ვიდეოებისაკითხავისურათები

სუკეთესო მომენტები ფილმებიდან

4d424634ecbd

საუკეთესო მომენტების შედგენა ფილმიდან საკმაოდ რთულია. ყველას აქვს თავისი ფავორიტი ფილმი და ერთი და იგივე გემოვნების მქონე 2 ადამიანის მოძებნა ძალიან რთულია. აქ ნახავთ შავ-თეთრი ფილმების კლასიკურ მომენტებს, დღევანდელ ბლოკბასტერებს, საშიშ ფილმებს, მაგრამ მათ აერთაინებთ მომენტები, რომლებიც მსოფლიომ შეიყვარა. შეიძლება მოცემული მომენტები არაფრით გამორჩეულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თითოეული მათგანი საკმაოდ მნიშვნელოვან მომენტს ნიშნავს ფანების გარკვეული ჯგუფისათვის. ახლა კი წარმოგიდგენთ საუკეთესო მომენტების სიას.

50. 12 Angry Men

079f39357aae

ფილმი შეიძლება არ ჩაითვალოს ნამდვილ შედევრად, მაგრამ ეს მომენტი კი ნამდვილად დაუვიწყარია.

49. Toy Story

c30790b24d9f

დასაწყისის სცენები ამ მულტფილმში თითქმის ყველასათვის ცნობილია. ის ათბობს ჩვენს გულებს ყოველ ჯერზე, როცა ვნახულობთ და გვანდომებს კიდევ ერთხელ ვნახოთ ფილმი. მუსიკა, რომელიც რენდი ნიუმენმა დაწერა, ნამდვილად კარგად ერწყმის დისნეი პიქსარის პირველ ფილმს.

48. The Dark Knight

518a7ff1fde2

დასასრულის სცენა ფილმში ნამდვილად აუცილებლად უნდა იყოს ამ სიაში. ფილმი ნამდვილად ქაოსით არის აღსავსე და ასეთი დასასრული სურპრიზის მსგავსია.

47. Apocalypse Now

5fb05aa7aeef

თუ თქვენ არ იცოდით, ფილმის გმირი ბენჟამინი სინამდვილეში მთვრალი იყო. ეს ერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სცენა, რადგან ნაჩვენებია მთვრალი ადამიანიც ქცევა, უბრალოდ ნაჩვენები ისე, როგორც არის.

46. In the Heat of the Night

faefaccc2ea2

ერთ-ერთი მიზეზი კინოს აღზევებისა ნამდვილად არის ამ მომენტში, რომელიც სავდსეა დრამით. ეს ფილმი დამახსოვრებულია ერთი, ძლიერი ფრაზით: “ისინი მისტერ ტრიბს მეძახიან”.

45. Goodfellas

ce1a8795ef35

ამ ფილმში წარმოდგენილი რესტორანის სცენა ნამდვილად გამოიყურება, როგორც თამაში. სანამ ჰენრი და კარენი მიდიან რიგში, სხვა ყველა ფილმისგან განსხვავებით, ნაჩვენებია უამრავი ადამიანი, რაც როგორც რეჟისორების, ისე მსახიობების უნარსა და ნიჭზე მიუთითებს. ფილმის სცენარი კი მარტინ სკორსეზეს მიერ არის დაწერილი.

44. The Shining

eb87252990f7

ბევრი ადამიანი მოიაზრებს ბოლო სცენას საუკეთესოდ, მაგრამ “აქ არის ჯონი”-ს სცენა ნამდვილად დაუვიწყარია. რა თქმა უნდა, ეს უცნაურად დასმული, გაუგებარი კიტხვა გაუგებარია ბევრისთვის. რას გულისხმობდა ჯეკი? ასევე ეს ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია საშინელებათა ჟანრის ფილმებში.

43. There Will be Blood

602812306ddc

ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია, რომელზეც ბევრს საუბრობენ. ზოგი მას შესანიშნავს, ზოგი არასაჭიროს უწოდებს. ბევრ კრიტიკოსს იგი უყვარს და გამოხატავს ამ სიყვარულს, დასასრულს საკმაოდ ამაღელვებლად თვლიად.

