გართობაკულტურა

საინტერესო საიტები (პირველი ნაწილი)

4655a44cafcc
Yahoo – ცნობილი ამერიკული კომპანია რომელსაც მრავალი სერვისი აქვს მისი მომსახურების არეალი ბევრ სფეროს წვდება მათ შორის Yahoo-ს საიძიებო სისტემა, Yahoo-ს ელექტრონული ფოსტა, Yahoo News ახალი ამბების პორტალი და სხვა მრავალი სერვისი. Yahoo დაარსებული იქნა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ჯერი იანგის და დევიდ ფილოს მიერ 1994 წელს. Yahoo დაარსების დღიდან ამ წუთამდე ნერგავს ინოვაციებს და მომხმარებლებს სთავაზობს მუდმივად განახლებადი სერვისების ფართო არჩევანს იგი ერთ-ერთი წამყვანი და ლიდერი საიტია ვებსივრცეში.
02464fb84a93
Google Adsense – Google ს ცნობილი სერვისი რომელიც ინტერნეტში გამოჩნდა 2003 წლის 18 ივნისს მოცემული საიტი და სერვისი ეკუთვნის Google-ს და საკმაოდ აქტიურად ვითარდება. მოცემულ საიტზე შესაძლებელია დარეგისტრირება ადამიანთათვის რომელთაც აქვთ საიტი და უნდათ ფულის გამომუშავება მათი საიტები დარეგისტრირებიდან 24 საათის განმავლობაში გაივლის რეგისტრაციას და თანხმობის პასუხის მოსვლის შემთხვევაში მათ მიუვათ კოდი რომელთაც ჩასვავენ საიტზე სასურველ ადგილას რის შემდეგაც საიტზე შემოსული მომხმარებელი რომელიც დააკლიკებს მოცემულ რეკლამას ამით მოცემული კონტენტის ან საიტის მფლობელს შეეძლება მიიღოს გარკვეული თანხა მაგრამ Google Adsense-ს წესები მკაცრია და ბევრ საიტზეა შეზღუდვა. აღნიშნული სერვისით სარგებლობენ უფრო აქტიურად ინგლისურ და რუსულენოვანი საიტები Adsense-ს რეკლამებს ქართულ საიტებზეც შეხვდებით მაგრამ მცირე დოზით.
106c96fbe2f1
Hi5 – ცნობილი სოციალური ქსელი და გაცნობის საიტი რომელიც დაარსდა და ინტერნეტ სივრცეში გაეშვა 2004 წლის 21 იანვარს საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ მათი ფოტოები ვიდეოები დოკუმენტები და მუსიკა გაუზიარონ მათ ვინც იმყოფება და დარეგისტრირებულია საიტზე. Hi5 მისი მარტივი ინტერფეისის გამო ძალიან პოპულალური გახდა და არის დღემდე მაგრამ ბოლო 1-2 წელი ჩემის აზრით ისინი აღარ ფიქრობენ საიტის განვითარებაზე მაგრამ არც ისაა გამორიცხული რომ ისინი ფიქრობენ იმაზე რომ საიტი უფრო ახალი სერვისებით შეცვალონ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას მანამდე კი თავად ნახეთ და მოინახულეთ Hi5 მასზე საკმაოდ ბევრი ქართველია დარეგისტრირებული.
8741fd7c8bd7
Linkedin – სოციალური ქსელი რომელიც არ გამოიყენება ხალხის გასაცნობად ალბათ გასაოცარია არა ? Linkedin – ზე დარეგისტრირებულებს შეუძლიათ განათავსონ მათი მონაცემები ანკეტაში და საკმაოდ ადვილად გამოხმაურების შემთხვევაში იშოვონ სამსახური ან ბიზნეს პარტნიორი საიტი არის ბიზნესზე ორიენტირებული სოციალური ქსელი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button