გასართობისაკითხავიუცნაური

25 უცნაური საქორწინო ტრადიცია

d40e4f247cbf

ქორწილი ერთ-ერთი დაუვიწყარი დღეა ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა მას ხშირად საკმაოდ უცნაური ტრადიციები ახლავს თან.

ქორწილი ისაა, რაც ყველა რელიგიას, კულტურასა და ტრადიციას საერთო აქვს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ როგორ აღნიშნავს მას, მთავარი ის არის, რომ იგი ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელი ტრადიციაა. მაგრამ ზოგჯერ ცერემონიები საკმაოდ უცნაურ სახეს იღებენ. მოდით ვნახოთ 25 ტრადიცია, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამება ქორწილის ტრადიციულ სტანდარტებს.

25. პატარძლის შეღებვა

295259f2925a

წარმოიდგინეთ რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება შეგემთხვეთ ქორწილის დღეს. შოტლანდიაში პატარძალს მისი მეგობრები ჭუჭყიანი წყლითა და საღებავებით ღებავენ, შემდეგ კი ხეზე აბამენ. ტრადიციის მიხედვით თუ პატარძალი ამას გადაიტანს, მაშინ ქორწინება მყარი იქნება.

24. მარილიანი საქორწინო სიმღერა

1636a442e1fa

ხშირად ქორწილებს თან ახლავს ცრემლები, თუჯიას მცხოვრებლებს ჩინეთში კი ცრემლები საკმაოდ მაღალ დონეზე ყავთ აყვანილი. ქორწილამდე 1 თვით ადრე პატარძალმა დღეში 1 საათი უნდა იტიროს, 10 დღის შემდეგ მას დედა უერთდება, კიდევ 10 დღის შემდეგ ბებია ერთვება საერთო ტირილში. საბოლოოდ კი ოჯახის წევრი ყველა ქალბატონი პატარძალთან ერთად ტირის. რატომ? ეს წესით უნდა გამოხატავდეს ბედნიერებას, რომელსაც განიცდიან ქალები, მათი ტირილი კი სხვადასხვა ტონალობაში წააგავს სიმღერას… ძალიან მარილიან, სველ სიმღერას.

23. ამოარჩიე თარიღი

3c3773e47ff6

ჩინეთში არის ხალხთა ჯგუფი სახელად დაური, რომელიც ქორწილის თარიღის დასანიშნად საპატარძლოს და სასიძოს ერთობლივად აკვლევინებენ პატარა წიწილებს. თუ წიწილას ჯერ კიდევ ეტყობა სიცოცხლის ნიშნები, მათ შეუძლიათ ქორწილის თარიღის დანიშვნა, ხოლო თუ საბოლოოდ მოკლავე წიწილას, მაშინ ეს პროცესი იქამდე უნდა იმეორონ, სანამ არ დაითქმება თარიღი.

22. ხეები?

4bf2ec515db0

ინდოეთში ქალბატონები, რომლებიც მაგლიკებად (ასტროლოგიურად ეს მარსისა და სატურნის კომბინაციის ქვეშ დაბადებული ხალხია, მეშვიდე სახლად წოდებული) იბადებიან მოიაზრებიან, როგორც ადრეულ ასაკში სიკვდილის მომტანები საკუთარი ქმრებისათვის. ამიტომ პირველ რიგში მათ აქორწინებენ… ხეზე. ამის შემდეგ ხეს ჭრიან და წვავენ… საწყალი ხე.

21. გამოსაცდელი დრო

b55e37ee294e

ტიდონგის საზოგადოება ბორნეოში, ახალდაქორწინებულ წყვილებს სამი დღისა და ღამის განმავლობაში არ აძლევს უფლებას დატოვონ საკუთარი სახი. გამოსაცდელი დრო?

20. ზვიგენის კბილი

72c98879a231

კუნძულ ფიჯზე მამაკაცებს არამხოლოდ ხელის თხოვნა უწევთ საცოლის მამისთვის, არამედ მათ ზვიგენის კბილიც უნდა მიიტანონ სასიმამროსთან. მაგრამ ერთი პრობლემაა, ზვიგენის კბილის ყიდვა ან შავ ბაზარზეა შესაძლებელი, ან იგი სასიძომ მუდამ ღრმა წყალში მყოფ ზვიგენს უნდა ამოუღოს. საქმე ნამდვილად წრფელ სიყვარულთან გვაქვს.

