არქივი

playstation and xbox

7c95e6eeef6b
სრული ინფორმაცია playstation-ის და xbox-ის ყველა მოდელის შესახებ

როგორც გაირკვა, საჭირო გახდა კონსოლებზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება. კონკრეტულად, PlayStation-სა და Xbox-ზე. ამ სტატიაში სწორედ მათზე მოგითხრობთ. დაწვრილებით.

1. Sony PlayStation
დავიწყებ Sony-ს ბრენდით იმიტომ, რომ ის უფრო “ბებერი” და “სტაჟიანია”. PlayStation სერიის პირველი კონსოლი, უბრალოდ “Sony PlayStation” ასე გამოიყურება:
09d9fbbb8226
იგი 1994 წელს გამოვიდა გაყიდვაში და მისი გამოშვება 2006 წლამდე გრძელდებოდა და გამოშვებული კონსოლების რაოდენობამ 125 მილიონს გადააჭარბა. როგორც ახლახანს აღმოვაჩინე, PlayStation-ის საკმაოდ ბევრი მოდელი, უფროსწორად კი “რევიზია” გამოდიოდა:
f7183c610758

არა მაქვს იმედი, უფროსწორად, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ამ ცხრილს არავინ წაიკითხავს, მაგრამ მაინც მოვიყვანე… დამატებით ინფორმაციასაც მოგაწვდით: PS-ის მოდელის ნომერში ბოლო ციფრების “დეფინიცია”:
0 – იაპონია (იაპონური boot ROM, NTSC:J region, NTSC Video, 100V PSU)
1 – აშშ (ინგლისური boot ROM, NTSC:U/C region, NTSC Video, 110V PSU)
2 – ევროპა (ინგლისური boot ROM, PAL region, PAL Video, 220V PSU)
3 – აზია (იაპონური boot ROM, NTSC:J region, NTSC video, 220V PSU)

რაც შეეხება კონსოლის შიგნეულობას, მისი დედაპლატა ასე გამოიყურება:
c726b2f2447a

ხოლო მთავარი ნაწილებია:
CPU – MIPS R3000A-სთან თავსებადი (R3051) 32 ბიტიანი RISC ჩიპი. დამამზადებელი – LSI Logic Corp.
ტაქტური სიხშირე 33.8688MHz
გამოთვლითი სიმძლავრე 30 MIPS
სალტის გამტარობა 132 MB/s
4 KB Instruction Cache
Geometry transformation engine. ეს “ძრავი” პროცესორის ჩიპშია “ჩამონტაჟებული”. იგი გამოიყენება 3D გრაფიკებში დამატებითი ვექტორული გაანგარიშებების საწარმოებლად.
გამოთვლითი სიმძლავრე 66MIPS
წამში 360000 უტექსტურო პოლიგონის გადამუშავების შესაძლებლობა.
360,000 flat-shaded polygons per second
წამში 180000 ტექსტურირებული და განათებული პოლიგონის გადამუშავების შესაძლებლობა.
Data decompression engine. GTE-ს მსგავსად ისიც CPU-შია მოთავსებული და გამოიყენება ვიდეოს დეკომპრესიისთვის.
თავსებადია MJPEG და H.261 ფაილთან
გამოთვლითი სიმძლავრე – 80 MIPS
Graphics processing unit. ვიდეოჩიპს შეეძლო ნებისმეირი 2D და გადამუშავებული 3D პოლიგონების ჩვენება.
მაქს. 16.7 მილიონი ფერი (24-ბიტით)
256×224 – 640×480 გაფართოება
Sound processing unit.
უზრუნველყოფს 24-არხიან 44.1kHz ხმას.
Memory
ძირითადი RAM: 2 MB
ვიდეო RAM: 1 MB
აუდიო RAM: 512 KB
CD-ROM ბუფერი: 32 KB
ოპ. სისტემის ROM: 512 KB
გარდა ამისა PS-ში ყენდებოდა მეხსიერების ბარათები, თითოეული – 128KB EEPROM-ით:

f6517761fc0f

CD-ROM drive
“2x” დრაივი, მაქს. 300KB/s გამტარობით
CD-DA (CD-Digital Audio) თავსებადობით.
ორიოდე სიტყვას კონტროლერებზეც ვიტყვი ზრდილობის გულისთვის.