42. The French Connection

94aba941aaa3

ფილმში წარმოდგენილი მანქანების დევნის სცენა ალბათ მის კატეგორიაში ყველაზე ცნობილია. ის კარგი სცენა, იმიტომ, რომ არ არის გადამეტებული არაფერი. ფილმის გმირი არ მართავს მანქანას როგორც პროფესიონალი, ის უშვებს შეცდომებს, თითქმის ხალხი გაიტანა. ფილმი დიდი გავლენის მქონეა და დიდ ხანს რჩება ადამიანის მეხსიერებაში.

41. The Bridge on the River Kwai

4f955bcd36c0

“განძი. განძი” გამეორებული ორი სიტყვა შიშის პირობებში. ეს გაუგებარი ფრაზაა, მეტად სატირიკული. საბოლოოდ კი ის გამოხატავს იმ აზრს, რომელიც ფილმის მწარმოებლებს მაყურებლამდე სურდათ მიეტანათ.

40. City Lights

6ef72ad66239

ზოგი მას საუკეთესო ფილმის დასასრულს უწოდებს, იგი მართლაც გამორჩეულია. ყველაზე ემოციური ნაწილი ფილმში, სევდიანი, პოეტური და ლამაზი დასასრული ჩარლი ჩაპლინის ნამუშევარში.

39. Cool Hand Luke

8b8ff16c6d60

ეს სცენა იმსახურებს ამ სიაში ყოფნას, თუ არ ჩავთვლით პაროდიების რაოდენობას, პოლ ნიუმენი და შროთერ მარტინი საუკეთესოდ თამაშობენ როლს. თუ არ გიყვართ ქული და ლუკი, მაშინ შესაძლოა კარგი ფილმები არ გიყვარდეთ.

38. Full Metal Jacket

79795313fff2

ლი ერმის წარდგენა ნამდვილად საინტერესო საყურებელია. ფილმი ზედმეტად შეგიყოლიებთ და ბევრს გასწავლით ინგლისური ენის შესახებ, თავს ამაყად იგრძნობთ ფილმის ნახვის შემდეგ.

37. M

42639d9f2ca6

ფრიც ლენგი საკმაოდ შთამბეჭდავად იღებს ფილმის დასაწყისს. თუ შინაარსის შესახებ არაფერი წაგიკითხავთ, დასაწყისის სიმღერა მას მოგიყვებათ. ეს ფილმი მოიაზრება პირველ, დიალოგურ ფილმად, რადგან მასში იგი არჩ თუ ისე ბევრია, მაგრამ სიჩუმე ნამდვილად აინტრიგებს მაყურებელს

36. Annie Hall

f3bc3abdbee9

ენი ჰოლი – ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ისტორიაში. ნამდვილად შთამბეჭდავია ურთიერთობა მსახიობებს შორის, რადგან ყველაფერი,რასაც ისინი აკეთებენ სასაცილოა. ენი ყველაფერს სწორად აკეთებს. მისი ყოველი სიტყვა კი სავსეა იუმორით.

35. No Country For Old Men

0a1640a72729

ერთ-ერთი საუკეთესო “ცუდი ბიჭი” და ამის ნახვა თქვენ ამ ფილმში შეგიძლიათ. ენტონ ჩიგური კი ნამდვილად გაძლევთ იმის მიზეზს, რომ მასზე იფიქროთ, როგორც უსულო ადამიანზე, რომელიც მზადაა მოკლას ნებისმიერი. შეიძლება ასეცაა…

34. The Treasure of the Sierra Mandre

d3a84f8779c3

ერთ-ერთი ყველაზე უფრო უნცაური და სასაცილო ფრაზა ამ ფილმიდანაა სწორედ, მართალია მას ზოგი ადამიანი ვერ გებულობს და უარყოფითად აღიქვამს, მაგრამ სინამდვილეში ის ძალიან სახალისოა.

33. A Clockwork Orange

61d604743616

ფილმის დასაწყისი ნამდვილად შემყოლია. იგი ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელიც მთელ ფილმს ბოლომდე მისდევს. სწორედ ალექს დელერჯი იყო შთაგონება ჰიტ ლეჯერის ჯოკერის როლისთვის.