19. 2-ია საჭირო

b6a9ff1f09b3

სამხრეთ სუდანში ხალხს ჯერა, რომ ქორწინება შეუძლებელია თუ ქალს მანამდე 2 შვილი არ ყავს გაჩენილი. ამ შემთხვევაში საქმროს შეუძლია საცოლის მიტოვება.

18. მასაის ქორწილი

ab381a206bef

კენიაში არის ტრადიცია, რომელსაც მასაის ქორწილი ეწოდება. ტრადიციის მიხედვით, როდესაც პატარძალი სახლს ტოვებს მამამ მას თავზე და მკერდზე უნდა დააფურთხოს.

17. კოცნის წვეულება

f9e9d66f8ad0

შვედეთში, როდესაც პატარძალი ან სიძე ტოვებს მაგიდას და საქორწინო დარბაზს, სხვებს შეუძლიათ მარტო დარჩენილის კოცნა. თუ სიძე გავა, მაშინ ცერემონიაზე დამსწრე ყველა მამაკაცს აქვს შანსი აკოცოს პატარძალს და პირიქით.

16. სპარტა

d7df6826ef5e

დღევანდელ დღეს მხოლოდ მამაკაცები მოიაზრებიან კუნთებიან სასიძოებად, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ აქ სპარტა არაა. სპარტულ კულტურაში ქალები იპარსავდნენ თავს, იცვამდნენ კაცებივით და ელოდებოდნენ როდის მოვიდოდა მათი საქმრო.

15. ნაგვის დრო

c63c58576784

საფრანგეთში, როდესაც საქორწინო ცერემონია ოფიციალურად დამთავრებულია, პატარძლის და სიძის მეგობრები აგროვებენ ყველანაირ ნაგავს ტუალეტის სათლში, რომლიდანაც შემდეგ უნდა დალიოს ცოლ-ქმარმა. დღესდღეობით, ნაგავი შეცვლილია შოკოლადით, თუმცა დასალევი ჭურჭელი მაინც ტუალეტის სათლია.

14. ბოროტი ფერიები

4fd8b76f1985

ირლანდიაში, პატარძლისა და სიძის ცეკვისას, პატარძლის ფეხი არ უნდა ასცდეს იატაკს. ირლანდიელებს სჯერათ, რომ თუ ეს ასე არ იქნება, ბოროტი ფერიები მოფრინდებიან და წაიყვანენ პატარძალს. ლოგიკა? ბოროტ ფერიებს ლამაზი ნივთები და ადამიანები იზიდავთ, პატარძალი კი ლამაზია. ფერიები მას იმ შემთხვევაში წაიყვანენ, თუ ის ფეხს აწევს მიწიდან.

13. “ჩალის ბიჭები”

0d971cdeca8f

ერთ-ერთი უცნაური ტრადიცია მოდის ირლანდიის სოფლებიდან ლეიტრიმი და მაიო. ამ სოფლებში 9 ახალგაზრდა კაცი, რომლებსაც “ჩალის ბიჭებს” უწოდებენ, ქორწილის წინა დღეს უნდა მივიდნენ პატარძლის სახლში და მასთან ერთად იცეკვონ. თუ სახლში სხვა ქალბატონებიც არიან “ჩალის ბიჭები” ვალდებულნი არიან ისინიც გამოიწვიონ.

12. დაუმიზნე ფრთხილად

8c1226c33da4

იუგურის კულტურაში (ჩინეთის უმცირესობა), სიძემ პატარძალს უნდა ესროლოს 3 ისარი. მართალია ისრებს არ აქვთ მჭრელი თავი, თუმცა რეზინის თავებიც არც თუ ისე უმტკივნეულოა. შემდეგ კი სიძემ ისრები უნდა გადატეხოს, რაც მათ სამუდამო სიყვარულს აღნიშნავს.

11. ადამიანი ხალიჩა

57e5c831eabd

მარუსიას კუნძულებზე ქორწილის დასრულების შემდეგ, სიძე-პატარძლის ნათესავები წვებიან მიწაზე გვერდიგვერდ, სახით ქვემოთ. სიძე-პატარძალმა კი უნდა გაიარონ მათზე, როგორც ხალიჩებზე.

