გართობა

ყველაზე ძვირადღირებული ქორწილები

993ded5b6420

ქორწილი ყველა ადამიანი ცხოვრებაში დაუვიწყარი დღეა, რომელიც ზოგჯერ არამხოლოდ ერთხელ, არამედ რამდენჯერმე მოდის. გემოვნებაც განსხვავებულია, ზოგს მოსწონს დიდი ქორწილი, ზოგს მოკრძალებული ურჩევნია. ვარსკვლავური წყვილები ხშირად დროს, ენერგიას და ფულს არ ზოგავენ, რათა მართლაც, რომ საუკუნის ქორწილი მოაწყონ… თუმცა ხშირად ვერც ეს ვერ უზრუნველყოფს მათ უზრუნველ და ბედნიერ მომავალს. თვალი შევავლოთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებლ ქორწილებს.

პრინცი ჩარლზი და ლედი დიანა

efce671b7ada

მათ ქორწილს “საუკუნის ქორწილად” მოიაზრებდნენ. ქორწილი 1981 წლის 29 ივლისს შედგა. დიანას კაბა $13,000 ღირდა, მაგრამ ყველაზე დიდი თანხა დაცვამ და ხალხის კონტროლმა მოითხოვა, რაშიც მთლიანობაში $600,000 გადაიხადეს. მთლიანი თანხა კი დაახლოებით $70 მილიონს უტოლდება. სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ ჩვეულებრივი ქორწილი $28,000 ღირს, მაგრამ ბევრი ადამიანი ცდილობს მეტი ფული დახარჯოს ამ მნიშვნელოვანი დღის მოსაწყობად.

შეიხი მუჰამედი და პრინცესა სალამა

09af7d582096

თანამედროვე ქორწილის ჩასატარებლად, აბუ დაბის პრინცმა 20,000 ადგილიანი სტადიონი ააგო. 1981 წელს იგი პრინცესა სალამაზე დაქორწინდა. ქორწილი $100 მილიონ დოლარად შეფასდა.

სელმა ჰაიეკი და ფრანკო პინოლტი

04064e97365d

წყვილის ქორწილი ვენეციის ცნობილ ოპერაში ჩატარდა 2009 წელს. სტუმართა სია საკმაოდ ცნობილი ვარსკვლავების სახელებით იყო გადატვირთული. ჰაიეკის და პინოლტის ეს მშვენიერი დღე $3.5 მილიონი დაჯდა.

კეტრინ ზეტა ჯონსი და მაიკლ დუგლასი

b78179aff84a

ქორწილი არ ჩატარებულა ჰოლივუდში, მაგრამ მას ნამდვილად არ აკლდა გლამური. 40 წევრიანი ანსამბლი აფორმებდა ცერემონიას, ჯიმ ბაფეტთან და Art Garfunkel-თან ერთად. 350 სტუმარს შორის იყვნენ, გოლდი ჰოუნი, ჯეკ ნიკოლსონი, მეგ რაიანი და კოფი ანანი. ქორწილი $1.5 მილიონი ღიებულების იყო.

ელიზაბეტ ჰარლი და არუნ ნაიარი

e7cdabe39d71

როდესაც 2 საქორწინო ცერემონიაა ჩასატარებელი, ფასი საკმაოდ მაღალი შეიძლება იყოს. მოდელი და მსახიობი, ელიზაბეტ ჰარლი და ბიზნესმენი არუნ ნაიარი დაქორწინდნენ ინგლისში, ტრადიციული ქორწილის ჩატარების შემდეგ კი, ნაიარის სახლში, ინდოეთში აღნიშნეს შეუღლება ინდური წესით. 2-მა ცერემონიამ და $2.5 მილიონიმაც კი ვერ უზრუნველყო მათი მარადიული სიყვარული.

პოლ მაკარტნი და ჰიზერ მილსი

fff2dd2a5625

პოლ მაკარტნიმ ფული არ დაიანანა მის მეორე ქორწინებაზე მილსთან. იგი მას $3 მილიონი დაუჯდა 2002 წელს. მათმა კავშირმა მხოლოდ 6 წელი გაძლო. შემდგომში მაკარტნიმ ამ ქორწინებას “ათწლეულის შეცდომა” უწოდა.

კიმ კარდაშიანი და კრის ჰამფრი

46b4a6e6e57c

ეს ქორწილი შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ძვირადღირებულ, მოკლევადიან ქორწინებად ისტორიაში. კარდაშიანის 72 დღიანი ქორწინება მიახლოებით $10 მილიონი დაჯდა, მხოლოდ საქორწინო ტორტი $20,000 ღირდა, თითქმის იმდენი, რამდენიც ზოგჯერ მთლიანად ქორწილი ღირს.

ლაიზა მინელი და დევიდ გესტი

9943e6941b8f

2002 წელს ლაიზა მინელი მეოთხედ გათხოვდა, ამჯერად ის გესტს გაყვა ცოლად, რომელთანაც მხოლოდ წელიწად-ნახევარი იცხოვრა. მაგრამ ამ დროისთვის მან საკმაოდ ძვირი გადაიხადა – $3.5 მილიონი. თუმცა ქორწილში იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან მაიკლ ჯექსონი, ელტონ ჯონი, ბარბარა ვოლტერსი და ა.შ.

ჩელსი კლინტონი და მარკ მეზვინსკი

b4255f98669f

კლინტონის 2010 წლის ქორწილს 400 სტუმარი ესწრებოდა და იგი ნიუ-იორკში გაიმართა. პატარძალს ვერა ვონგის კაბა ეცვა. მთლიანობაში კი ქორწილი $5 მილიონის ღირებულების იყო, სპეციალური ტორტითა და მორთულობებით.

ტომ კრუზი და კეტი ჰოლმსი

f2aba60e7f45

რამდენი შეიძლება ღირდეს ქორწილი იტალიურ კოშკში, როდესაც წვეულებას არმანის კოსტუმში გამოწყობილი მომსახურე პერსონალი ემსახურება, ფეიერვერკის საოცარი შოუ ტარდება და ასევე მღერის იტალიელი მომღერალი ანდრეა ბოჩელი? $2 მილიონი. თუმცა ვერც ასეთმა ქორწილმა ვერ უყიდა წყვილს ბედნიერება, რადგან 2006 წელს ჩატარებულმა ქორწილმა მხოლოდ 6 წელი გაძლო.

დევიდ ბექჰემი და ვიქტორია ადამსი

d3d64fa2b151

1999 წელს შედგა Spice Girl-ის ყოფილი სოლისტის, ვიქტორია ადამსის და ცნობილი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის ქორწილი, რომელიც $800,000 დაჯდა, რაც ყველაზე მოკრძალებულად ჟღერს ამ სიაში, მაგრამ 1999 წელისთვის ასეთი თანხა ნამდვილად გასაკვირია. წყვილი საკმაოდ სადად გამოიყურებოდა ქორწილის დღეს.

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი

e9f2e9542469

21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქორწილი მიახლოებით $34 მილიონი დაჯდა, აქედან $32 მილიონი დაცვამ მოითხოვა. ადვილი არ არის იყო მომავალი მეფე… პატარძლის კაბა ალექსანდერ მაქქუინის სახლის დიზაინერმა, სარა ბარტონმა შექმნა, იგი $434,000 დოლარი ღირდა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.

მსგავსი ამბები

Back to top button