გასართობისაკითხავისურათები

15 ყველაზე უცნაური რესტორანი მსოფლიოში

მსოფლიოს 15 ყველაზე უცნაური რესტორანი, რაც კი გინახავთ.

შეიძლება თქვენ ნამდვილი გურმანი იყოთ, მაგრამ ასეთი რესტორნები თქვენთვის ნამდვილად უცხო აღმოჩნდეს. რესტორნის მფლობელები ძალიან ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორი მარკეტინგული სვლა განახორციელონ კლიენტების მისაზიდად. ზოგიერთი მათგანი კი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, მაგრამ თითქმის ყველა პროდუქტს ყავს თავისი მომხმარებელი და სწორედ ამიტომ ეს რესტორნები პოპულარულები გახდნენ. ახლა კი წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე უცნაურ 15 რესტორანს.

1. რესტორანი სიჩუმისათვის, აშშ

რესტორნის “Eat” მეპატრონეებმა გადაწყვიტეს, რომ ჭამის დროს საუბარი აუცილებელი არ არის და ეს იდეა სისრულეშიც მოიყვანეს. რესტორანში ყოფნისას არამარტო საუბარი, არამედ უბრალო გადალაპარაკებაც კი აკრძალულია. ეს ყველაფერი კი რესტორნის მეპატრონეს, ნიკოლას ნოიმანს მაშინ მოაფიქრდა, როდესაც ბუდისტური ტაძრები მოინახულა და გადაწყვიტა, რომ სასიამოვნო იქნებოდა ისეთი ადგილის შექმნა, სადაც ხალხი სიჩუმით, სიმშვიდითა და უბრალოდ შესანიშნავი კერძებით შეძლებდა დატკბობას.

2. მაგიდა ერთისთვის, ნიდერლანდები

ამსტერდამის ეს რესტორანი შესანიშნავია სოციოპათებისათვის. ამ რესტორნის ღირსება კი იმაში მდგომარეობს, რომ არავინ შეგაწუხებთ საუბრით ჭამის პროცესში, რადგან ამ დაწესებულებაში თითოეული მაგიდა გათვლილია მხოლოდ ერთ ადამიანზე.

3. ქეიფი მიწისძვრის დროს, ესპანეთი

ესპანეთში ყოფნისას ამ რესტორანში შეუსვლელი ნამდვილად არ უნდა დარჩეთ. აქ ძალიან რთულია წონასწორობის დაცვა. ყველაფერი კი იმაში მდგომარეობს, რომ “Disaster Cafe”-ში ფულს იხდით, რომ გაძლოთ 7.8 ბალიანი მიწისძვრის პირობებში. გატეხილი ჭურჭელი კი აქ ჩვეული ამბავია.

4. ვახშამი კლდეებს შორის, ჩინეთი

რესტორანი “Fangweng” მდებარეობს ჩინეთში და იგი არამხოლოდ ცხარე საკვების, არამედ მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვისაცაა. საქმე იმაშია, რომ ეს რესტორანი კლდეებს შორის არის აშენებული, რაც საკმაოდ საშიშად გამოიყურება. თუმცა ასეთი სიმაღლიდან თქვენ შეძლებთ დატკბეთ ულამაზესი ხედებით.

5. რობოტების რესტორანი, ტაილანდი

ეს ჭკვიანი ოფიციანტები არასდროს აურევენ თქვენს შეკვეთას მეზობელი მაგიდის შეკვეთასთან, მათ მშვენიერი მახსოვრობა აქვთ! რესტორანში “Hajime”, რომელიც ბანგკოკში მდებარეობს, ოფიციანტების ნაცვლად სამურაის ფორმებში გამოწყობილი რობოტები გემსახურებიან. დღის ბოლოს კი ამ სახალისო ოფიციანტებს თქვენი გახალისება ცეკვითაც შეუძლიათ.

6. ყინულის რესტორანი, ფინლანდია

ალბათ ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ ყინულის რესტორანი ფინლანდიაში მართლაც არსებობს. რესტორანში მხოლოდ ცივ კერძებსა და ცხელ სასმელებს გთავაზობენ. თუ თქვენ გადაწყვეტთ ამ რესტორანში წასვლას, ნამდვილად არ მოგაკლდებათ უგემრიელესი დელიკატესები.

7. რესტორანი მაიმუნებით, იაპონია

ესენი ყველაზე უფრო თბილი და მოსიყვარულე ოფიციანტები არიან, რომლებიც კი თქვენ ოდესმე გინახავთ. მაიმუნები თქვენს ნებისმიერ სურვილს შეასრულებენ. ყველა მათგანი ძალიან ჭკვიანია! უცუნომიაში მდებარე რესტორნის, “Kayabukiya Tavern”, მფლობელმა პირადად შეასწავლა მაიმუნებს მომსახურების სფეროში მუშაობის ხელოვნება. მთავრობაც მოხიბლული დარჩა ამ იდეით და მისცა მეპატრონეს უფლება ემუშავებინა მაიმუნები.

