვის გვერდითაც არ უნდა იყოთ მნიშვნელობა არ აქვს, სანამ მასთან სულიერად არ იქნებით ახლოს.

ამელი

860cd762f111

ფანტაზიორი ამელი თავის აბაზანაში ნახულობს საიდუმლო ადგილს ძველი სათამაშოებით და იპყრობს სურვილი დაუბრუნოს “განძი” კანონიერ მეპატრონეს. ეს კეთილი საქციელი მას უბიძგებს მოულოდნელად გამოჩნდეს სხვა ადამიანების ცხოვრებაში. ფილმი თქვენს ცხოვრებასაც გადააბრუნებს. იან ტერენსის მუსიკის გარეშე კი შეუძებელი იქნებოდა პარიზის ატმოსფეროს ასე გენიალურად გამოხატვა.

7 დღე და ღამე მერილინთან ერთად

d071f84c2fe1

მერლინ მონროს როლის შესრულება რაღაც დონეზე ნამდვილად გამოწვევაა. მაგრამ მსახიობი მიშელ უილიამსი მშვენივრად გაუმკლავდა თავის როლს. მან შეძლო თავდაჯერებული ახალგაზრდა გოგონას როლის შესრულება, რომელსაც მთელი სამყაროსი და ადამიანების ეშინოდა. ფილმის ყურება მხოლოდ მერლინის ცხოვრების გასაცნობადაც ღირს, მაგრამ იგი ნამდვილად გასწავლით ცხოვრებისეულ ელემენტებს.

რკინის ლედი

c61ceb28d35c

მერილ სტრიპის ყველა ფილმი ლეგენდარულია. ამჯერად კი მან მარგარეტ ტეტჩერის, რკინის ლედის როლი მოირგო. პოლიტიკოსის, რომელიც მოქმედებას არჩევდა. ქალის, რომელმაც კარიერა არჩია. ქვეყნის ლიდერის, რომელმაც იცოდა ღირსეულად წასვლის დრო. ფილმი კი აუცილებლად უნდა ნახოთ.

ევიტა

f0d035c4b3b0

შესანიშნავი მიუზიკლი, რომელიც ეძღვნება არგენტინელ მომღერალს ევიტა დუარტე დე პერონს, მის ცხოვრებისეულ გზას, რომელიც თავაც აირჩია. მადონამ შესანიშნავად გადმოიტანა ეკრანებზე ევიტას ცხოვრება, მისი ბნელი და ნათელი მხარეები, შიშები და ამბიციები. ენდრიუ ლოიდ უიებერმა კი შეძლო მაყურებლის მონუსხვა დაუვიწყარი მუსიკით.

ჯია

6b8ed933681b

თუ ფილმის ერთი სიტყვით აღწერას მოითხოვდნენ, ეს იქნებოდა – “შესანიშნავი”! მაყურებელმა იხილა ნამდვილი, შეულამაზებელი მხარე სამოდელო ბიზნესისა. ერთი შეხედვით, რა ჯობია მდიდრულ ცხოვრებას, რომელიც სავსეა ფოტოსესიებით, შეხვედრებით, ჩვენებებით…. აქ კი ვიხილეთ “ბრწყინვალე” ცხოვრება, რომლითაც მოდელები ცხოვრობენ. ანჯელინა ჯოლი კი მშვენივრად ასახიერებს ჯია მარი კარანჯის.

კოკო შანელამდე

c9d87b9250c1

ფილმი ძლიერ ქალბატონზე, რომელიც არ შეუშინდა საზოგადოებას და ბოლომდე დაიცვა საკუთარი შეხედულება და გემოვნება. იგი შეეწინააღმდეგა საზოგადოებას, რომელიც მიჩვეული იყო ვიწრო კორსეტებს, კარნავალის კაბებს, ბეზე-ქუდებს… ყველაფერ ზედმეტს. ზოგი თვლის, რომ ფილმი ნელი და მოსაბეზრებელია, მაგრამ ის ძალიან გავს ცხოვრებას. ზოგჯერ მასში მართლაც ძალიან ნელა მიედინება მოვლენები, ზოგჯერ კი ისე სწრაფად, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ. ოდრი ტატუ კი შეუდარებელ კოკო შანელს ასახიერებს, თანაც დიდი წარმატებით.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close