ცოტა ხნის შემდეგ იგი Dual Analog-მა შეცვალა:
28155515e9d9

მაგრამ არც მისმა “სიცოცხლემ” გასტანა დიდხანს – 1997 წლიდან წარმოების ბოლომდე PS-ს DualShock გეიმპედით უშვებდნენ:
9bb8e157479d
ჰო მათლა, სხვათაშორის 2001 წელს გამოვიდა ე.წ. “PS 1”, იგივე “PSOne”. იგი PS-ის კომპაქტურ ვერსიას წარმოადგენს (38×193×144მმ მაშინ, როცა PS 45×160×185მმ გახლავთ):
91f95430fac1
როგორც სურათიდან ხედავთ, მას პატარა LCD დისპლეიც მოყვება. გარდა ამისა კონსოლს კომპლექტში ედო ავტომობილისთვის განკუთვნილი დენის ადაპტერი. ასე რომ ეს PS-ის ერთგვარი “ნახევრად-portable” ვერსიაა.

2. Sony PlayStation 2
წინამორბედზე არანაკლებ პოპულარული გახლავთ Sony PlayStation 2. იგი 2000 წლიდან გამოდის. ეს მისი პირველი მოდელია:
01a78f264f5b

ეს კი გადამუშავებული, დათხელებული (“Slimline”) მეორე მოდელი. იგი 2004 წლიდან იყიდება:
6f6635e68329
სიმართლე გითხრათ, ერთადერთი ტექნიკური გაუმჯობესება, რომელიც მე Slimline-ს ვუპოვე, პროცესორის ოდნავ გაზრდილი სიხშირეებია, ასე რომ თუ ვინმეს განსხვავებული ინფორმაცია გაქვთ, მადლობელი ვიქნები თუ გამიზიარებთ… ზედა სურათებზე ორივე კონსოლი ერთი ზომისა ჩანს, ამიტომ მესამე სურათიც მომყავს, სადაც PS2-ზე დევს PS2 Slimline:
428c97b7cabe
PS2/PS2 Slimline მონაცემებია:
CPU: 64-ბიტიანი “Emotion Engine” 294.912 MHz (299 MHz Slimline-სთვის) სიხშირით, 10.5 million ტრანზისტორით

Memory: 32MB RDRAM
GPU: 147MHz მქონე “Graphics Synthesizer”

გაფართოება: 256×224 – 1280×1024
ვიდეომეხსიერება: 4MB
Disc Drive: 24x (PlayStation/PlayStation 2 CD-ROM), 4x DVD
100 Mbit Ethernet/modem
კონტროლერი: DualShock 2:

ან Resident Evil 4-ის “სპეცკონტროლერი”

PS2 ისევე, როგორც PS, მეხსიერების ბარათებსაც იყენებს, მაგრამ გაზრდილი მოცულობისას. აი მაგ. სურათზე ხედავთ 8MB-იან ბარათს:
ea22e563fd13
დღეისთვის PlayStation 2 ყველაზე გაყიდვადი კონსოლია – 2009 წლის 18 აგვისტოს გაიყიდა მისი ასოცდამეთვრამეტმილიონე ეგზემპლარი (გაიგეთ რა დავწერე?)

3. Sony PlayStation 3
აი მივადექით სერიის ყველაზე ძლიერ კონსოლს. იგი 2006 წლის ნოემბრიდან იყიდება:
d042c54b8a03
ჯერ-ჯერობით გაყიდულია მხოლოდ 27 მილიონი, ანუ მის მამას და ბაბუას რომ დაეწიოს, PS3-ს საკმაო შრომის გაწევა მოუწევს.
2009 წელს გამოვიდა PS3 Slim
მისი მოდელის ნომერია PS3 CECH-2000 და ჩვეულებრივ PS3-ზე 33%-ით პატარა, 36%-ით მსუბუქ და 34%-ით ენერგოეკონომიურია.

ახლა კი მოგიყვანთ მახასიათებლების ცხრილს, ვიკიპედიიდანაა ამოსნიპული, მაგრამ იქ ჩამხედავები თქვენ მაინც არა ხართ :D
e7c61f2a5d08
PS3-ს შეუძლია 1080p HD გამოსახულების ჩვენება და თქვენ წარმოიდგინეთ სურვილის შემთხვევაში მასზე Linux-ის დაყენებაც კი შეგიძლიათ, მაგრამ როგორ უნდა იმუშაოთ მასში DualShock 3 და Sixaxis Wireless გეიმპედებით (იხ. სურ.), ჩემთვის გაურკვეველია