10. ფეხსაცმლის ქურდები

15d214a15357

ინდოეთის გარკვეულ რეგიონებში სიძე ვალდებულია გაიხადოს ფეხსაცმელები სანამ საცოლესთან მივა. როგორც კი ეს მოხდება, პატარძლის მხრიდან ყველა ცდილობს მოიპაროს ფეხსაცმელები, ხოლო ქმრის მხარე ცდილობს დაიცვას ისინი. თუ გაიმარჯვებს პატარძლის მხარე, სიძის მხარემ მათ უნდა გადაუხადოს ფეხსაცმლის დასაბრუნებლად.

9. მოჩვენება

c5239fb4c67f

ზოგიერთ ქვეყანაში სტუმრებს სიძე-პატარძლისთვის ახალი ჭურჭელი მოაქვთ საჩუქრად. გერმანიაში იგივეს შვებიან სტუმრები… შემდეგ კი ამტვრევენ მას. ტრადიციის თანახმად, ხმაური აშინებს ბოროტ სულებს.

8. მიზიდულობა ცხოველებისადმი

30ec45524891

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ აღიარებს ცხოველებისა და ადამიანების ქორწინებას, ის მაინც არის გავრცელებული ზოგიერთ ქვეყანაში. მაგალითად, ინდოეთში ეს ხდება ბოროტი სულების განსადევნად.

7. დედის დახმარება

9b85fba9e653

აფრიკის ზოგიერთ სოფელში უფროსი ქალები აცილებენ პატარძლებს საძინებლამდე პირველი ღამისთვის. ზოგჯერ კი ეს ქალბატონი პატარძლის დედაც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

6. სერიოზული ბიზნესი

7abe6c2a5c0e

კონგოში თუ თქვენ გსურთ ვინმეს ქორწილის ჩაშლა, უბრალოდ დაიქირავეთ კომიკოსი, რადგან მთელი ქორწილის ცერემონიის განმავლობაში პატარძალს და სიძეს არ აქვთ გაღიმების უფლება, რადგან აქ ზედმეტად სერიოზულად უყურებენ ქორწილს.

5. პატარძლის მოტაცება

e30998f5794f

აფრიკისა და აზიის ბევრ ქვეყანაში პატარძლის მოტაცება საკმაოდ ცნობილი ტრადიციაა, მაგრამ ხშირად ზოგიერთი ტრადიციის მიხედვით მათ აუპატიურებენ, განსაკუთრებით კი რვანდას პროვინციაში.

4. ხმაური

a4f96925d9b0

საფრანგეთში ახალდაქორწინებულების ახლობლები პირველ ღამეს სახლთან დგანან, ყვირიან, ტაფებსა და ქვაბებს ურტყამენ ერთმანეთს და ცდილობენ იყონ ზედმეტად შემაწუხებლები და გამღიზიანებლები. ეს არამარტო რომანტიკას შლის, არამედ აიძულებს ახალდაქორწინებულებს გამოვიდნენ და გადაასხან მათ სასმელები.

3. თევზი

8e133db76111

როდესაც ქორწილი მთავრდება კორეაში, სიძის მეგობრები მას ხდიან წინდებს და თოკით უკრავენ კოჭებს, ურტყამენ მას ფეხებში თევზს, რათა მოამზადონ იგი პირველი ღამისთვის, როგორც დაქორწინებული მამაკაცი.

2. სიმსუქნის ფერმა

bc1f8e7cfe7f

სილამაზე ყველასთვის მისაღებია, მაგრამ მავრიტანია მას საკმაოდ უცნაური ფორმით გამოხატავს. ზოგადად ადამიანები გახდომას ცდილობენ, მავრიტანიელი გოგონები კი ცდილობენ გასუქებას გათხოვებისას.

1. თეთრი კაბა

0e98a0b36a8f

მიუხედავას იმისა, რომ ეს ჩვენთვის სავსებით ნორმალურად ჟღერს, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისთვის თეთრი კაბა ძალიან უცნაურია. ზოგ ქვეყანაში საპატარძლო კაბა საკმაოდ განსხვავებულია და სავსეა ფერებით. რატომ ვართ შეზღუდულნი ფერებში? 1840 წელს დედოფალი ვიქტორია გაყვა პრინც ალბერტს ცოლად, თეთრ კაბაში. მის დროს ეს საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო, რადგან თეთრი ფერი ასოცირდებოდა გლოვასთან.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close