გასართობისაკითხავისასარგებლო

21 ფაქტი ჩინეთის შესახებ

მრავალი ჩვენგანის ცოდნა სხვადასხვა ქვეყნის შესახებ მხოლოდ მშრალი თარიღებით შემოიფარგლება… რა შეიძლება ითქვას ქვეყნების სხვადასხვა დეტალების მიმართ? წარმოგიდგენთ 21 ფაქტს ჩინეთის შესახებ. გეოპოლიტიკის ექპერტები მას “მძინარე დრაკონს” უწოდებენ, ყველაფერი კი სწრაფად მზარდი ეკონომიკის და დიდი გავლენის წყალობით ხდება. აქ კი ნახავთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ჩინელი ხალხის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არც კი იცოდეთ.

იმისათვის, რომ ჩინელმა ჯარისკაცებმა თავი სწორად და მაღლა დაიჭირონ, საყელოსთან მათ ქინძისთავს უმაგრებენ, რომელიც დახრის შემთხვევაში ჩხვლეტს მათ.

ჩინეთის რესპუბლიკის სამხედრო პოლიცია იყენებს სხვადასხვა მეთოდებს ჯარისკაცების მოსამზადებლად, ერთ-ერთი კი არის ჯარისკაცებისთვის იმის სწავლება, თუ სადამდე აწიონ ხელი სხვადასხვა მსვლელობების დროს.

2015 წლის შედეგებით, ჩინეთის მოსახლეობამ მილიარდ 400 მილიონს გადააჭარბა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ 100 მილიონი ადამიანი ჩინეთში დღეში მხოლოდ 1 ამერიკულ დოლარს მოიხმარს.

თქვენთვის ალბათ უცხო იქნება ის ფაქტი, რომ კეტჩუპი ჩინეთში გამოიგონეს თევზისათვის და მას სამშობლოში “კე-ციაპ”-ს უწოდებენ.

ჩინელებს არასდროს მიაქვთ სახლში საკვები, რომელიც იყიდეს მაკ-დრაივში. მათ იგი მიაქვთ დაჯავშნულ რესტორანში და იქ მიირთმევენ.

ოფიციალურად ჩინეთი არ გვევლინება რელიგიურ ქვეყნად, მაგრამ დღესდღეობით აქ 54 მილიონზე მეტი ქრისტიანია.

წლის განმავლობაში სიკვდილმისჯილთა რაოდენობა ჩინეთში 4-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში.

ქალაქ დუნინში, კვერცხები, რომლებიც მოხარშულია ვაჟიშვილის შარდში, ნამდვილ დელიკატესად ითვლება.

Google-თან პარტნირობით, ჩინეთმა გახსნა უდიდესი ხმის ჩამწერი სტუდია, ასევე ჩინელებს აქვთ წვდომა უმაღლესი ხარისხის მუსიკასთან სრულიად უფასოდ.

ჩინეთის პოლიცია საკმაოდ ხშირად იყენებს ჩვეულებრივ ბატებს მეძებარი ძაღლების ნაცვლად. ყველაფერი კი ამ ფრინველების შესანიშნავი მხედველობის წყალობით.

ყოველწლიურად ჩინეთსი 1 მილიონზე მეტი აბორტი კეთდება ოფიციალურად. ეს ყველაფერი კი სწორედ პოლიტიკის ბრალია, რომელიც 1 შვილზე მეტის ყოლის უფლებას კრძალავს. სწორედ ასეთ მკაცრ პირობებში უწევთ ცხოვრება გოგონებს.

დაუჯერებელია, მაგრამ 30 მილიონი ადამიანი ჩინეთში სახლ-გამოქვაბულში ცხოვრობს, მათ იოდუნებს უწოდებენ.

ჩინეთში იმდენად დაბინძურებულა ჰაერი, რომ ატმოსფერული ნალექების წყალობით დაბინძურება ხშირად სან ფრანცისკომდე აღწევს წყნარი ოკეანის გავლით.

ზოგიერთი ჩინური კომპანია, რომელიც აწარმოებს საკვებს დაიხურა ან ჯარიმები დაეკისრა, რადგან ხორცს ინახავდნენ თხის შარდში და საკვებს ამზადებდნენ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.

ჩინელი ქალები მზად არიან გადაიხადონ 700 დოლარი, რათა აღიდგინონ ქალიშვილობა.

ჰაერი, რომ სასწაულად დაბინძურებულია ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ ისუნთქოთ პეკინში, იგივეა, რაც მოწიოთ 21 სიგარეტის ღერი დღის განმავლობაში.

1973 წელს 10 მილიონი ჩინელი ქალი გადავიდა საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა ამით მაინც გადაეწყვიტათ დემოგრაფიული კრიზისის პრობლემა, რომელიც დღემდე აქტუალურია ჩინეთში.

ჩინეთში აკრძალულია სათამაშო მოწყობილობები, მაგ: PlayStation.

ჩინელებისთვის უცხო არაა ზოგიერთი ცხოველის ჭამა. ყოველწლიურად ჩინეთში დაახლოებით 4 მილიონ კატას ჭამენ.

შანხაიში დაფიქსირდა ყველაზე დიდი საცობი, რომელიც ნამდვილა რეკორდული იყო. საცობის სიგრძე 99 კილომეტრი იყო. იგი გაგრძელდა მთელი 12 დღის განმავლობაში.

ჩუნცინში ხალხისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ თვალი მოწყვიტონ მობილურ ტელეფონს, გაკეთდა სპეციალური სავალი ბილიკები, რათა უყურადღებობისგან არც სხვები და არც საკუთარი თავი არ დააზიანონ.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close