32. On the Waterfront

f1b8b3d248b3

მარლონ ბრანდო შეუდარებლად თამაშობს ამ სცენაში და მისი პაროდიაც არაერთხელ გაუკეთებიათ. მარლონ ბრანდოს ფრაზა ნამდვილად ბევრის გულსა და მახსოვრობაში იკავებს ადგილს.

31. Shane

266999bd4929

ბავშვი, რომელიც ტირის მეგობრის დაბრუე=ნებაზე. ნამდვილას შოკისმომგვრელია ეს სცენა. ექოს და ბავშვის ტირილის ხმა შერწყმულია და სევდიან განწყობას ქმნის.

30. Sunrise

9c9dac162446

ფილმი, რომელიც ბევრისათვის უცნობია, ვნებიანი ეპოქის დასაწყისშია გადაღებული. ფილმი ნამდვილად ღირებულია და მისი ნახვა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს.

29. There Will be Blood

b8f9fddf8462

“მე მივატოვე ჩემი შვილი. მე მივატოვე ჩემი შვილი. მე მივატოვე ჩემი შვილი”

შთამბეჭდავი მნიშვნელობა ამ ფრაზისა, რომელიც მთლიანად ცვლის თქვენს გრძნობებს ამ ფილმის გმირებისადმი. იკარგებით თქვენს გრძნობებში და ვერ გებულობთ თქვენი გრძნობების ცვალებადობასა და მნიშვნელობას.

28. The Searchers

bfc5c627349b

“წავიდეთ სახლში, დები”. სცენა საკმაოდ დახვეწილია. ჯონ ჰიუსტონმა ზუსტად იცოდა რას აკეთებდა, როდესაცეს ფრაზა ჩასვა ფილმში. იგი ბევრ შეკითხვას ტოვებს, რომელთა უმეტესობა უპასუხოდაა დარჩენილი. ყოველთვის ტივტივებს უპასუხო კითხვები: იტანი დების მამაა? ფილმი სრულყოფილების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

27. Raging Bull

03a9f103ef15

დასასრულის სცენა ფილმში წარმოადგენს ფილმის ემოციურ ნაწილს. იგი ბევრს სხვადასხვაგვარად ესმის, ზოგი აღფრთოვანებულია ჯეკით, ზოგს სძულს ის. საბოლოო სცენა საკმაოდ ბევრ რამეზე აფიქრებინებს ადამიანს და მეტად სიმბოლურია.

26. Apocalypse Now

329f7cbc27e0

მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ეს მომენტი ამ სიაში მის საოცრებაში უნდა ვეძებოთ. უბრალო და ჩვეულებრივი. მისი სიტყვები: “ერთ დღესაც ეს ომი დასრულდება” შეუფასებელია!

25. 2001: A Space Odyssey

ed5cb3316382

ბევრისთვის გაუებარია თუ რა მოხდა დასასრულისას. კუბრიკს ალბათ სურდა მაყურებლების დაბნევა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმის აზრის გასაგებად მათ ეფიქრათ. კვლავ უამრავი კითხვაა დარჩენილი ამ ფილმის ირგვლივ.

24. Sherlock, Jr.

cf8ac825018f

ბასტერ კიტონი პიონერი იყო კინოში, მაგრამ იგი ამას საკმაოდ სასაცილოდ აკეთებდა. მას ბევრი სასაცილო მომენტი აქვს. ეს მომენტი კი მის ბევრ სახეს ანახებს. სცენის ნახვამ შეიძლება დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინოს, მაგრამ მან ნამდვილად შეცვალა კინოს ისტორია.

23. Taxi Driver

4253d711208f

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა ფილმიდან: “მე მელაპარაკები?”, ნამდვილად მრავალ მწველ სურათს წარმოუდგენს მაყურებელს გონებაში. ის ფილმის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მომენტიცაა, სადაც ტრევის ბიკლი თავის სახეს წარმოგვიჩენს.

22. Star Wars: Episode IV

ad1bb2011cbb

ყველასათვის სურპრიზი იყო დარტ ვადერის აღსარება. სცენა ნამდვილად ემოციური იყო, მაყურებლისთვის შოკისმომგვრელი იყო სიტყვები: “მე მამაშენი ვარ”.