4. Xbox
“ნუ წაიღე ტვინი ამ სონით, ხომ იცი, რომ არ მევასება” – ფიქრობს ალბათ ზოგი თქვენგანი, ზოგმა კი შეიძლება სულაც არ წაიკითხა ზედა 3 თავი და პირდაპირ მეოთხეს ეძგერა. დანარჩენ თავებში ხომ სონის კონკურენტ Microsoft Xbox-ზე იქნება საუბარი… იგი 2001 წლის დასასრულს გამოვიდა. ამ დროისთვის კომპანია Microsoft-ის მესვეურებმა ჩათვალეს, რომ საკმაო გამოცდილება ჰქონდათ პროგრამებში, კერძოდ DirectX-ში და გადაწყვიტეს Dx-ის ბაზაზე შეექმნათ ცალკე კომპიუტერი, კონსოლი, რომელიც დააკმაყოფილებდა სექსუალურად (ან რამე სხვანაირად) დაუკმაყოფილებელ გეიმერებს. შედეგი არც ისე შთამბეჭდავი გამოდგა:
89a04b3ccc0e
PS2-თან შედარებით, ვიზუალურად, X-ყუთი საზიზღრად გამოიყურება და რადიაქტიურად დაბინძურებული დენის ტრანსფორმატორის შთაბეჭდილებას მიტოვებს. იგი 2006 წელს ამოიღეს გაყიდვიდან. ამ დროისთვის მაიკროსოფტმა მხოლოდ 22 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვა მოახერხა. სონისთან შედარებით საცოდავი რიცხვია.
მონაცემები:
CPU: 32-ბიტიანი 733 MHz სიხშირის მქონე, 180nm ტექნოლოგიით დამზადებული. “მამად” აღებულია Pentium III პროცესორი.
133MHz 64-ბიტიანი სალტე
32KB კეში
მეხსიერება: Hynix-ის, ან Samsung-ის წარმოების 64MB DDR SDRAM 200MHz სიხშირით. 128-ბიტიან ორარხიან რეჟიმში მაქს. 6400MB/s გამტარობით.
GPU: 233MHz სიხშირის Nvidia NV2A.
115მილ. ვერტექსი წამში, 125 ნაწილაკი წამში, 932 მეგაპიქსელი წამში, 1864 მეგატექსელი წამში, 485416 სამკუთხედი წამში 60FPS-ზე, 970,833 სამკუთხედი წამში 30FPS-ზე.
GPU ძლიერ წააგავს Geforce 3/4 ჩიპებს. 480i, 480p, 576i, 576p, 720p, 1080i გაფართოებების მხარდაჭერა.
დისკები: 2×–5× (2.6 MB/s–6.6 MB/s) CAV DVD-ROM, 8 ან 10GB 3.5″ 5400RPM HDD.
10/100BASE-TX ინტერნეტ-ადაპტერი.
ეს კი Xbox-ის კონტროლერებია: მარცხნივ Duke კონტროლერი, მარჯვნივ – Controller X
de925304ef0f
5. Xbox 360
0c63e599e026
იგი 2005 წლიდან გამოდის სხვადასხვა ცვლილებებითა და გაუმჯობესებებით. დღესდღეობით გამოდის მხოლოდ 2 მოდელი – Xbox 360 Arcade და Xbox 360 Elite. Arcade “ლოუ-ენდ” მოდელია, მას 60GB HDD აქვს, ხოლო Elite კონსოლის “ჰაი-ენდ” ვარიანტია, 120/250GB ვინჩესტერით (იხ. სურ.). რათქმაუნდა მეხსიერების გაზრდა დამატებითი ჩიპებით შეიძლება როგორც ერთ, ასევე მეორე მოდელზეც…
b7d1063af227
რაც შეეხება დაწვრილებით მახასიათებლებს…
CPU: 3.2 GHz PowerPC სამბირთვიანი Xenon. თავდაპირველად 90, ხოლო შემდეგ 65nm ტექნოლოგიით, 1MB L2 კეშით და 10.8GB/s სალტის გამტარობით.

GPU: წინა X-ყუთისგან განსხვავებით 360-ს უკვე ATI-ს ვიდეოჩიპი უდგას – 65nm-იანი ATI Xenos, 500MHz სიხშირით, უნიფიცირებული შეიდერებით, 10MB მეხსიერებით, 4xFSAA-ს შესაძლებლობით.
მეხსიერება: 512MB GDDR3-700. დიახ, GDDR, რადგან მას CPU და GPU თანაბრად იყენებს… აბა რა ქნას საწყალმა GPU-მ, 10MB მეხსიერების იმედად იყოს?
აქაც გვაქვს ყველანაირი DVD-დრაივი, 10/100Mbps ინტერნეტ-ადაპტერი და 802b/g WiFi ადაპტერი (რომელიც PS-ს მგონი არ აქვს ).