8. რესტორან-საავადმყოფო, ტაივანი

ამ უცნაურ რესტორან-საავადმყოფოში თქვენ შეგიძლიას სასიამოვნო კერძის მირთმევა და ჯანმრთელობის გამოსწორებაც კი! რესტორანში მაგიდების ნაცვლად საავადმყოფოს საწოლები დგას, სასმელებს კი შპრიცებით გაწვდიან მედდის ფორმაში გამოწყობილი ოფიციანტები.

9.მოჩხუბარეთა რესტორანი, აშშ

ჯერომ სელინჯერის ერთ-ერთი გმირი ამბობდა, რომ მსოფლიოში არსად მოიძებნება ისეთი ადგილი, რომ ვიღაცამ არ თქვას ცუდი სიტყვა, გინება. იგი მართალი იყო, რესტორანში “Dick’s Last” მუშაობენ ყველაზე უზრდელი ოფიციანტები, რომლებიც მუდამ ჩხუბობენ და იგინებიან. მენიუზეც კი მუდამ გინებებია მიწერილი. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ადგილი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

10. ნუდისტური რესტორანი, აშშ

რესტორანში “Clothing Optional Dinners”, თქვენ შეგიძლიათ ყველაფრისგან განთავისუფლდეთ, ტანსაცმლისგანაც კი! თვეში ერთხელ აქ იმართება ნუდისტური წვეულება, რომელზეც ხალხი ტანსაცმლის გარეშე მიდის. თუმცა მომსახურე პერსონალი მაინც ტანისამოსით მუშაობს.

11. სადილი სრულ სიბნელეში, ინგლისი

ყველასთვის ცნობილია, რომ სიბნელეში ჩვენი გრძნობები უფრო მძაფრდება. სწორედ ამიტომ ინგლისში მდებარე რესტორანში “Dans Le Noir”, სიბნელეში შეგიძლიათ განსაკუთრებულად შეიგრძნოთ სხვადასხვა კერძისა თუ სასმლის გემო.

12. ყველაზე მავნე საკვების რესტორანი, აშშ

უცნაური არაფერია იმაში, რომ ეს რესტორანი ამერიკაში მდებარეობს… ამ რესტორანში შესვლისთანავე გაცნობებენ, რომ საკვები ძალიან მავნეა და თქვენი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არის. აქ გთავაზობენ საკვებს, რომელიც ძალიან მდიდარია კალორიებით და განიცდის ბოსტნეულის ნაკლებობას. რესტორნის კერძებსაც შესაფერისი სახელები აქვთ შერჩეული: “ფრი, რომლისგანაც შეიძლება მოკვდეთ”, “მკვდრების ბურგერი”, “ინფარქტ-ჰოთ-დოგი”. თუ თქვენ არ გაღელვებთ რისკები ან მუდმივ დიეტაზე იმყოფებით, მაშინ შეგიძლიათ მოინახულოთ ეს ადგილი.

13. მკვდრებთან ერთად, ინდოეთი

ეს ადგილი ნამდვილად არ გაძლევთ მადისაღმძვრელი გარემოს გარანტიას. კოლორიტული ინდური რესტორანი სასაფლაოს ადგილზეა აშენებული. მისმა მფლობელმა კი გადაწყვიტა ეს ფაქტი მარკეტინგულად გამოეყენებინა. ამიტომ სტუმრებს აქ საფლავების გარემოცვაში უწევთ სადილობა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ დაწესებულებას საკმაოდ ბევრი სტუმარი ყავს.

14. რესტორანი ქალაქის პანორამა, ბელგია

თუ თქვენ გიყვართ ექსტრემი და ულამაზესი ხედებით ტკბობა, მაშინ რესტორანი “Dinner in the Sky” ბეგლიაში თქვენთვისაა. სპეციალური ამწეკრანი დამონტაჟებულ მაგიდას ჰაერში წევს, თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ხედებით და მიირთვათ უგემრიელესი საკვები.

15. რესტორანი ტუალეტი, ჩინეთი

საინტერესოა რაზე ფიქრობდნენ ამ რესტორნის მფლობელები, როდესაც მათ ასეთი იდეა მოუვიდათ თავში. უცნაური წარმოსადგენია, თითქოს სადილობ რესტორანში, სადაც სკამების ნაცვლად უნიტაზებია, მასზე კი საკმაოდ არასასიამოვნო ფორმის ბალიშები. უხერხულიც კია ვინმეს გემრიელად მირთმევა უსურვო ასეთ გარემოში.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close