21. Vertigo

d4b6698e6fa5

ეს ფანტაზიის ზღაპარია, ფილმი, რომელიც ერთ-ერთი სრულყოფილია კინოისტორიაში. სცენა კი მთავარია მთელ ფილმში, მასზეა დამყარებული ფილმის იდეოლოგია, რომელიც მის რეჟისორსს სურდა ჩაედო მასში.

20. Metropolis

513f9ec6032f

ვიზუალური კინოსა და ფოტოს ისტორიაში ფილმმა დიდი წვლილი შეიტანა. ფილმი დღევანდელ დღესაც მშვენივრად გამოიყურება და მისი ყურება მრავალ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებაზე ჩააფიქრებს მნახველს. ფილმის გადაღება კი მართლაც რთული საქმე უნდა ყოფილიყო მისი შემქმნელისათვის.

19. Battleship Potemkin

48415832347e

ინოვაციური მონტაჟის საშუალებით ფილმში პირველად გამოჩნდა გრანდიოზული ბრძოლის სცენები. ის საკმაოდ გავლენიანი ფილმი იყო თავის დროზე. ფილმის სცენები კი ნამდვილად ემოციური და სასიამოვნო სანახავია.

18. 8 1/2

99e1c162208a

ფედერიკო ფელინის 8 ½ ნამდვილად გენიალური ფილმია. მის ამბავში ნამდვილად ბევრი პარადოქსია, რომელიც გადაღებულია ფელინის სტილში. დასაწყისი თითქოს არ არის კავშირში ფილმთან, მაგრამ სწორედ ამას აქვს ხიბლი მთლიან ფილმში.

17. 2001: A Space Odyssey

ea114232ce04

ეს სცენა ერთ-ერთი გასართობი არაა, მაგრამ დაუვიწყარი ნამდვილადაა. სიკვდილის სცენის ყურება კი საკმაოდ მძიმეა მაყურებლისათვის.

16. Chinatown

897ea1f9717f

ფილმის დასასრული საკმაოდ შოკისმომგვრელ სცენადაა ცნობილი კინოისტორიაში. ჯეკ ნიკოლსონის გმირის, ჯეკის რეაქცია სიკვდილზე ნამდვილად სულიერად ტეხავს მას. საბოლოო ფრაზები კი ნამდვილად ღირებულია.

15. Persona

af8300245baf

ყველაზე მოულოდნელი სცენა ფილმში, რომელშიც საკმაოდ ბევრი რამ ხდება ერთდროულად. ფილმი, რომელიც აუცილებლად დაგაფიქრებთ. ბერგმანს კი საკმაოდ კარგად გამოსდის მსგავსი სცენების შექმნა.

14. Pulp Fiction

59e891146940

ფილმის მოტივი ალბათ სწორედ ესაა. ჯულსის პიროვნება უფრო ჰუმანური, ბიბლიური ჩანს. როგორც ფილმი, ისე ეს სცენა გენიალურ კვალს ტოვებს, როგორც კინოისტორიაში ისე ადამიანის გონებაში.

13. Andrei Rublev

6df06a605aa0

ფილმი დანახული უნდა იყოს, როგორც ისტორიის ნაწილი, რადგან საკმაოდ ძნელად გასაგები ფილმია, ბევრი არც კი მოიაზრებდა მას ამ სიაში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ფილმი საკმაოდ განსაკუთრებული და თავისებურია.

12. Tokyo Story

ffcde5f08145

ფილმი სავსეა იმედგაცრუბით, რომელსაც ცხოვრება უმზადებს ადამიანებს. სიკვიდლი გახდა საჭირო იმისთვის, რომ მთელი ოჯახი ერთად შეკრებილიყო. ფილმი უნივერსალურია, ისევე, როგორც მისი თითოეული ფრაზა.

11. Some Like it Hot

6f0ca8993926

ფილმი ერთ-ერთი საუკეთესო კომედიაა. მისი ბოლო ნაწილი კი ისტორიას სამუდამოდ შემორჩა. იგი ფილმს სრულყოფილად ასრულებს და უნიკალურია იმით, რომ მსგავსი დასასრული იმდროინდელ ფილმებში იშვიათია.