6.  Xbox 360 სლიმ
0822b220d5af
მისი დიზაინი დახვეწილია და აღჭურვილია კარბონის საფარით, რომელიც არ იკაწრება. აგრეთვე განსხვავებულია მცირე დეტალებითაც მაგ: Power Button/Tray სენსორულია.
თუ მის აღწერას მივყვებით, აუცილებელია იმის დამატება, რომ ძველი მოდელები რომლებიც იყვნენ აღჭურვილი ჯასპერ ჩიპებით, ისინი არ იწვებოდნენ ხოლო ახალ სლიმს აქვს MicroSoft-ის მიერ გამოშვებული მოდერნიზებული ჩიპი. ის წინამორბედებზე სრულყოფილია და საერთოდ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ დენის მოვარდნისგან ან მოკლე ჩართვისგან (ეგრედ წოდებული “ზამეკანიისგან”) კონსოლი დაიწვას, რაც ახასიათებდათ ძველ მოდელებს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მისი სტრუქტურული აგებულება (ვგულისხმობ შიგნით არსებულ ნაწილებს) განსხვავებულია ძველისგან, რადგან ახალი მოდელი ძველზე ბევრად პატარაა. მას აქვს დამატებული, ძლიერი გამაგრილებელი სისტემა, რომელიც ხელს უწყობს ნაწილების სწრაფად გაგრილებას (აქ შემიძლია რჩევა მოგცეთ: კონსოლისთვის უკეთესია თუ ის იქნება დადებული 180 გრადუსით, ანუ არ იდგება სიმაღლეზე. დაწოლილ პოზიციაში, იგი უკედ გრილდება, რადგან ბოლოებში არსებული ადგილებიდან ხდება უფრო მეტი ჰაერის ნაკადის მიწოდება).
CD Room -იც განსხვავებული აქვს. იგი ხმას საერთოდ არ გამოსცემს, დისკის მუშაობის დროს. ერთი პირობის შესრულება აუცილებელია: არ გაამოძრავოთ კონსოლი, როდესაც დისკი დევს CD Room-ში (წინააღმდეგ შემთხვევაში დისკი დაიკაწრება და ვეღარ შეძლებთ მის გამოყენებას!….
ჩემი აზრით ამ მოდელის ყველაზე კარგი დამატება ის იყო, რომ მას კონსოლშივე ჩაუმონტაჟეს WI-FI მიმღები (რომელიც ძლიერი ძალიან ძლიერი მიმღებია). ძველ მოდელებზე, WI-FI ის მიმღები არ ეყენა კონსოლს და უნდა გეყიდათ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც კონსოლზე მაგრდებოდა და (80-60$) ღირს, ასე რომ ამ მხრივაც კარგად იმუშავა მაიკროსოფტმა.

Kinect, მოდერნიზებული სენსორი რომელიც უფლებას გაძლევს თავად იყო კონსოლის კონტროლერი. შენი მოძრაობას სენსორი აღიქვამს და აღარ გიწევს ჯოისტიკის ხმარება (Kinect-ს აქვს, თავისი სპეციალური თამაშები, რომელთა რიცხვი საგრძნობლად’ გაიზარდა). თავიდან ამ პროექტზე მუშაობა Microsoft-მა 2008 წელს დაიწყო. მას თავიდან ასე ვიცნობდით: Project Natal, თუმცა შემდგომ გადაერქვა სახელი. გამოკითხვის მიხედვით რომელიც აწარმოვა მაიკროსოფტმა ამერიკის ტერიტორიაზე 2010 წელს გაირკვა, რომ Kinect ჰჯობს, დაახლოვებით იმავე ტიპისPlay Station Move-ის ვერსიას (სადაც ხელში ორი კონტროლერი გიჭირავს..)

რაც შეეხება მის კონტროლერს (ჯოისტიკს), მცირედით შეცვლილა. 2 მმ-თი პატარაა ძველზე და უბრალოდ დაფარულია მთლიანად შავი ფერით. 2.4GHz უკაბელო სიხშირისაა. სხვადასხვა თამაშის სტუდიები ქმნიან პრესტიჟ დამატებებს (ანუ ჯოისტიკს, თავიანთი თამაშის მოხატულობებით)..

წყარო-http://www.overclockers.ge

beqa9669

i am very clever

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button