10. Aguirre: Wrath of God

743cbb5a6227

ფილმის ბოლო სცენა მთელი ფილმისაგან განსხვავებით სულ სხვა სტილშია გადაღებული, გაცილებით უფრო მოკრძალებული და სადაა. მისი უცნაური გმირის მიერ გადაწყვეტილებას ზოგი ეთანხმება, ზოგი უარყოფს, მაგრამ ყველა აღიარებს ფილმის დიდებულებას.

9. Apocalypse Now

fda046b1f912

ფილმის გმირები იაზრებენ რა სურთ და რა შეიძლება მოხდეს… შესაძლოა ეს იყოს ყველაზე დიდებული სცენა კინოისტორიაში.

8. Taxi Driver

635e58287da8

არის 2 მიზეზი თუ რატომ არის ეს სცენა შესანიშნავი. 1) პირველად ვიჭერთ ტრევისში ვნებას. 2) ტრევისის პოეტურ, კომპექსურ სახეს გვიჩვენებს, ტრევისი ფიქრობს, რომ სიბილი შეიძლება გახდეს მისი. იგი ცდილობს უფრო სერიოზული იყოს, რადგან მისი ინტერესი სიყვარულს შეეხება.

7. Citizen Kane

42a7285b2a67

ეს ფილმის დასაწყისი და დასასრულია. “როზბუდი” წარმოადგენს ჩარლის ბავშვობას, ცხოვრებას. ფილმი უნივერსალური მნიშვნელობისაა, რომელსაც სწორი წვდომა და გაგება სჭირდება.

6. The Passion of Joan of Arc

1eaa36841f3b

ამ ფილმის სილამაზე დამალულია, მას აქვს ყველაზე დეპრესიული დაბოლოება. არ არის მცდელობა სევდიანი ისტორია დასრულდეს ბედნიერად,იგი უბრალოდ ეყრდნობა ისტორიას.

5. The Godfather

89953500c3eb

ფილმი, რომელიც უდაოდ იკავებს ადგილს სიაში. იგი გაძლევთ საშუალებას ჩაიხედოთ კრიმინალურ სამყაროსა და ოჯახებში. გადასახდელი ერთ დღეს გადაიხდება, რომელიც შეიძლება არც მოვიდეს. ეს სცენა უბრალოდ შეუდარებელია 1 მიზეზის გამო, იგი სრულყოფილია.

4. Dr. Strangelove

4a43838045a7

კონტრასტი შესამჩნევია, იგი გავს, ატომურ ბომბასა და ვერა ლინის წყნარ მუსიკას შორის არსებულ განსხვავებას. ფილმის შავ-თეთრი კომედიური ისტორია სწორედ კონტრასტულ ამბავზეა აგებული.

3. Psycho

413a4243c8ab

ალბათ ყველა კინოს მოყვარულს და უბრალოდ ჩვეულებრივ ადამიანს უნახავს ეს სცენა ფილმიდან. საშინელებათა ჟანრში ის საკმაოდ გვალენიანი ფილმია. ეს ყველაფერი კი ალფრედ ჰიჩკოკის დამსახურებაა.

2. The Searchers

32f0c09b6af1

ჯონ ვეინის გმირის, იტანის აკმაოდ კარგ მაგალითს გვიჩვენებს ფილმი. როდესაც დების მეგობრები სახლში შეიყვანენ იტანი მიდის და კარიც იკეტება. მისთვის საკმაოდ რთული იყო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ისიც კი არ ვიცით დების მამაა თუ არა ის. სწორედ ეს გაუგებრობა ხდის ფილმს შესანიშნავს.

1. Raging Bull

3d08a4a2c0bc

ფილმის დასაწყისი უიშვიათესია და მისი ამოცნობა მარტივია. ის არამხოლოდ ჯეიკ ლამოტას გმირს აღწერს, არამედ მთელ ფილმს. ჯეკს ვხედავთ რინგზე, საკუთარ თავთან, მებრძოლს, ხალხით გარშემორტყმულს, მაგრამ მარტოსულს. ფილმის ეს ნაწილი ნამდვილი სრულყოფილებაა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close